ელზა წიკლაური
21.07.2015

 საქართველოს სატრანზიტო დერეფანი თანდათანობით ხიბლს კარგავს. ქვეყანაში ტვირთბრუნვა ყველა მიმართულებით შემცირდა - რკინიგზა, პორტები, ავიაცია. ამ ვითარებაში ახალი, ანაკლიის პორტის მშენებლობას ეკონომისტები სკეპტიკურად უყურებენ და აცხადებენ, რომ მისი ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ ტვირთები დანაწევრდება, რაც ქვეყანაში არსებულ პორტებს არარენტაბელურს გახდის.

ელზა წიკლაური
21.07.2015

 ეროვნული ბანკი ახალი მეთოდით ცდილობს ლარის კურსზე გავლენა მოახდინოს. სებ-ი ბოლო რამდენიმე კვირაა ერთდღიან რეფინანსირების სესხებს ინტენსიურად გასცემს. მარტო 15 ივლისს 1 მლრდ 120 მლნ ლარის რეფინანსირების სესხი გაიცა. აქედან, 700 მლნ აუქციონის სესხი იყო, 80 მლნ - მუდმივმოქმედი, ხოლო 340 მლნ კი - ერთდღიანი. ასეთივე ერთდღიანი სესხი გასცა სებ-მა 14 ივლისსაც (75 მლნ ლარის მოცულობის). შედეგად, ძლივს ცოტათი გამყარებული ლარი იმ დღეებში ისევ გაუფასურდა. სპეციალისტების ამბობენ, რომ დევალვაციის დროს ერთდღიანი სესხები ლარის კურსზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

მარიკა გოგოხია
21.07.2015

კონკურენციის სააგენტო ნავთობკომპანიების შემდეგ, დიდი ალბათობით, ფარმაცევტული ბაზრით დაინტერესდება. შემთხვევითი არ არის, რომ საზოგადოების მხრიდან ყველაზე მეტი ეჭვი სწორედ ამ დარგის მიმართ არსებობს. ნებისმიერ მომხმარებელს მედიკამენტების ფასთან დაკავშირებით პრეტენზია აქვს, რასაც სპეციალისტები ბაზარზე მაღალი მონოპოლიით ხსნიან.

მარიკა გოგოხია
21.07.2015

 გალის რაიონში მოსახლეობა ავტომობილებს მასობრივად ყიდულობს. ქვედა ზონის სოფლებში უკვე იშვიათად შეხვდებით ისეთ ოჯახს, სადაც მანქანა არ დგას. ადრე ეს წარმოუდგენელი იყო, რადგან სეპარატისტების მიერ შეგულიანებული კრიმინალები ხალხს კერძო ქონებას ართმევდნენ.

მარი ჩიტაია
21.07.2015

დაცვის კომპანიების მომსახურებით კერძო პირები იშვიათად სარგებლობენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ ზაფხულის პერიოდი ყველაზე აქტიურია, შეკვეთები მაინც ჭირს. დაცვის კომპანიების წარმომადგენელთა ინფორმაციით, ხალხი უკვე აღარ აქტიურობს. იურიდიული პირების მხრიდან კი შეკვეთა სტაბილუროა.

მარი ჩიტაია
21.07.2015

ტუბერკულოზი იკურნება - ამ გზავნილით ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი შეეცადა მოსახლეობის უკეთ ინფორმირებას დაავადების შესახებ. ფონდის ორგანიზებით ტრენინგი ჩატარდა სპეციალურად ჟურნალისტებისთვის, რომელთა ჩართვა საზოგადოების დროული და სწორი ინფორმირებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

ელზა წიკლაური
21.07.2015

 საბერძნეთმა ვალების დაფარვის პროცედურა დაიწყო, ქვეყანამ სავალუტო ფონდს 2 მილიარდი ევრო უკვე გადაურიცხა. გუშინ ქვეყანაში მოქმედი ყველა ბანკი გაიხსნა, თუმცა ბანკომატიდან თანხის განაღდებისას კვლავ გარკვეული ლიმიტია დაწესებული. შეზღუდვაა საერთაშორისო გადარიცხვებთან დაკავშირებითაც.

თიკო ოსმანოვა
21.07.2015

 "შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვიდან იქნება", - ასეთია პოლიტოლოგების ვარაუდი. პრემიერ-მინისტრი პარლამენტს ახალ მინისტრს 2 დღეში წარუდგენს და სავარაუდოდ, ეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე იქნება. რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას, ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილმა ვახტანგ გომელაური დანიშნა.

იაგო ნაცვლიშვილი
21.07.2015

 "მაქვს რამდენიმე პროექტი, რომელიც შესაძლოა რუსულ-ქართულ ურთიერთობებში პოზიტივის მომტანი გახდეს, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე მზადყოფნას რუსული მხარე არ გამოთქვამს. ჩავიდე მოსკოვში, რომ მერე ინტერვიუები ვარიგო, ეს ჩემს გეგმებში არ შედის", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა.

მარი მგალობლიშვილი
21.07.2015

 "იუვენტუსმა" მარიო მანჯუკიჩი ოფიციალურად წარადგინა. ხორვატი ფეხბურთელი ჟურნალისტების წინაშე წარდგა და "ბებერ ქალბატონზე" ისაუბრა. მარიომ განაცხადა, რომ გამარჯვებებსაა მიჩვეული და არც ახლა აპირებს უკან დახევას.

სალომე სარიშვილი
20.07.2015

 ანაკლიაში ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია შესული. შავი ზღვის სანაპირო წელს მსოფლოში ცნობილ დიჯეებსა და არტისტებს უმასპინძლებს.

მამუკა ნაცვალაძე
20.07.2015

 ახალი საფეხბურთო სეზონისთვის ემზადება მადრიდის "რეალი". დასავლეთიბერიელები ავსტრალიაში გადიან შეკრებას, სადაც გათამაშებაში იღებენ მონაწილეობას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×