მარიკა გოგოხია 14.07.2015
აფხაზურმა ადმინისტრაციამ გალის მოსახლეობას გადასახადი დაუმძიმა. მისი გაზრდა გალის რაიონში სასოფლო-სამეურნეო მიწების ინვენტარიზაციას უკავშირდება. გარდა იმისა, რომ ხალხი მიწით სარგებლობისთვის გადასახადს იხდის, არ არის გამორიცხული, ბეგარა ცალკე თხილის მოსავალზეც შემოიღონ. ადგილობრივებს ამ ტიპის გადასახადი მოსავლის რაოდენობის მიხედვით დაუწესდებათ.
|
მაკა ხარაზიშვილი 14.07.2015
წლის ბოლოსთვის საქართველოს საგარეო ვალი 14 მილიარდ ლარს გაუტოლდება. ქვეყნის ეკონომიკას ამ რაოდენობის ვალის გასტუმრება არ შეუძლია და სპეციალისტები მთავრობას უჩევენ, შეჩერდეს ვალის ზრდის ტემპი, რათა სახლმწიფო დეფოლტის წინაშე არ აღმოჩნდეს.
|
მარი ჩიტაია 14.07.2015
სიიაფის მიუხედავად, საზამთროს წელს მომხმარებელი არ სწყალობს. შარშანდელთან შედარებით, იგი 30%-ით არის გაიაფებული, მაგრამ მყიდველი ისევ პასიურია. ცალკე მოვაჭრეები ჩივიან, ცალკე - მყიდველები, რომელთა ფინანსური მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა.
|
მამუკა ნაცვალაძე 13.07.2015
მსოფლიო რაგბის აღმასრულებელმა კომიტეტმა მოთამაშეთა კეთილდღეობის უპრეცედენტო ათპუნქტიანი სტანდარტები შეიმუშავა. აღნიშნული სტანდარტები პირველად სწორედ 2015 წლის მსოფლიო თასზე დამკვიდრდება. მსოფლიო რაგბის სამედიცინო კომისიის მიერ შემუშავებული ეს სისტემა ახლა მსოფლიო რაგბის ეგიდით გამართულ ყველა საერთაშორისო ტურნირზე დაინერგება.
|
თაკო მათეშვილი 13.07.2015
ორი წლის წინ დახურული "მეცხრე არხისა" და "ინფო 9"-ის ბევრი ჟურნალისტი სამსახურს დღემდე ეძებს. ამბობენ, რომ 2012 წლის არჩევნებამდე დევნის, დამცირების, რისკისა და შეურაცხყოფის ფასად მუშაობდნენ, თუმცა ეს არ დაუფასდათ - გამოიყენეს, არჩევნების მოგების შემდგომ კი აღარავის სჭირდებოდათ და უბრალოდ - მოისროლეს. ის ადამიანები კი, ვინც მათ სდევნიდა და ავიწროებდა, დღემდე თანამდებობებზე რჩებიან. ზოგიერთი მათგანი დაწინაურდა კიდეც.
|
მალხაზ გაგუა 13.07.2015
უკრაინის ახალი მთავრობა ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას. სახელმწიფო ინსტიტუციების დაპირისპირება ულტრა-მემარჯვენე გასამხედროებულ დაჯგუფება "პრავი სექტორთან" ("მემარჯვენე სექტორი") უკვე შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა.
|
თიკო ოსმანოვა 13.07.2015
ტელეკომპანია "რუსთავი -2"-ის დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმე შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი განზრახ მკვლელობის მუხლით შეიცვალოს. გარდაცვლილის ძმის ზურა კიწმარიშვილის თქმით, იარაღზე აღმოჩენილია დნმ, რომელიც გარდაცვლილს არ ეკუთვნის. მისივე განცხადებით, არის "რაღაც დეტალები", რომლებიც მიანიშნებს, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდიოდა.
|
ლიკა ამირაშვილი 13.07.2015
პროფესორი ჯემალ მებონია "რეზონანსთან" განათლების სისტემის გაუმართაობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თავის დროზე "ნაციონალური მოძრობის" მიერ გაკეთებულმა უკანონო ქმედებებმა განათლება ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო.
|
სალომე სარიშვილი 13.07.2015
მოძრაობა "პარტიზანული მებაღეობის" ინფორმაციით, დედაქალაქში ხეების ჭრა ინტენსიურად გრძელდება. რამდენიმე კვირის წინ მარჯანიშვილის ქუჩაზე, კერძოდ კაფე "ჩაის სახლის" წინ თბილისის მერიის შპს "სინათლის ქალაქმა" 3 დიდი ხე მოჭრა.
|
იაგო ნაცვლიშვილი 13.07.2015
მოსამართლეთა კორპუსის ერთი ნაწილი უარყოფითად აფასებს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მოსამართლის დისციპლინარულ გადაცდომაზე მოკვლევას ჯერ დამოუკიდებელი ინსპექტორი იწყებს, შემდეგ იუსტიციის საბჭოს ეგზავნება, საბოლოო გადაწყვეტილებას კი სადისციპლინო კოლეგია იღებს.
|
სალომე სარიშვილი 13.07.2015
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ პირველისა და ვახტანგ გორგასლის საფლავის ძველი ქვები ახლით ჩაანაცვლეს. სამუშაოებს საპატრიარქოს რესტავრაციის საბჭოს წევრი და არქიტექტორი თემურ ბერიძე აწარმოებს, თუმცა როგორც ძეგლთა დაცის სააგენტოში აცხადებენ, ამ უკანასკნელისთვის შესაბამისი ნებართვა მათ არ მიუციათ.
|
ია აბულაშვილი 13.07.2015
დღევანედლ სატატიაში მკითხველს გვინდა შევახსენოთ რამდენიმე ეპიზოდი თუ რა ხდებოდა 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" წინა დღეებში. ამაში კი დაგვეხმარება სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე.
|