იაგო ნაცვლიშვილი
18.07.2015

 პროფესიონალურ კრივში სეზონის ბოლო სარეიტინგო ბრძოლები გაიმართა. შეხვედრები გორის რაიონ სოფელ ვარიანში 16 ივნისს ჩატარდა. სულ 11 ორთაბრძოლა გაიმართა, მათ შორის 9 შემთხვევაში ერთმანეთს ვაჟები დაუპირისპირდნენ, ხოლო 2-ში - გოგონები. იყვნენ დებიუტანტებიც.

ელზა პაპოშვილი
18.07.2015

 სოფელ ხურვალეთთან ვითარება კვლავ დაძაბულია. მედიის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს ქართულ საგუშაგოსთანაც აღარ უშვებენ. როგორც სამართალდამცავები "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, ამის მიზეზი რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციაა, რომლის ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა, რადგანაც ოკუპანტებმა მასშტაბური სამხედრო წვრთნა დაიწყეს.

ია აბულაშვილი
18.07.2015

 საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 20 ივლისს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ელზა წიკლაური
18.07.2015

 საქართველოს ინტერნეტ-ბაზარი ტარიფების სიძვირით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია. თუ საქართველოში 100 მგ/წმ სიჩქარის ინტერნეტი 100 ლარი ღირს, ლატვიაში მისი ფასი დაახლოებით 33 ლარია, ლიტვაში - 22 ლარი, ჩეხეთში - 40 ლარი. მაღალ გადასახადს ისიც განაპირობებს, რომ ქვეყნაში აღნიშნული ბაზრის უდიდესი წილი 2 კომპანიას აქვს განაწილებული. სწორედ ამიტომ "ახალგაზრდა ადვოკატებმა" საკითხის შესასწავლად კონკურენციის სააგენტოს მიმართეს, მარეგულირებელ კომისიას კი ტარიფებზე ზედა ზღვრის დაწესება სთხოვეს.

მარი ჩიტაია
18.07.2015

 რძის პროდუქტების ეტიკეტირების წესების გამკაცრება საწარმოებში თვითღირებულების ხარჯს გაზრდის, სამაგიეროდ მომხმარებელს ფალსიფიცირებული პროდუქტისგან დაიცავს. არ არის გამორიცხული, საკანონმდებლო ცვლილებამ ნატურალური პროდუქტების გაძვირება გამოიწვიოს - ასეთია სპეციალისტების პირველი შეფასება, რომელიც რძის პროდუქტებთან დაკავშირებულ რეგულაციებს შეეხება.

მარი ჩიტაია
18.07.2015

 ძველი თბილისის ტერიტორიაზე "პანორამა თბილისის" გრანდიოზული პროექტისთვის სამზადისს შეუდგნენ და სამშენებლო პროცესიც დაიწყო. საზოგადოებრივი წინააღმდეგობის მიუხედავად, თავისუფლების მოედანზე პროექტის პირველი სამუშაოები ტარდება. ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის ჯამური ინვესტიცია 1 მილიარდი ლარია.

ია აბულაშვილი
18.07.2015

 "ყველაზე მეტად ადამიანი საკუთარ უმწეობას და უსუსურობას სტიქიური უბედურების დროს გრძნობს. ამ დროს მნიშვნელობა აღარ აქვს, ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი ხარ თუ რიგითი მოქალაქე. სტიქიის წინაშე ყველა თანაბრად უძლურია" - ამბობს საქართველოს ცეკას ყოფილი პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი და "რეზონანსთან" საბჭოთა პერიოდში მომხდარ ჩერნობილისა და სპიტაკის ტრაგედიებს იხსენებს.

თაია არდოტელი
17.07.2015

 ლეგალური და არალეგალური ნაგავსაყრელების მოუგვარებელი პრობლემა ქვეყნის მასშტაბით, გადავსებული ურნები, გაზრდილი ჯარიმების მიუხედავად დანაგვიანებული ქუჩები, ნაგვის კერებთან გაჩენილი ქუჩის უპატრონო ცხოველები - წლებია რაც საქართველოში სურათი უცვლელია.

ელზა პაპოშვილი
17.07.2015

  საბერძნეთის პარლამენტმა ევროზონის ლიდერებსა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასს შორის ბრიუსელში მიღწეული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

იაგო ნაცვლიშვილი
17.07.2015

 "რუსეთთან პირდაპირი დიალოგი არავითარ შედეგს არ მოიტანს. მას უნდა ვესაუბროთ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით. პირდაპირი საუბრისას ძალიან სუსტი პოზიცია გვაქვს, რადგანაც რუსეთის ფედერაცია ხშირად არღვევს ხოლმე მიღწეულ ორმხრივ შეთანხმებებს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის დირექტორი დავით ზალკალიანი.

თიკო ოსმანოვა
17.07.2015

 ზაფხულის დადგომასთან ერთად, თბილისის სხვადასხვა უბანში ქვეწარმავლები მომრავლდა - ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში ივნისსა და ივლისში ქვერწამავლების შესახებ 416 შეტყობინება შევიდა.

სალომე სარიშვილი
17.07.2015

 კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და დაფინანსებით, 1950 წლის შემდეგ პირველად, ეროვნული მნიშნელობის არქეოლოგიური ძეგლის - პიტიახშ-ერისთავთა კომპლექსის არქეოლოგიური კვლევა და გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×