მარი მგალობლიშვილი
03.07.2015

 "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი უიენ რუნი გასული სეზონით კმაყოფილია, თუმცა გული წყდება რომ ინგლისის თასი ვერ მოიგო. "ჩავარდნა იქნებოდა ჩემპიონთა ლიგაზე ვერმოხვედრა, მაგრამ დავბრუნდით იქ, სადაც ჩვენი ადგილია" - განაცხადა რუნიმ "იუნაიტედის" ოფიციალურ ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მარი ჩიტაია
03.07.2015

 მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება ტანსაცმლის ბიზნესს აშკარად დაეტყო. მომხმარებელი მეტ-ნაკლებად შეინარჩუნა მაღაზიების საშუალო და წვრილმა სეგმენტმა, ხოლო მეორადი ტანსაცმლის ბაზარი საგრძნობლად გააქტიურდა.

მარიამ აფციაური
03.07.2015

 ეკონომიკური, იურიდიული, ფსიქოლოგია და ჟურნალისტიკა - ეს ის სპეციალობებია, რაც ბოლო 5-7 წელია აბიტურიენტებში ყველაზე მოთხოვნადია. დაახლოებით იგივე ტენდენცია არის სამაგისტრო ფაკულტეტების არჩევის შემთხვევაშიც. ბოლო წლებში ადრე ნაკლებად მოთხოვნადი პროფესიების მიმართაც გაიზარდა ინტერესი. ეს მიმართულებებია: აგრარული, სინჟინრო და საბუნებისმეტყველო (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია).

მაკა ხარაზიშვილი
03.07.2015

 ხუდონჰესთან დაკავშირებით კომპანია "ტრანს ელექტრიკასთან" გაფორმებულ მემორანდუმში ცვლილებები შევა. სპეციალისტების ნაწილის ამბობს, რომ ესაა კომპანია, რომელმაც მრავალი წლის განმავლობაში სახელმწიფოს წინაშე აღებული ვერც ერთი პირობა ვერ შეასრულა. შესაბამისად, მასთან ურთიერთობა საერთოდ უნდა გაწყდეს.

თაკო მათეშვილი
02.07.2015

 ასოცირებით გათვალისწინებული რეფორმების დიდი ნაწილი 3-4 წელიწადში დასრულდება, 5 წელიწადში კი საქართველო უფრო ევროპული იქნება, ვიდრე დღესაა, ამბობს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებელზე საუბრისას და დასძენს, რომ "არასწორი მოლოდინი" იმედგაცრუების მთავარი მიზეზია.

იაგო ნაცვლიშვილი
02.07.2015

 სუპერთასის ფინალური მატჩის ბილეთების გაყიდვისას არსებულ ტექნიკურ გაუმართაობაზე პასუხისმგებლობას ბილეთები.გე მთლიანად საკუთარ თავზე იღებს, - ამის შესახებ საიტის ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ჩხიკვიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.

ეკატერინე ბასილაია
02.07.2015

 უკრაინაში ე.წ. ქართველი "ნაციონალ-რეფორმატორების" წარმატების მიმართ არსებულმა მითებმა 7 თვეში რყევა დაიწყო - სუსტი რგოლი ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი აღმოჩნდა. მას გადადგომისაკენ პარლამენტარების შემდეგ თვით გუნდის ლიდერმა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მრჩეველმა მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა და მიზეზად ნაკლებად აგრესიულობის გამო რეფორმების ვერგატარება დაასახელა.

თაია არდოტელი
02.07.2015

 დევნილების გაყალბებული საბუთები, სახელმწიფოსგან კანონდარღვევით მიღებული ერთჯერადი კომპენსაცია თუ საცხოვრებელი ფართი - ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო 79 მოქალაქის საქმეს შემდეგი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაუგზავნის. ამ საქმის დეტალებზე ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა "რეზონანსსთან" ისაუბრა.

თიკო ოსმანოვა
02.07.2015

შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ უწყებად ჩამოყალიბება დასკვნით ფაზაში შედის. გომელაურის უწყებას უსაფრთხოების სამსახური უახლოეს კვირაში გამოეყოფა, რომლის ხელმძღვანელსაც პარლამენტი 6 წლის ვადით აგვისტომდე აირჩევს.

მარიამ აფციაური
02.07.2015

 საქართველოს შავიზღვისპირეთში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია შესული. ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად, ბათუმში სასტუმროების, კვების ობიექტების განთავსება მიმდინარეობს. როგორც "რეზონანსს" აჭარის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში განუცხადეს, ბათუმს წლევანდელ სეზონზე 819 სასტუმრო ნომერი შეემატება, რაც დამატებით 1700-მდე განთავსების ადგილს მოიცავს. სამაგიეროდ, ამ მხრივ რთული ვითარებაა მაღალმთიან აჭარაში. ადგილობრივებს გზის, წყლის, ნაგვის ურნების არარსებობის, გაზის პრობლემა აწუხებთ, იგივე ვითარებაა ურეკში და ანაკლიაშიც.

მარი ჩიტაია
02.07.2015

 დასავლეთ საქართველოში შემოდგომისთვის პირველად სიმინდის ზეთის ქარხანა ამუშავდება. ადგილობრივმა საწარმომ სიმინდის წარმოებას უნდა შეუწყოს ხელი. კომპანიის მფლობელები პირობას დებენ, რომ ქარხანას ადგილობრივი პროდუქტით მოამარაგებენ.

მაკა ხარაზიშვილი
02.07.2015

 საბერძნეთის ბედი ისევ გაურკვეველია. ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი თანახმაა კრედიტორების მოთხოვნები შეასრულოს, თუმცა საბოლოო ვერდიქტი მაინც 5 ივლისის რეფერენდუმის შემდეგ გახდება ცნობილი. ამასთანავე, დეფოლტის წინაშე მდგომი საბერძნეთი საფინანსო ორგანიზაციებს 29 მილიარდი ევროს დახმარებას სთხოვს. გარდა ამისა, ციპრასს როგორც ჩანს, დიდად არ აღელვებს გარიცხავენ თუ არა საბერძნეთს ევროკავშირიდან.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×