იაგო ნაცვლიშვილი 01.07.2015
"კარგად გვესმის, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით ბოლომდე დაცული იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენი ქვეყანა მარტოა ამ პრობლემების წინაშე. "ისლამური სახელმწიფო" ჩრდილოეთ კავკასიაში ქმნის თავის წარმომადგენლობას, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს საერთაშორისო მიმართულებით, რომ საქართველო ამ ბრძოლაში მარტო არ იყოს.
|
აკაკი გვიმრაძე 01.07.2015
ანკარა-თბილისი
თანამედროვე ანკარა თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქი და პოლიტიკური ცენტრია, სადაც განლაგებულია ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ინსტიტუტები და ადმინისტრაციული შენობები, აგრეთვე წამყვანი პოლიტიკური პარტიების ოფისები.
|
იაგო ნაცვლიშვილი 30.06.2015
"ისლამურმა ხალიფატმა ჩამოაყალიბა თავისი ადმინისტრაციული ერთეული კავკასიაში და მისი საშუალებით ახორციელებს კონტროლს ამ ტერიტორიაზე. კონკრეტულად პანკისზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ კავკასია ნიშნავს მთელ კავკასიას და არა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიას. იატაკქვეშეთში თუ არსებობს ჯგუფი, რომელიც ემორჩილება ისლამურ ხალიფატს, გარკვეული კონტროლის განსახორციელებლად ესეც საკმარისია.
|
ელზა წიკლაური 30.06.2015
სახელმწიფო ბიუჯეტს ჩინოვნიკების შრომის ანაზღაურება 1,381 მლრდ ლარი უჯდება. თუ ამას სსიპ-ებს, სახელმწიფო შპს-ებს თუ სხვა სტრუქტურებს დავუმატებთ, რომლებიც თავისი არსით საჯარო უწყებებს მიეკუთვნებიან, ეს ხარჯი 2 მლრდ ლარსაც კი გააჭარბებს.
|
მაკა ხარაზიშვილი 30.06.2015
მომხმარებელი დღემდე ბანკებისა და საფინანსო ორგანიზაციების მსხვერპლად რჩება. ეროვნულმა ბანკმა მომხმარებლის უფლებების დაცვა დღემდე ვერ უზრუნველყო. მომხმარებელს სხვადასხვა მომსახურებაზე საკმაოდ მაღალი საკომისიო გადასახადის გადახდა უწევს, რომელიც ხშირ შემთხვევაში დამალულია. ბანკებმა 2013 წელს საკომისიოებიდან და სხვა მსგავსი მომსახურებიდან 252 მილიონი ლარი მიიღეს, 2014 წელს კი - 283 მილიონი ლარი.
|
ელზა წიკლაური 30.06.2015
საქართველოში ავტომობილების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. 2014 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 1 054 მლნ მანქანაა რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ყოველ მესამე ადამიანს მანქანა ჰყავს. სპეციალისტები ამ მაჩვენებელს საგანგაშოს უწოდებენ და ხელისუფლებას სწორი სატრანსპორტო პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებენ.
|
მარი ჩიტაია 30.06.2015
მომსახურების სფეროებსა და დიდ საწარმოებში დასაქმებულების უმრავლესობა კუთვნილი შვებულების აღებას ვერ ახერხებს. ყველაზე მეტად პრობლემას მძიმე სამუშაო პირობებში მომუშავეები აწყდებიან. საქართველოში დაახლოებით 15 ათასი ადამიანია, რომელსაც 10-დღიანი დამატებითი შვებულება ეკუთვნის, მაგრამ კერძო კომპანიებში ამ ვალდებულების შესრულებას გაურბიან.
|
მარიკა გოგოხია 30.06.2015
საქართველოში მედიკამენტები ჯერჯერობით არ გაიაფდება. როგორც ჩანს, ლარის გამყარებამ ფარმაცევტულ ბაზარზე ოდნავადაც არ იმოქმედა. ბოლო რამდენიმე კვირაა, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მყარდება, თუმცა წამლებზე ფასი უცვლელია.
|
მამუკა ნაცვალაძე 30.06.2015
სამ თვეზე ნაკლები რჩება მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპამდე, რომელსაც სექტემბერში ინგლისი უმასპინძლებს. უდიდეს სარაგბო დღესასწაულს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ხვდება საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც 2003 წლიდან მოყოლებული, ზედიზედ მეოთხედ იასპარეზებს მსოფლიო სარაგბო კოჰორტაში.
|
თეა ბეჟიტაშვილი 30.06.2015
"გამორიცხული არ არის, რომ ვერეს ხეობასა და წყნეთი-ბეთანიის გზაზე კიდევ არის აკუმულირებული მასალა, რაც საფრთხის შემცველია - იქ მეწყერი მთლიანად არ არის ჩამოსული", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის წარმომადგენელი რევაზ გეთიაშვილი.
|
თიკო ოსმანოვა 30.06.2015
ვერეს ხეობაში დატრიალებული სტიქიური უბედურებიდან ორი კვირის თავზე მზიურსა და ზოოპარკის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს - წინასწარი ინფორმაციით, ზარალი 100 მილიონ ლარს აღწევს. გარდაცვლილია 20 ადამიანი, დაკარგულია 3 და იძებნება ერთი ვეფხვი, რომელთან დაკავშირებითაც საგანგებო სიტუაციების სამსახურში მოსახლეობისგან დღე-ღამეში ათობით ზარი და ინფორმაცია შედის.
|
თაკო მათეშვილი 30.06.2015
ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობა და უვიზო რეჟიმის მიღების შანსი - სწორედ ესაა სპეციალისტთა აზრით, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან გასული ერთი წლის შედეგი.
|