თაკო მათეშვილი
15.07.2015

 ზურაბ ჟვანიას საქმის განხილვა ხმაურით მიმდინარეობს. სასამართლო სხდომებზე როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხრიდან სკანდალური განცხადებები კეთდება. პრემიერის დაცვის წევრების განცხადებას იმის თაობაზე, რომ მათ ჟვანია უსუპოვთან ერთად შიშვლები იპოვეს, გარდაცვლილის მეუღლემ გუშინდელ სხდომაზე სიცრუე უწოდა და ამის დასადასტურებლად არგუმენტებიც მოიშველია.

ია აბულაშვილი
15.07.2015

"ახალი ხელისუფლება ახალ გზას ვერ პოულობს, თითქმის ინერციით მიდის 9-წლიანი ჯოჯოხეთის პოლიტიკური გამოცდილების გზა-შარაზე. არ იცვლება მიდგომები, არ ხდება ქართული ღირებულებების პოპულარიზაცია, არ მუშავდება ქართული იდეოლოგია, რომელზეც ქართული სახელმწიფო უნდა აშენდეს," - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა "ახალი რეალობისთვის" თავმჯდომარემ, მწერალმა მერაბ შათირიშვილმა, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

სალომე სარიშვილი
15.07.2015

სუპერთასის ბილეთების ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი არ ცხრება. ფეხბურთის ფედერაციისგან მატჩზე დასასწრები ბილეთები თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებამ მოითხოვა. არაოფიციალური მონაცემებით, ამ რაოდენობამ ჯამში 2,6 ათასს მიაღწია.

მარი ჩიტაია
15.07.2015

აფხაზეთში ქართული პროდუქტი ძალიან ძვირად იყიდება. გალში ფასთა შორის სხვაობა 100%-ის ფაგლებშია, მაგრამ სხვა ქალაქებში მკვეთრად მატულობს. რეგიონში ყველაზე მაღალი ფასი სოხუმშია. იქ ზუგდიდიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან შეტანილი სურსათ-სანოვაგე 300%-ით ძვირი ღირს.

ელზა წიკლაური
14.07.2015

 საქართველოში 20 ათასზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. 3,7-მილიონიან ქვეყანაში ასეთი რაოდენობით არასამთავრობოების არსებობა ხშირად გამხდარა კრიტიკის ობიექტი, თუმცა მათი შექმნა არც ადრე და არც ახლა არ შეჩერებულა. მეტიც, თითქმის ყოველთვიურად რამდენიმე ახალი ა/ო-ს ფუძნდება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მარტო 2015 წლის 6 თვეში 752 არაკომერციული იურიდიული პირი დარეგისტრირდა.

თაკო მათეშვილი
14.07.2015

 ბაქო-სუფსის მილსადენის ბედი რუსეთის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ქართველი პოლიტოლოგები ახლა იმასღა იმედოვნებენ, რომ რუსეთი მის დაზიანებას არ მოისურვებს. თუმცა ამის გარანტია არ არსებობს. იმ შემთხვევაში კი, თუ მათი იმედი არ გამართლდა, ამბობენ, რომ მილსადენის უსაფრთხოების დაცვა, რაც საქართველოს ხელისუფლებას ევალება, ვერ მოხერხდება.

იაგო ნაცვლიშვილი
14.07.2015

 "ძალიან ცუდია, რომ რუსები აგრძელებენ იმ პოლიტიკას, რაც მიზნად ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას ისახავს. ჩვენი ერთადერთი ინსტრუმენტი საერთაშორისო თანამეგობრობასთან აპელირებაა. როგორც ჩანს, ჩვენი ნაბიჯები ამ მიმართულებით უფრო აქტიური და მომთხოვნი უნდა გახდეს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი.

თაია არდოტელი
14.07.2015

 საერთაშორისო კრედიტორების მხრიდან საბერძნეთს კრიზისის დასაძლევად 86 მილიარდი ევრო დამატებით გამოეყოფა - ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროზონის ლიდერებმა საბერძნეთის დასახმარებლად 3 წლით კიდევ ერთი კრედიტის გამოყოფა გადაწყვიტეს.

მარი მგალობლიშვილი
14.07.2015

 მადრიდის "რეალს" კიდევ ერთი ლეგენდა გამოაკლდა - "სამეფო კლუბი" გუნდის კაპიტანმა იკერ კასილასმა დატოვა. გამოცდილი მეკარე კარიერას "პორტოში" გააგრძელებს.

მაკა ხარაზიშვილი
14.07.2015

თურქმენეთსა და საქართველოს შორის შეიძლება მტკიცე ენერგეტიკული ძაფი გაიბას. შუა აზიური ქვეყანა დიდი ხანია ალტერნატიული წყაროს ძიებაშია და სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ევროპა თურქმენული გაზის "წამოსაღებად" ახლა მაინც მიიღებს რეალურ გადაწყვეტილებას. ახალ მარშრუტში საქართველო ერთ-ერთი მთავარი საკვანძო ქვეყანაა.

ელზა წიკლაური
14.07.2015

 საქართველოსა თუ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში არსებული კრიზისის გამო, ქართველი ემიგრანტების ნაწილი გერმანიაში, ნაწილი თურქეთსა და იტალიაში გადავიდნენ. ისინი გერმანიაში სოციალური სტატუსის მიღების სურვილით ჩავიდნენ, იტალიასა და თურქეთში კი - ახალი სამსახურის საძიებლად. ნაწილს გაუმართლა, ნაწილი კი კვლავ ბედის ანაბარადაა დარჩენილი.

თიკო ოსმანოვა
14.07.2015

 "ფაქტია, ვიღაცა უბილეთოდ მაინც დარჩებოდა. სტადიონი ასი ათას კაციანიც რომ ყოფილიყო, მაინც ვერ მოხდებოდა ყველა გულშემატკივრის დაკმაყოფილება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ფეხბურთის ფედერაციის მედიაოფიცერი ეკა ელოშვილი და განმარტავს, რომ სტუმრებისთვის დასაპატიჟებელი ბილეთები ცალკეა გამოყოფილი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×