იაგო ნაცვლიშვილი
06.07.2015

შემოდგომით ევროსაბჭოს ასამბლეა მორიგი რეზოლუციის მიღებას გეგმავს, რომელშიც წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებაზეა საუბარი. დოკუმენტში ჩანაწერი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებზეც არის, თუმცა შესაძლოა რეზოლუციის ტექსტმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადოს.

ია აბულაშვილი
06.07.2015

 დღევანდელ სტატიაში გვინდა მკითხველს გავაცნოთ, ცნობილი ქართველი მეცნიერის გურამ შარაძის მიერ წლების წინ აღმოჩენილი რამდენიმე უცნობი წერილი, რომელიც გრიგოლ დიასამიძის არქივში იყო დაცული.

ეკატერინე ბასილაია
04.07.2015

 დარჩება თუ არა საბერძნეთი ევროზონაში - ეს საკითხი ბერძნებმა ხვალ, 5 ივლისს რეფერენდუმზე უნდა გადაწყვიტონ. რეფერენდუმს ევროპა ერთგვარი შიშით უყურებს, რადგან დარჩენა-არდარჩენით არა მარტო საბერძნეთის ბედი წყდება, არამედ ევროკავშირის პრესტიჟიც უნდა გადარჩეს.

თეა ბეჟიტაშვილი
04.07.2015

არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობა, ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა - ასეთია საქართველოში ბავშვთა უფლებების მდგომარეობა სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით.

იაგო ნაცვლიშვილი
04.07.2015

 13 ივნისის ღამეს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურება პოლიტიკურ ძალების რეიტინგებზე გარკვეულ გავლენას იქონიებს, - ასეთია სოციოლოგების აზრი პოლიტიკურ რეიტინგებთან დაკავშირებით. მათი აზრით, ამ მხრივ ისევ "ქართული ოცნება" ლიდერობს, მეორე ადგილზე კი კვლავ "ნაციონალური მოძრაობაა". სოციოლოგები თანხმდებიან იმაზეც, რომ კატასტროფის დროს აშკარად გაიზარდა ვიცე-პრემიერ კახა კალაძის პიროვნული რეიტინგი.

ელზა პაპოშვილი
04.07.2015

 გუშინ კიდევ ერთი თავდასმა მოხდა სასწრაფო დახმარების ბრიგადაზე. ეს უკვე წელს მესამე მსგავსი ინციდენტია თბილისში. როგორც სასწრაფო სამსახურში აცხადებენ, ბრიგადებზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის შემთხვევების მთავარი მიზეზი დაგვიანებაა, რასაც იმ გარემოებას უკავშირებენ, რომ სასწრაფოს მანქანებს მძღოლები გზას არ უთმობენ. ამიტომ, მოითხოვენ ასეთი მძღოლების, ისევე როგორც საკუთრივ თავდამსხმელების, კანონისმიერ დასჯას.

სალომე სარიშვილი
04.07.2015

 ლეჩხუმში, ხვამლის მთაზე არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აქამდე უცნობ ძეგლებს მიაკვლია. 12 აღმოჩენილი ძეგლიდან არქეოლოგების ჯგუფმა ერთ-ერთი მათგანი გათხარა, რომელიც სავარაუდოდ წინარე და გვიან ანტიკური პერიოდის რომაული ნამოსახლარია. აღსანიშნავია, რომ ხვამლის მთაზე ასეთი სამუშაო ამ დრომდე არ ჩატარებულა. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ მთა კიდევ ბევრ საიდუმლოს ინახავს.

თაია არდოტელი
04.07.2015

2008 წლის ომის შემდეგ დევნილები შიდა ქართლის სხვადასხვა ახლადაშენებულ დასახლებებში დიდი ზარ-ზეიმით შეასახლეს. დღეს ამ სახლების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე საცხოვრებლად გამოუსადეგარია, რადგან თავის დროზე უხარისხოდ აშენდა.

თიკო ოსმანოვა
04.07.2015

"მთიანი ტერიტორიების ეკოლოგიური უსაფრთხოება, გლობალური კლიმატური ცვლილებები და მათი გავლენა კავკასიის მთიან ტერიტორიებზე", - ამ საკითხებზე გუშინ სასატუმრო "ძველ თბილისში" რუსულ-ქართულ რიგით მესამე ფორუმზე, ორი ქვეყნის არასამთავრობოებმა იმსჯელეს. შეხვედრაზე მხარეებმა დეკლარაციაც შეიმუშავეს და პარიზის სამიტზე გააგზავნეს.

მარი მგალობლიშვილი
04.07.2015

 ქართული კლუბები ევროსარბიელში ჩაებნენ და მათთვის სტარტიც წარმატებული აღმოჩნდა. ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო მატჩის პირველ შეხვედრაში იმარჯვეს თბილისისა და ბათუმის "დინამოებმა", ხოლო "ცხინვალმა" ფრე ითამაშა.

მარი ჩიტაია
04.07.2015

 მუნიციპალური საბავშვო ბაღების მიღმა წელსაც ათასობით ბავშვი დარჩება. ამ დროისთვის ადგილები უმეტეს დაწესებულებებში შევსებულია. მშობლებს რეგისტრაცია ყველაზე მეტად 4-6-წლიან ჯგუფებში უჭირთ, ხოლო 2-3-წლიან ჯგუფებში ადგილები მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია. მიუხედავად იმისა, რომ თბილისს წელს 4 ახალი საბავშვო ბაღი შეემატა, ამით პრობლემას სიმწვავე არ მოკლებია.

მაკა ხარაზიშვილი
04.07.2015

საბერძნეთიდან ფულადი გზავნილები ისევ შეჩერებულია, არადა იგი სწორედ ამ კომპონენტის მიხედვით ნომერ მეორე ქვეყანაა საქართველოსთვის. საბერძნეთში მყოფი ქართველი ემიგრანტები წელიწადში დაახლოებით 200 მილიონ დოლარამდე რიცხავდნენ. "რეზონანსი" დაინტერესდა რამდენად არის საშიშროება, რომ საბერძნეთის კრიზისმა ისედაც გაუფასურებულ ლარზე უფრო მეტი გავლენა მოახდინოს. უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება ამ რამდენიმე კვირის წინათ ეროვნული ვალუტის დევალვაციის ერთ-ერთი მთავარ ფაქტორად სახელდებოდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×