ია აბულაშვილი 08.07.2015
საბერძნეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და იმაზე, თუ როგორ აისახება საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკაზე, "რეზონანსი" პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.
|
თეა ელიავა 08.07.2015
პროფესიული განათლების რეფორმაზე "რეზონანსი" განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერს, კახაბერ ერაძეს ესაუბრა.
|
მამუკა ნაცვალაძე 08.07.2015
საწვრთნელი პროცესი განაახლა მიუნხენის "ბაიერნმა". პირველ ვარჯიშზე პეპე გვარდიოლას 15 ფეხბურთელი დახვდა - ერთ-ერთი მათგანი კლუბის ახალწვეული, "შტუტგარტის" მეკარე სვენ ულრაიხია. სპორტულმა დირექტორმა მატიას ზამერმა კლუბის ახალწვეული ოფიციალურად წარუდგინა პუბლიკას.
|
თაია არდოტელი 07.07.2015

61,3% - წინააღმდეგი და 38,7% - მომხრე, - ამ შედეგით დასრულდა საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნის შესრულებასთან დაკავშირებით საბერძნეთში ჩატარებული რეფერენდუმი.
|
მაკა ხარაზიშვილი 07.07.2015
საქართველოს ენერგოსისტემა "ენგურჰესის" ელექტროენერგიას თანდათანობით კარგავს. 2015 წლის იანვარ-მაისში აფხაზეთის რეგიონში, "ჩერნომენერგომ" "ენგურისა" და "ვარდნილის" მიერ გამომუშავებული 1-თეთრიანი ელექტროენერგიის 60%-ზე მეტი წაიღო. და საერთოდ ასე ხდება ყოველ ზამთარს. მაშინ, როდესაც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის დეფეციტია და ქვეყანა დენის იმპორტს ეწევა, სეპარატისტებს ყველაზე პრობლემურ თვეებში ენგურის გამომუშავებული ენერგია თითქმის მთლიანად მიაქვთ.
|
ელზა წიკლაური 07.07.2015
საბერძნეთის შემდეგ ქართველი ემიგრანტებს იტალიაშიც გაუჭირდათ. ამბობენ, რომ მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის გამო, იტალიელები უცხოელი მუშახელის აყვანაზე უარს ამბობენ, რის გამოც, ქართველ ემიგრანტებს სამსახურის დაწყება უჭირთ. ვინც მუშაობს, დამსაქმებელმა ოჯახებმა მათ ხელფასი 100-200 ევროთი შეუმცირეს.
|
ელზა წიკლაური 07.07.2015
ეროვნული ვალუტა წლის ბოლომდე, შესაძლოა, კიდევ გამყარდეს და 2,25-ის ნიშნულსაც კი ჩამოსცდეს. სპეციალისტების განცხადებით, ტურისტების მატება, საინვესტიციო ნაკადების ზრდა და სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება სწორედ ასეთი პროგნოზიც გაკეთების საშუალებას იძლევა. ლარის უფრო მეტად გაჯანსაღებისთვის ახლა მთავარი მთავრობის მიერ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით სწორი რეფორმების გატარებაა, რათა ინვესტიციები უფრო მეტად რეალურ ეკონომიკაში ჩაიდოს.
|
მარი ჩიტაია 07.07.2015
კერძო სკოლების უმეტესობა ახალ სასწავლო წელს შემცირებული კონტინგენტით ხვდება. ზოგიერთ მათგანში მოსწავლეების რაოდენობა განახევრდა, ზოგს კი იმდენად გაუჭირდა, რომ ახალი ჯგუფის გახსნასაც ვერ ახერხებს. გახშირდა კერძო დაწესებულებებიდან ბავშვების საჯარო სკოლებში გადაყვანის ფაქტებიც, რასაც სკოლის დირექტორები მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას უკავშირებენ.
|
მაკა ხარაზიშვილი 07.07.2015
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში გამოყოფილი თანხა უკონტროლოდ იხარჯება. სოფლის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ამ პროგრამის არსებობა არც კი იცის. შესაბამისად, მათ არ აქვთ ინფორმაცია, პრობლემების გადასაჭრელად რა თანხას გამოყოფს სახელმწიფო და საერთოდ სად მიდის ეს ფული. ამ დროს ყოველწლიურად ბიუჯეტი ამ პროგრამას 50 მილიონი ლარით აფინანსებს.
|
მარი ჩიტაია 07.07.2015
საზაფხულო სეზონის გავლენა ცივი სასმელების ბიზნესზე დადებითად აისახა. რეალიზაციამ ამ სეგმენტში მოიმატა, თუმცა ეს ტენდენცია საერთო მაჩვენებელზე მაინც და მაინც შთამბეჭდავად არ ასახულა. სავაჭრო ქსელების წარმომადგენელთა ინფორმაციით, გამაგრილებელი სასმელების გაყიდვა ივნისში, წინა თვესთან შედარებით, გაიზარდა, მაგრამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, დაახლოებით, 15-20%-ით ჩამორჩება.
|
მარი გოცირიძე 07.07.2015
საქართველო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელებას აგრძელებს. პროგრამის პირველი ფაზა მოიცავს იმ 5000 პაციენტის მკურნალობას, რომელთა ღვიძლის მდგომარეობაც კრიტიკულია. პარალელურად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა - "c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში: სამომავლო განვითარების გზები".
|
თიკო ოსმანოვა 07.07.2015
რუსეთში საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული პირების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა - რუსეთი 1996 წელს დადებულ ხელშეკრულებას აუქმებს, რამაც შესაძლოა თავდაყირა დაყენოს ამ დრომდე არსებული დღის წესრიგი.
|