მარი ჩიტაია 09.07.2015
რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო მიწაზე მოთხოვნამ იმატა, თუმცა მოსავლიან ადგილას მისი ყიდვა თითქმის ყველგან პრობლემაა. ერთწლიანი კულტურების მოსაყვანი მიწა ყველაზე იაფია და მისი შეძენა მყიდველს 1 ლარიდანაც შეუძლია (1 კვ/მ). გაცილებით ძვირია მიწის ყიდვა მრავალწლიანი კულტურების გაშენების მიზნით. ასეთი მიწის ღირებულება, საშუალოდ, 2-4 ლარის ფარგლებშია. კარგი მდებარეობის პირობებში, ფასი გაცილებით ძვირია.
|
ია აბულაშვილი 09.07.2015
"ეს საქმე საჭირო იყო, რადგან ჩვენ უცხოეთიდან უნდა გვეთქვა ის, რისი თქმაც საქართველოში არ შეეძლოთ. ჩვენ თავისუფალნი ვიყავით ყოველგვარი ცენზურისგან და უფრო მიუდგომლად შეგვეძლო ყველაფრის შეფასება" - წერდა გასული საუკუნის 30-იან წლებში გაზეთ "თეთრი გიორგის" რედაქტორი ალექსანდრე მანველიშვილი.
|
სალომე სარიშვილი 08.07.2015
ორი დღის წინ ანაკლიაში "კაზანტიპის" ძეგლი აიღეს, რამაც პროექტ "კაზანტიპის" პრეზიდენტისა და მისი დამფუძნებლის, ნიკიტა მარშუნოკის გაღიზიანება გამოიწვია.
|
თაკო მათეშვილი 08.07.2015
სტიქიით დაზარალებული სვანიძის ქუჩის კომიტეტმა, რომლის დამფუძნებელიც ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილია, მერიასთან ერთად კომპენსაციის გაცემის წესი შეიმუშავა, რომლითაც კმაყოფილები არიან, თუმცა აქვე ხარვეზებზეც საუბრობენ. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ თითოეული ოჯახის ზარალის შეფასება დაიწყო და კომპენსაციის ოდენობაც ამის მიხედვით დადგინდება.
|
იაგო ნაცვლიშვილი 08.07.2015
"როგორც იცით, ევროპის საბჭოში რუსეთს ხმის მიცემა ისედაც შეჩერებული აქვს. თუ ახლა ჩვენთვის კომპენსაციის გადახდაზე იტყვის უარს, მაშინ ალბათ საბჭოდან მისი გარიცხვის საკითხი დადგება დღის წესრიგში", - აცხადებს საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, იურისტი ლია მუხაშავრია "რეზონანსთან" საუბრისას, რომელიც არც იმას გამორიცხავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს საერთაშორისო ანგარიშებიდან საქართველოსთვის გადმოსაცემი თანხა ჩამოაჭრას.
|
ეკატერინე ბასილაია 08.07.2015
საბერძნეთის რეფერენდუმის შემდეგ ახლა უკვე მთელი ევროკავშირი ევროზონის საგანგებო სხდომას და ამ სხდომაზე ევროკავშირის ლიდერებსა და საბერძნეთის პრემიერ ალექსის ციპრასს შორის შეთანხმების შედეგს ელოდება.
|
მაკა ხარაზიშვილი 08.07.2015
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 2015 წლის ბიუჯეტის ცვლილებებზე შემაჯამებელმა სხდომამ დეპუტატების გარეშე ჩაიარა. ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხილვას მარტოოდენ რამდენიმე დეპუტატი ესწრებოდა. რამდენიმე წუთი დაეთმო იმის გარკვევას, თუ რა რჩევას აძლევდნენ მთავრობას ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები მათ მიერ მომზადებულ რებუსებით მოცულ დასკვნაში, რომელსაც პოლიტიკური ელფერი დაჰკრავდა.
|
თაია არდოტელი 08.07.2015
უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება. როგორც "რეზონანსს" ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, 12 ივლისის ჩათვლით დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
|
ელზა წიკლაური 08.07.2015
საბერძნეთის და იქ ჩარჩენილი ქართველი ემიგრანტების ბედი ისევ გაურკვეველია. ქვეყანაში კვლავ დახურულია ბანკები, ათიათასობით ქართველი კი საკუთარ ოჯახში ფულს ვერ აგზავნის. ისინი თანხის გამოგზავნას მხოლოდ მგზავრთა მომსახურების კომპანიების მეშვეობით ახერხებენ, თუმცა შეზღუდული რაოდენობით. თუ კომერციული ბანკები რამდენიმე დღეში არ გაიხსნა, ემიგრანტები, შესაძლოა, საერთოდ ხელფასისა და სამსახურის გარეშეც დარჩნენ.
|
თიკო ოსმანოვა 08.07.2015
"ძალიან დიდი გაკვირვება გამოიწვია, რომ ასეთ რეზონანსულ, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საქმეზე, როგორიც არის პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მკველობის საქმე, ექსპერიმენტის ჩატარება ხდება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას მე-4-5 მოწვევის პარლამენტის წევრი ხათუნა ხოფერია და დასძენს, რომ ნაფიცი მსაჯულების მიერ ვერდიქტის გამოტანამდე კომენტარს აღარ გააკეთებს.
|
იაგო ნაცვლიშვილი 08.07.2015
უეფას სუპერთასის ფინალის ბილეთები კვირას, დილის 9 საათიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში გაიყიდება, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. თუმცა როგორ დარეგულირდება სალაროებთან რიგი, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.
|
მარი ჩიტაია 08.07.2015
სურსათის სავალდებულო მარკირების წესების გამკაცრებას შედეგი რეალურად არ მოჰყოლია. დახლებზე იმპორტირებული პროდუქცია კვლავ ნიშანდების გარეშე იყიდება. კონტროლის გამკაცრების მიუხედავად, სურსათის უვნებლობის სააგენტო სავაჭრო ობიექტების მასობრივ შემოწმებას არ გეგმავს.
|