მარიამ აფციაური
04.07.2015

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დოქტორანტები დამატებითი სემესტრის გაძვირებას უკვე რამდენიმე თვეა აპროტესტებენ. "რეზონანსი" ამ თემით რამდენჯერმე დაინტერესდა, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ რექტორმა და აკადემიურმა საბჭომ პირდაპირ მოუწოდა ფაკულტეტს სწავლის ქირის შემცირებისკენ. მიუხედავად ამისა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, სწავლის საფასური დოქტორანტურის დამატებით სემესტრზე მაინც გაძვირდა. ამ და სხვა ფინანსურ დეტალებზე "რეზონანსს" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი რამაზ ბოჭორიშვილი ესაუბრა.

თეა ბეჟიტაშვილი
04.07.2015

 ზაფხულის პაპანაქებას უფრო მწვავედ სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანები განიცდიან. განსაკუთრებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონენი (ინფარქტი, ინსულტი, არითმია, იშემია, ანევრიზმა, გულის უკმარისობა, ჰოპერ- და ჰოპოტონია, ტახი- და ბრადიკარდია და ა.შ.), რადგან სიცხეში ეს სისტემა იძულებულია, უფრო დიდი დატვირთვით იმუშაოს, რომ სხეული გრილად შეინარჩუნოს.

მაკა ხარაზიშვილი
04.07.2015

 ივნისში ღვინის ექსპორტი გაიზარდა, თუმცა შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდს მაინც 25%-ით ჩამორჩა. მეღვინეებს რუსეთის ბაზარმა იმედი კიდევ ერთხელ გაუცრუა და ისინი სწრაფ დივერსიფიკაციაზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ. ამ დროისთვის ყველაზე პერსპექტიულ ბაზრებად აშშ და იაპონია განიხილება. გაისად კი მარკეტინგული კამპანიის დაწყება იგეგმება იაპონიაშიც.

თიკო ოსმანოვა
03.07.2015

 ქართული ლეგიონის მეთაურის, მამუკა მამულაშვილის თქმით, მისი შენაერთი ფრონტის ყველაზე ცხელ ხაზზე იბრძვის და სეპარატისტები მთავარ შეტევებს ხშირად წორედ მათ წინააღმდეგ ახორციელებენ.

ლიკა ამირაშვილი
03.07.2015

 საგამოცდო ციებ-ცხელება თანდათან აქტიურ ფაზაში შედის. აბიტურიენტებისათვის ერთ-ერთ მთავარ, ასე ვთქვათ, სტრატეგიულ გადაწყვეტილებას სასწავლო დაწესებულების არჩევა წარმოადგენს. უმაღლესი სასწავლებლის არჩევისას კი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ყოველწლიური გადასახადი.

ეკატერინე ბასილაია
03.07.2015

  თურქმენეთის ექსტრავაგანტული პრეზიდენტი გურბანგულ ბერდიმუჰამედოვი, რომელმაც აშხაბადში საკუთარ თავს მოოქროვილი ძეგლიც კი დაუდგა, 2-დღიანი ვიზიტით საქართველოს სტუმრობს. მისი მასპინძელი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია. ვიზიტის ფარგლებში ბევრ სხვა საკითხთან ერთად უმთავრესი სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ენერგეტიკის სფეროში ერთობლივი გეოსტრატეგიულ პროექტებსა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე მსჯელობა იყო.

თაკო მათეშვილი
03.07.2015

პოლიტოლოგი გია ნოდია ალექსანდრე კვიტაშვილის უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან გადადგომას არ გაუოცებია და ამბობს, რომ ამის პროგნოზირება თავიდანვე შესაძლებელი იყო.

ელზა პაპოშვილი
03.07.2015

 "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ვიქტორ დოლიძემ "რეზონანსთან" ინტერვიუში ლანჩხუთის საკრებულოს წევრის, ელგუჯა ჩხაიძის პარტიიდან გარიცხვის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ჩხაიძემ თავისი გადაწყვეტილება, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად ახალი ფრაქციის შექმნის შესახებ, სახელწოდებით "ლანჩხუთი - ევროატლანტიკური მომავლისათვის", პარტიის წევრებთან არ გაახმოვანა და დამოუკიდებლად იმოქმედა, რასაც მისი პარტიიდან გარიცხვა მოჰყვა.

სალომე სარიშვილი
03.07.2015

 დასავლეთ გერმანიის ყოფილ დედაქალაქ ბონში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 39-ე სესია გაიმართა, სადაც ქართულმა მხარემ, კერძოდ კი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ სახელმწიფოს მხრიდან ბოლო პერიოდში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და კომიტეტს ანგარიში წარუდგინა. წლევანდელ სესიაზე საუბარი იყო საფრთხის ქვეშ მყოფ მცხეთის ისტორიულ ძეგლებზე, რომელთა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დარჩენაზე კომიტეტი მომდევნო წელს იმსჯელებს, ხოლო რაც შეეხება გელათისა და ბაგრატის ტაძრებს, ამასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია ცნობილი მომდევნო დღეებში გახდება.

თეა ბეჟიტაშვილი
03.07.2015

იმ შემთხვევაში, თუ გენმოდიფიცირებული სურსათის ეტიკეტზე მითითებული არ იქნება "გმ4 - რაც გულისხმობს, რომ პროდუქტი გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს შეიცავს, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდება.

ია აბულაშვილი
03.07.2015

 "თბილისში 13-14 ივნისს დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ქალაქის მერი თონეში თავჩაკიდებულივით შრომობდა და მას მრჩეველთა საბჭოს მოწვევის დრო არ რჩებოდა. თუმცა წუხს იმაზე, რომ ბევრი საკითხი დაგროვდა მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განსახილველი. ამ უახლოეს ორ კვირაში ალბათ შედგება სხდომა და გაძლევთ პირობას, რომ მისი დღის წესრიგისა და შედეგების შესახებ პირველი თქვენს გაზეთს შევატყობინებ," - განაცხადა ქალაქის მერთან არსებული მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, მწერალმა რევაზ მიშველაძემ, რომელსაც "რეზონანსი" მრჩეველთა საბჭოს უახლოეს გეგმებზე ესაუბრა.

იაგო ნაცვლიშვილი
03.07.2015

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი სს პასუხისგებაში კიდევ ერთ საქმეზე მისცეს. ამის შესახებ ბრიფინგი მთავარ პროკურატურაში გაიმართა. მას ბრალად ედება ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძისთვის ქონების ჩამორთმევა, რომელიც ფოთის პორტთან არის დაკავშირებული.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×