მარი ჩიტაია 17.07.2015
საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესება სოფლის მეურნეობის პროდუქციის მნიშვნელოვან ნაწილს დააზიანებს. ამ მხრივ საფრთხე განსაკუთრებით მარცვლოვან კულტურას ემუქრება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ჯერჯერობით საფრთხე არ არის მასშტაბური და არც იმ დონის, რომ დარგი მნიშვნელოვნად დაზარალდეს.
|
ელზა წიკლაური 17.07.2015
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყებიდან ორი წლის თავზე სახელმწიფო პროგრამით უკვე 1 397 163 შემთხვევა დაფინანსდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულებებში დღეში, საშუალოდ, 2000-ზე მეტი ბენეფიციარის მომსახურება უხდებათ. სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა განსაკუთრებით ბოლო თვეებში გაიზარდა. ჯანდაცვის სამინისტროში ამას მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდით ხსნიან და ამბობენ, რომ დღემდე დაფინანსებასთან დაკავშირებით პრობლემები არ ყოფილა.
|
მარი ჩიტაია 17.07.2015
სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის შეგროვილი თანხის რაოდენობამ 24 მილიონ ლარს გადააჭარბა. აქედან 10 მლნ ლარზე მეტი ფონდმა "ქართუმ" გადარიცხა, რაც დაზარალებული ოჯახების დახმარებას მოხმარდება. დედაქალაქისთვის მიყენებული ზარალის საერთო ოდენობამ კი 200 მლნ ლარს გადააჭარბა.
|
ელზა წიკლაური 17.07.2015
საბანკო ზედამხედველობის სამსახური დამოუკიდებელ სტრუქტურად ძალიან მალე ჩამოყალიბდება. გუშინ პარლამენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები გათვალისწინებულია.
|
მარი მგალობლიშვილი 17.07.2015
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალურად წარადგინა ბასტიან შვაინშტაიგერი - გერმანელმა "წითელ ეშმაკებთან" სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
|
თაკო მათეშვილი 17.07.2015
რუსეთი და "ისლამური სახელმწიფო," - პოლიტოლოგების აზრით, სამყაროს ამ ორი უდიდესი გამოწვევის გამო იწყებს ნატო ბოლო ცამეტი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს. ამბობენ, რომ მათგან წამოსული საფრთხე აბსოლუტურად რეალური და ხელშესახებია და ეს უკვე დასავლეთმაც დაინახა.
|
იაგო ნაცვლიშვილი 16.07.2015
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მოსკოვიდან მნიშვნელოვანი გზავნილებით ჩამოვიდა. ამბობს, რომ რუსეთი მზადაა, ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე ჩვენს ხელისუფლებას ესაუბროს. ახლა ბურჯანაძე პასუხს ქართული მხარისგან ელოდება.
|
სალომე სარიშვილი 16.07.2015
"ქართულ-რუსული ფორუმის" დამფუძნებელი, უფლებადამცველი რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადიდან თემურ ქობალია აცხადებს, რომ რუსეთში დარეგისტრირებული მისი არასამთავრობო ორგანიზაცია წნეხის ქვეშაა იმის გამო, რომ რუსეთის ხელისუფლება "ფორუმს" მისი პროტეჟე ორგანიზაციების კონკურენტად მიიჩნევს.
|
ეკატერინე ბასილაია 16.07.2015
მცოცავი ოკუპაციის ფონზე გაძლიერებული კრიტიკის მიუხედავად, გუშინ პრაღაში აბაშიძე-კარასინის მორიგი 3-საათიანი შეხვედრა მაინც შედგა. "ამ შეხვედრებზე რამდენჯერმე ითქვა, რომ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი დამთავრებულია," - განაცხადა მისი დასრულების შემდეგ ზურაბ აბაშიძემ.
|
ელზა პაპოშვილი 16.07.2015
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე "რეზონანსთან" საუბრისას რუსეთის მხრიდან მცოცავი ანექსიის მორიგ გამოვლინებაზე საუბრობს. მისი თქმით, რუსეთს ამ ქმედებით საქართველოს საერთაშორისო ფუნქციის დაკნინება სურს და ცდილობს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მეშვეობით საერთაშორისო სუბიექტად წარმოაჩინოს.
|
მარი ჩიტაია 16.07.2015
კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიები "კონკურენციის შესახებ" კანონის დარღვევაში დაადანაშაულა და დააჯარიმა კიდეც. კომპანიების ხელმძღვანელებს უწყების ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ მიუღიათ. კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება მათთვის გუშინ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. მას შემდეგ, რაც არსებული დოკუმენტების სარეზოლუციო ნაწილს გაეცნობიან, ნავთობკომპანიები სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.
|
თაკო მათეშვილი 16.07.2015
მიხეილ სააკაშვილი (599 ათასი), ირაკლი ღარიბაშვილი (242 ათასი), კახი კალაძე (214 ათასი) - ასე გამოიყურება პოლიტიკოსთა რეიტინგი ფეისბუქში მათი ოფიციალური გვერდების მოწონების მიხედვით. საქართველოს პრეზიდენტი ამ სიაში მხოლოდ მეოთხე ადგილზეა 178 ათასი "ლაიქით". მეხუთეზე კი ნინო ბურჯანაძეა, რომლის პროფილი ფეისბუქზე 108 ათასამდე ადამიანს მოსწონს.
|