ია აბულაშვილი
13.07.2015

 რატომ აგროვებდნენ გორბაჩოვის საწინააღმდეგო კომპრომატებს საქართველოში; რატომ დაეძაბათ ურთიერთობა გორბაჩოვს და შევარდნაძეს; და როდის დაკარგა გავლენა შევარდნაძემ კრემლის კარზე, ამის გარკვევას "მთელი კვირა" საქართველოს ცეკას ყოფილ პირველ მდივანთან ჯუმბერ პატიაშვილთან შეეცადა, რომელმაც რამდენიმე ეპიზოდი გაიხსენა და ისიც აღნიშნა, რომ საბჭოთა ეპოქის უკანასკნელი პერიოდი და ის, თუ რა ხდებოდა კრემლის კულუარებში აღწერილი აქვს თავის წიგნშიც "23 წლის შემდეგ".

ელზა პაპოშვილი
13.07.2015

თბილისში 2 თვის განმავლობაში - მაისსა და ივნისში - ალკოჰოლური სასმელით მოწამვლის, რეკორდული, 3241 შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესამსახურში აცხადებენ, ალკოჰოლური მოწამვლის ფაქტზე მათ მაისში 1682 გამოძახება მიიღეს, ივნისში კი 1559.

ეკატერინე ბასილაია
11.07.2015

 ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში არსებული ქართული ისტორიული ძეგლის - თირის მონასტრის ფრესკების ნაწილი გადალესეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ოსურმა გამოცემა "სპუტნიკმა" გაავრცელა. როგორც ოსური მედია წერს, სამუშაოები მას შემდეგ შეწყდა, რაც საქმეში დე ფაქტო კულტურის სამინისტრო ჩაერია.

იაგო ნაცვლიშვილი
11.07.2015

 ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილმა უფროსმა კობა ხარშილაძემ საქალაქო სასამართლოში ჟვანიას საქმის განხილვისას სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, შემთხვევის შემდეგ ადგილზე მისვლისას მას და მიხეილ ძაძამიას ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ცხედრები შიშველ მდგომარეობაში დახვდათ. მან აღნიშნა, რომ ჟვანიას 5 წუთი რომ ჰქონოდა, ასეთ სიკვდილს არ ისურვებდა. აქამდე კი ამაზე, საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, შეგნებულად არ საუბრობდნენ.

თაკო მათეშვილი
11.07.2015

 "გაერთიანებულ დემოკრატებში" ნინო ბურჯანაძის მოსკოვურ ვიზიტს წარმატებულად აფასებენ და ამბობენ, რომ რუსების მხრიდან ამხელა ინტერესის გამოხატვას არც კი ელოდნენ. პუტინს არ ხვდება, თუმცა პარტიაში იმასაც გვიმხელენ, რომ ეს უახლოეს მომავალში იგეგმება. რაც შეეხება საუბრის თემებს, მათი თქმით, ბურჯანაძე ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხზე ილაპარაკებს - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, უვიზო მიმოსვლაზე, აფხაზეთთან და ოსეთთან დაკავშირებულ პრობლემებზე და ა.შ.

ელზა პაპოშვილი
11.07.2015

 ჯარში სუიციდისა და თვითდაზიანების გახშირებულ შემთხვევებზე, სამხედრო ექსპერტებთან ერთად, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელიც საუბრობს. მათი განცხადებით, ბოლო დროს ეს პრობლემა უფრო აქტუალური და თვალში საცემი გახდა.

ლიკა ამირაშვილი
11.07.2015

 სოიო, სიმინდი, ბრინჯი, კარტოფილი, შაქარი - ეს იმ პროდუქტების მცირე ჩამონათვალია, რომელიც მაღალი ალბათობით გენმოდიფიცირებულ კომპონენტს შეიცავს. ახალი კანონის მიხედვით, რომელიც 1 ივლისიდან ამოქმედდა, გმო პროდუქტებზე ეტიკეტირება სავალდებულო გახდა.

მაკა ხარაზიშვილი
11.07.2015

 ხორბლის უხვმა მოსავალმა ფქვილი ვერ გააიაფა, პირიქით, ბოლო თვეებთან შედარებით ფქვილი, დაახლოებით, 6 ლარით არის გაძვირებული და 43 ლარი ღირს. მეხორბლეთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ ქართული ხორბალი დიდწილად უხარისხოა და წისქვილკომბინატები ადგილობრივი ხორბლის სიუხვის პერიოდშიც კი იმპორტირებულ ხორბალზე არიან დამოკიდებულნი. სპეციალისტების ნაწილი კი პრობლემას მონოპოლიურ ბაზარს უკავშირებს.

მაკა ხარაზიშვილი
11.07.2015

მსოფლიოში ნავთობი იაფდება, ბენზინის კი - არა. სპეციალისტების განმარტებით, ნავთობის გაიაფება მისი პროდუქტების ფასის ვარდნის პროპორციულია. ამ შემთხვევაში კი, სეზონურობიდან გამომდინარე, ბენზინზე დიდი მოთხოვნაა, რაც ამ პროდუქტის შედარებით სიძვირეს განაპირობებს.

მარი ჩიტაია
11.07.2015

ინტერნეტ მაღაზიებს, ბოლო რამდენიმე თვეა, საქართველოში საქმიანობა უჭირთ. ლარის გაუფასურებამ ეს ბიზნესი სერიოზულად დააზარალა. იანვრიდან მოყოლებული, ინტერნეტ-გამოწერის რაოდენობა განახევრდა, ხოლო კომპანიების მომსახურების საფასური 5-10%-ის ფარგლებში გაძვირდა.

ელზა წიკლაური
11.07.2015

ავტოსადგურების მოწესრიგება მალე კანონმდებლობით დარეგულირდება. ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტი უკვე მზად აქვს და მისი პარლამენტში წარდგენა საშემოდგომო სესიებზე მოხდება. კანონმდებლობის შექმნას დროულს და აუცილებელს უწოდებენ სპეციალისტები. ტრანსპორტის პროფკავშირებში ამბობენ, რომ ამით არა მარტო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, არამედ ბიუჯეტში დამატებითი შემოსავალიც შევა.

თეა ბეჟიტაშვილი
11.07.2015

სომნაბულიზმი, იგივე მთვარეულობა ეს არის მდგომარეობა, როდესაც მძინარე ადამიანი ღამე მექანიკურად სხვადასხვა მოქმედებებს ასრულებს. მთვარეული როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სხვებისთვისაც საშიში შეიძლება იყოს, რადგან ამ დროს ადამიანს ბიოლოგიურად სძინავს, ხოლო გამოღვიძებისას აღარაფერი ახსოვს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×