თაია არდოტელი 29.06.2015
უსწორმასწოროდ და არასრულად დაგებული ასფალტის საფარი აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრები მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი გახდა. გარდა ამისა, ადგილობრივები ვერ გარკვეულან, დაასრულა თუ არა მერიამ უკვე მუშაობა და თუ დაასრულა, რატომ დატოვეს ტროტუარი ასეთ მდგომარეობაში.
|
თაია არდოტელი 29.06.2015
გადათხრილი გზა, გადახდილი ჭები, უპატრონოდ მიტოვებული სამუშაოები - ასე აფასებს ერთ-ერთი მოქალაქე ვაკის პარკში არსებულ მდგომარეობას და იქ გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელ "ფეისბუკშიც" ავრცელებს.
|
თაია არდოტელი 29.06.2015
დაზიანებული შესასვლელი, ჩამოვარდნილი ჭერი, წვიმის დროს ჩამოსული წყალი და გუბეები - ასეთი ვითარებაა თბილისში, "წერეთლის" მეტროს შესასვლელში.
|
სალომე სარიშვილი 29.06.2015
30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი "ჯიემ ფესტი" (Georgian Electronic Music Festival) ჩატარდება. ფესტივალი ზღვის სანაპიროზე შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე გაიმართება და მასში მონაწილეობას მსოფლიოში ცნობილი დიჯეები მიიღებენ. ორგანიზატორების განცხადებით, "ჯიემ ფესტი" ქართული ელემენტებითაც იქნება გამდიდრებული, ხოლო მასზე დასწრება ხელმისაწვდომი იქნება როგორც ქართველი მსურველებისთვის, ისე ტურისტებისთვისაც. ფესტივალზე დასასწრები ბილეთები ელექტრონულად უკვე იყიდება, ფასები კი სერვისის მიხედვით სხვადასხვაგვარია.
|
თიკო ოსმანოვა 27.06.2015
საქართველო-რუსეთის საზღვრებზე ტვირთის ბრუნვის მინიტორინგთან დაკავშირებით რუსეთის საბოლოო პასუხი შესაძლოა ორიოდე კვირაში გახდეს ცნობილი. შეგახსენებთ, რომ 2011 წელს გაფორმებული ქართულ-რუსული შეთანხმებით, მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან ნეიტრალური დამკვირვებლები უნდა განთავსდნენ, რომლებიც საზღვარზე ტვირთის მოძრაობას დააკვირდებიან.
|
ეკატერინე ბასილაია 27.06.2015
ვერეს ხეობის ტრაგედიიდან 2 კვირის თავზე გარკვეულ ბიზნეს წრეებში ახალი იდეა გაჩნდა - ხეობაში "ქართული მანჰეტენი" უნდა გაშენდეს თავისი მრავალსართულიანი კორუსებით, ბიზნესცენტრებით, სასტუმროებითა და პარკით.
|
თაკო მათეშვილი 27.06.2015
"ეს მისი ერთადერთი უფლებაა," - ამბობას ანალიტიკოსი, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოსალოდნელ ვეტოზე საუბრისას, რომელიც რიგით მესამე იქნება.
|
თეა ბეჟიტაშვილი 27.06.2015
პარტია ან საარჩევნო ბლოკი, რომელიც პარტიულ სიაში გენდერულ თანასწორობას დაიცავს და პოლიტიკოსი ქალების რაოდენობას გაზრდის, შეიძლება ფინანსურად წახალისდეს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდეს. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და "მოქალაქეთა გაერთიანების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.
|
ლიკა ამირაშვილი 27.06.2015
საგამოცდო ციებ-ცხელება თანდათან აქტიურ ფაზაში შედის. 2 ივლისს აბიტურიენტები პირველ გამოცდას ჩააბარებენ. წინა წელთან შედარებით, წელს როგორც აბიტურიენტების, ასევე მაგისტრანტების რაოდენობა გაზრდილია.
|
ელზა პაპოშვილი 27.06.2015
გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 17 წლის მოზარდმა თორნიკე მ.-მა თავი მოიკლა. როგორც მისი მეგობრები "რეზონანსთან" საუბარში ყვებიან, ახალგაზრდა საკამოდ გაწონასწორებული, ჭკვიანი და შრომისმოყვარე ადამიანი იყო. ის გორის ბაზარში მამასთან ერთად მაღაზიაში მუშაობდა, სადაც სხვადასხვა სახის პროდუქტებს ყიდდნენ.
|
ია აბულაშვილი 27.06.2015
გუშინ მოსკოვში 86 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ევგენი პრიმაკოვი. წლების მანძილზე იგი იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, ხოლო 1998-99 წლებში - რუსეთის პრემიერ-მინისტრი. ევგენი პრიმაკოვი დაიბადა კიევში, ბავშვობა და ახალგაზრდობის წლები კი თბილისში გაატარა. იყო თბილისის საპატიო მოქალაქე.
|
მარი ჩიტაია 27.06.2015
მსოფლიო ბაზარზე ნავთობი იაფდება, ლარის კურსიც მყარდება, მაგრამ საქართველოში ჯერ ფასის დაკლებაზე არავინ ფიქრობს. ამჟამად კომპანიები დაახლოებით 35-თეთრიანი მარჟით მუშაობენ, მაგრამ ლარის კურსისა და სააერთაშორისო ბაზრის ტენდენციებს თუ გავითვალისწინებთ, მოგების წილი დღე-დღეზე კიდევ უფრო გაიზრდება.
|