მამუკა ნაცვალაძე 11.07.2015
"შევარდენის" სარაგბო ბაზაზე მსოფლიო თასისთვის ემზადება საქართველოს ეროვნული ნაკრები. თბილისური შეკრება ძირითადად ფიზიკური კონდიციების ამაღლებას ეთმობა. ეს არცაა გასაკვირი - რაგბის ძალისმიერი ხასიათი ხომ უპირველესად გამძლეობას მოითხოვს.
|
იაგო ნაცვლიშვილი 11.07.2015
მორიგი ინციდენტი მოხდა ქართულ და აზერბაიჯანულ კლუბებს შორის საფეხბურთო დაპირისპირებისას. აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას აზერბაიჯანელმა გულშემატკივარმა საქართველოს დროშა დაწვა. ინციდენტი უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრისას მოხდა - ადგილობრივი "გაბალა" თბილისის "დინამოს" მასპინძლობდა.
|
თეა ბეჟიტაშვილი 10.07.2015
"13-14 ივნისის სტიქია არ განმეორდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ იქნება გართულება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი. მისი თქმით, წყნეთი-ახალდაბას გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი იმ მასშტაბის არ არის, რომ 13-14 ივნისს დედაქალაქში მომხდარი სტიქიის განმეორების საშიშროება არსებობდეს.
|
თაია არდოტელი 10.07.2015
2014 წლის მონაცემებით, მოხუცების რაოდენობა 98 ათასით აღემატება ბავშვების რაოდენობას, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობა დემოგრაფიულად ძალიან დაბერებულია.
|
ელზა პაპოშვილი 10.07.2015
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრი იქმნება, რომელშიც საჯარო ადმინისტრაციის სფეროში მომუშავე კადრების და რესურსების გადამზადება მოხდება. ხოლო მუშაობას საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებისთანავე დაიწყებს.
|
ია აბულაშვილი 10.07.2015
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გაემგზავრა. იგი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება, ასევე შეხვდება რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს.
|
თიკო ოსმანოვა 10.07.2015
დიასპორის საკითხების სამინისტროს არაოფიციალური მონაცემებით, 1 მილიონ 700 ათასი საქართველოს მოქალაქე იმყოფება გარე მიგრაციაში, რომლებიც 43 სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ. აქედან 250 ათასი ადამიანი საბერძნეთში ცხოვრობს.
|
ელზა წიკლაური 10.07.2015
საბანკო ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დარჩება, თუმცა დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბდება - სწორედ ასეთი ცვლილება შევიდა "საბანკო ზედამხედველობის შესახებ" მომზადებულ კანონპროექტში მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ის პირველი მოსმენით განიხილა.
|
ელზა წიკლაური 10.07.2015
რუსეთზე ეკონომიკური წნეხი ძლიერდება. ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო, დასავლეთმა კრემლს სანქციები წლის ბოლომდე გაუხანგრძლივა. გარდა სანქციებისა, რუსულ გიგანტ კომპანიებს უკვე ფინანსური პრობლემებიც შეექმნა. თურქმენეთმა რუსული სახელმწიფო ნავთობკომპანია "გაზპრომი" გადაახდისუუნაროდ გამოაცხადა, რუმინეთში კი "ლუკოილს" 2 მლრდ დოლარის აქტივი დაუყადაღეს.
|
მარი ჩიტაია 10.07.2015
არ არის გამორიცხული, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი გაიზარდოს. მართალია, ამაზე თამამად საუბარი უჭირთ, მაგრამ ოფიციალური უწყებების მიერ ბოლო დროს შეფარვით გაკეთებული განცხადებები აშკარად ქმნის წინაპირობას, რომ მოსახლეობა ელექტროენერგიის გაძვირებას შეაგუონ.
|
ია აბულაშვილი 10.07.2015
"ქართველები ვერ ჩამოვყალიბდით მეფე ერეკლეს პიროვნების შესახებ და დღესაც ვდაობთ - კიდევ ვერ შეგვიფასებია მისი ღვაწლი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ინგლისურ პრესაში წაკითხულმა ინფორმაციებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ მეფე ერეკლე უდიდესი მონარქია საქართველოს ისტორიაში, რომელიც არც ერთ თეთრს, დღეს რომ პიარკამპანიას ვეძახით, არ ხარჯავდა.
|
მარი მგალობლიშვილი 10.07.2015
ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხიდან ერთი თვის თავზე "ბებერ ქალბატონი" ანდრეა პირლომ დატოვა და კარიერას ამერიკაში "ნიუ-იურკ სიტიში" გააგრძელებს. გამოცდილი ფლემეიკერი აშშ-ში დავიდ ვილასა და ფრენკ ლამპარდის გვერდით ითამაშებს.
|