ლიკა ამირაშვილი
10.07.2015

სახალხო დამცველის აპარატი ბავშვთა სექსუალური ძალადობის აღმოსაფხვრელად მთავრობას შესაბამისი ქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციიდან ვგებულობთ, 2014-2015 წლების განმავლობაში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტები მკვეთრად გახშირდა. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძლადობის ფაქტების გამოვლენა შემაშფოთებელია, ამიტომ პრევენციის მიზნით სახელმწიფომ შესაბამისი ზომები უნდა გაატაროს.

მარი მგალობლიშვილი
09.07.2015

 ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკთან" ერთად ახალი სეზონისთვის სერბეთში ემზადება. ამის მიუხედავად 22 წლის ფეხბურთელმა გამონახა დრო და რუსულ გამომცემლობა "სოვეტსკი სპორტს" ინეტრვიუ მისცა, სადაც ის საუბრობს საქართველოს ნაკრებზე, ფრენის შიშზე, სიმღერა "სულიკოზე" და კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე.

იაგო ნაცვლიშვილი
09.07.2015

 "თუ საბერძნეთი დარჩება ევროზონაში და აპატიებენ ვალს, მაშინ ევროპის ეკონომიკა დაღუპულია. თუ გააგდებენ, გამოდის რომ იშლება ჯერ ევროზონა და შემდეგ უკვე ევროკავშირი. ამას მიაღწია ორივე მხარემ ამ უგუნური პოლიტიკით", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "ტრადიციონალისტების" ლიდერი აკაკი ასათიანი.

თაკო მათეშვილი
09.07.2015

 სიახლე, რომელიც საქართველოსათვის ერთდროულად დადებითი შედეგის მომტანიცაა და უარყოფითისაც - ასე აფასებენ სპეციალისტები საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნას, რაც უახლოეს მომავალში მოხდება.

იაგო ნაცვლიშვილი
09.07.2015

 "საბერძნეთში რაც ხდება, ეს არ არის ცალსახად შესაფასებელი საკითხი, რომ ან ძალიან ცუდი რაღაცა ხდება, ან კარგი. საბერძნეთმა საკმაოდ მძიმე პერიოდი გაიარა იმის მიუხედავად, რომ ქვეყანა ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოა.

თიკო ოსმანოვა
09.07.2015

 გაათავისუფლეს ანქვაბის და ბაღაფშის დროს დანიშნული გამგებლები. ახალი დე-ფაქტო მთავრობის წევრები კი მოსახლეობას ყველანაირად ავიწროებენ, ადგილობრივების ინფორმაციით, იგეგმება მიწის და ელექტროენერგიის გადასახადის გაზრდაც, რაც რაიონში სოციალურ პრობლემებს გააუარესებს.

ელზა პაპოშვილი
09.07.2015

 სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ავარიის შემთხვევები გახშირდა. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, კვლევით დადგინდა, რომ გასულ წელს ავტოკატასტროფას 511 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 8 536 დაშავდა, რაც სხვა წლებთან შედარებით საგანგაშო მაჩვენებელია.

სალომე სარიშვილი
09.07.2015

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ახლა უკვე ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის წინადადება - თბილისში 13 ივნისს სტიქიით დაზარალებული ბავშვები მთელი თვით ოდესაში დაასვენოს, კვლავ ძალაშია, თუმცა დედაქალაქის მერიას ამ ინიციატივასთან დაკავშირებით გარკვეული შეკითხვები აქვს. მერიაში აცხადებენ, რომ უკრაინის საელჩოს ამ მოთხოვნებით წერილობით უკვე მიმართეს, პასუხის შემდეგ კი დაზარალებულ ოჯახებთან უშუალო კონსულტაცია დაიწყება.

ელზა წიკლაური
09.07.2015

 თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესი ისევ დაუძლეველი პრობლემების ფონზე მიმდინარეობს. გარდა იმისა, რომ წელსაც ათასობით ბავშვი ბაგა-ბაღის მიღმა რჩება, ახალმა თავსატეხმა იჩინა თავი. ეს გახლავთ გაუმართავი ელექტრონული სისტემა. მშობლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაციისას ვებ-გვერდზე ყველა მონაცემი ზუსტად შეიყვანეს, სისტემა "შეცდომას" აფიქსირებდა და უთითებდა სწორად ჩაეწერათ ბავშვის ასაკი ან პირადობის ნომერი.

მაკა ხარაზიშვილი
09.07.2015

საქართველოს სატრანზიტო დერეფანი თანდათანობით ხიბლს კარგავს. ქვეყანაში ტვირთბრუნვა ყველა მიმართულებით შემცირდა - რკინიგზა, პორტები, ავიაცია. სპეციალისტების განცხადებით, ამ პროცესში საკმაო "დიდი წვლილი" ნავთობის გადაზიდვების შემცირებას მიუძღვის, ვინაიდან მენავთობეები ბევრად იაფ სატრანსპორტო წყაროს - მილსადენებს - ირჩევენ, რკინიგზა და პორტები კი ამ ტვირთს ყოველწლიურად კარგავს.

თეა ბეჟიტაშვილი
09.07.2015

 "საქართველოს ბაზარზე 200 ათასზე მეტი კომერციული სეთ-თოფ ბოქსია შემოტანილი, თუმცა კონკრეტულად რამდენია გაყიდული, ამის სტატისტიკა არ არსებობს, რადგან სახელმწიფო კერძო სექტორში არ ერევა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს თავმჯდომარე ნინო ქუბინიძე ქვეყნის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

მაკა ხარაზიშვილი
09.07.2015

 წელს საქართველოში ხორბლის რეკორდულ მოსავალს ელოდებიან. კახეთში ალოობა მალე დასრულდება და კომბაინები სამცხე-ჯავახეთისკენ გადაინაცვლებენ. გლეხები ამბობენ, რომ ერთ ჰექტარ ყანაში 3,5-5 ტონა ხორბლის მოსავალი მოვიდა. გლეხებს ახლა მხოლოდ მზესუმზირას მოსავალი ადარდებთ. შარშან, გვალვის გამო, მზესუმზირის პლანტაციებს კელაპტარა მოედო და მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. კელაპტარა წელსაც გამოჩნდა, თუმცა მასობრივად არა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×