სალომე სარიშვილი 26.06.2015
ახალქალაქის ციხე-ნაქალაქარი კვლავ ყურადღების მიღმაა დარჩენილი. მე-11 საუკუნის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი მოუვლელი და მიტოვებულია. ამ დროისთვის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია საქონლის სადგომადაა ქცეული, ხოლო შემორჩენილი ციხის ნაწილი და იქვე მდებარე მეჩეთი ნაგვით და ფუნითაა სავსე. ამ თემაზე "რეზონანსი" 2 კვირის წინ წერდა.
|
მაკა ხარაზიშვილი 26.06.2015
კახეთში ალოობა დაიწყო. გლეხები მოსავლიანობას არ ემდურიან, მაგრამ ამჯერად მათი პროტესტი ხორბლის ფასმა გამოიწვია. ისინი "რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავენ, რომ გადამყიდველები 1 კილოგრამ ხორბალში მხოლოდ 35-38 თეთრს სთავაზობენ.
|
მარი ჩიტაია 26.06.2015
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი ჯერ რეალურად არც არსებობს, მაგრამ საგზაო ტარიფებზე აქტიურად მსჯელობენ. მთავრობა ცდილობს, პროექტში ჩაიდოს ალტერნატიული გზის მშენებლობაც, ხოლო ქვეყნის მთავარი მაგისტრალის, რიკოთის მონაკვეთზე გადაადგილება ფასიანი გახდეს.
|
ელზა წიკლაური 26.06.2015
ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით პარლამენტში ისევ დიდი დაპირისპირებაა. კანონპროექტის ინიციატორები პოზიციის დათმობას არ აპირებენ, უმცირესობაში კი ამბობენ, რომ სებ-იდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას მხარს არ დაუჭერენ. გუშინდელ სხდომაზე მათ ერთმანეთს გარეწრებიც კი უწოდეს.
|
მარი მგალობლიშვილი 26.06.2015
მადრიდის "რეალს" კიდევ ერთი ვარსკვლავი ტოვებს, ამჟამად გუნდიდან სერხიო რამოსი მიდის. მადრიდელების ვიცე-კაპიტანს შესაძლოა კაპიტანიც, იკერ კასილასიც გაჰყვეს. თუმცა დღეისთვის უცხოური პრესა რამოსის ტრანსფერით უფრო არის დაინტერესებული.
|
ლიკა ამირაშვილი 25.06.2015
თბილისში წყალდიდობით გამოწვეული ტრაგიკული მოვლენების ფონზე, საზოგადოებაში შესაძლოა პოსტრავმულმა სტრესულმა აშლილობამ იჩინოს თავი. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ტრავმული ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში სპეციალისტებს მივმართოთ.
|
თაკო მათეშვილი 25.06.2015
ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, გერმანია - ეს ის ქვეყნებია, სადაც რუსეთისგან მომავალი პოტენციური საფრთხეების გამო ამერიკა სამხედრო ტექნიკას განათავსებს. პენტაგონის განცხადებით, ეს ნაბიჯი ნატოს რეგიონში ნებისმიერ სამხედრო კრიზისის დროს სწრაფად რეაგირებაში დაეხმარება.
|
მარიამ აფციაური 25.06.2015
თბილისელთა უმეტესობა (86%) ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისით სარგებლობს. აქედან დიდი ნაწილი (80%) საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით და კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურებით კმაყოფილია. რესპონდენტებმა "რეზონანსთან", ფინანსური შეღავათების გარდა, იმ ხარვეზებზეც ისაუბრეს, რასაც ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევით სარგებლობისას აწყდებიან. ძირითადად უკმაყოფილებას იწვევს კლინიკებში საფასო პოლიტიკა და გეგმური ოპერაციების დაფინანსებისას ლოდინი.
|
მაკა ხარაზიშვილი 25.06.2015
დონორების წყალობით სახელმწიფო ბიუჯეტი შემცირებას გადაურჩა. ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო უწყებებს მიმდინარე ხარჯს უმცირებს და ეკონომიკის გასააქტიურებლად დაზოგილ თანხას ინფრასტრუქტურულ პროექტებში გადაამისამართებს, ნაწილი კი სტიქიისგან მიყენებული ზარალის სალიკვიდაციოდ დაიხარჯება. შეიძლება ითქვას, ამ მხრივ საჭირო თანხა მთავრობას მოძიებული აქვს.
|
მაკა ხარაზიშვილი 25.06.2015
დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი 800-მდე ჩინოვნიკისთვის პრემიის მიღების შეზღუდვის ინიციატივით გამოდის. პრემიის გაცემის დარეგულირების წესი სახელმწიფომ დიდი ხანია შეიმუშავა, თუმცა პრობლემა ის არის, რომ მოხელეებმა გამოსავალი სახელფასო დანამატის სახით მოძებნეს. შესაბამისად, პრემიების მოცულობას უკვე სახელფასო დანამატების მოცულობა აჭარბებს. ამიტომაც ქუცნაშვილს თავის ინიციატივაში შესწორების შეტანა მოუწევს.
|
მარი მგალობლიშვილი 25.06.2015
აზერბაიჯანული "ინტერის" ქართველმა ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა "აზერტსპორტს" თავისი პირველი შთაბეჭდილებები გაუზიარა.
|
თაია არდოტელი 25.06.2015
"ამ სტიქიას წყალსადენი სისტემების ნგრევა და დაზიანება არ გამოუწვევია, ამიტომ სასმელი წყალი სრულიად შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს და მოქალაქეებისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა", - განუცხადა "რეზონანსს" სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის მცენარეული საკვებისა და წყლის ხარისხის სამმართველოს უფროსმა მაია გორდაძემ, დედაქალაქში სასმელი წყლის ხარისხის შეფასებისას.
|