მარი ჩიტაია
02.07.2015

 საქართველოში სიგარეტი 5-20 თეთრის ფარგლებში გაძვირდება. საფასო ცვლილება ადვალურ გადასახადს უკავშირდება, რაც შემოსავლის ან ღირებულების მიმართ პროცენტულ მაჩვენებელში დაფიქსირებულ გადასახადს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში იგულისხმება ერთ კოლოფ სიგარეტზე 5%-ის დარიცხვა.

ელზა პაპოშვილი
02.07.2015

ხარაგაულის რაიონის სოფელ ხუნეში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, სადაც 11 წლის მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით 20 წლის ადგილობრივი მაცხოვრებელი ზურაბ ლ. დააკავა.

მამუკა ნაცვალაძე
02.07.2015

 საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრები ევრობასკეტ-2015-ისათვის მზადებას იწყებს. სამწვრთნელო შტაბმა 18-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. მოსამზადებელ პერიოდში 12 კალათბურთელი შეირჩევა, რომლითაც საქართველოს ნაკრები ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ია აბულაშვილი
01.07.2015

დღევანდელ სტატიაში გვინდა მკითხველს გავაცნოთ ცნობილი ქართველი მეცნიერის გურამ შარაძის მიერ წლების წინ აღმოჩენილი რამდენიმე უცნობი წერილი, რომელიც გრიგოლ დიასამიძის არქივში იყო დაცული.

თაკო მათეშვილი
01.07.2015

 ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღება საქართველოს მოსახლეობისაგან არ დაცლის - ამ მოსაზრებას აფიქსირებს პოლიტოლოგთა ნაწილი და ამბობს, რომ ეს შესაძლოა, ემიგრანტთა სამშობლოში დაბრუნების სტიმულადაც კი იქცეს. თუმცა, მეორე ნაწილი საფრთხეს აბსოლუტურად რეალურად მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ უვიზო რეჟიმი ისედაც მძიმე დღეში მყოფ დემოგრაფიულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

თაია არდოტელი
01.07.2015

  დაცარიელებული მაღაზიები, დაკეტილი ბანკები, უსასრულო რიგები ბანკომატებთან და ბენზინგასამართ სადგურებზე, ხელფასის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა - საბერძნეთში მცხოვრები ადამიანები "რეზონანსთან" ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე საუბრობენ.

სალომე სარიშვილი
01.07.2015

ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალის "ჯიემ ფესტის" (ჯორჯიან ელექთრონიკ მუზიქ ფესტივალ) მონაწილე არტისტების სია ნაწილობრივ უკვე ცნობილია. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, სია ეტაპობრივად განახლებადია, თუმცა დასაწყისისთვის აღნიშნული პროგრამა ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის საკმაოდ მიმზიდველი და საინტერესოა.

ელზა წიკლაური
01.07.2015

 აზერბაიჯანის შემდეგ ტვირთებზე გადაზიდვის ტარიფს "საქართველოს რკინიგზაც" ამცირებს, თუმცა მეზობლებისაგან განსხვავებით, ჩვენთან შემცირებული ტარიფი მხოლოდ ადგილობრივ და საექსპორტო გადაზიდვაზე გავრცელდება.

მაკა ხარაზიშვილი
01.07.2015

რამდენიმე დღეში ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით სემეკის ვერდიქტი გახდება ცნობილი. მართალია, ამ შემთხვევაში კომისია თბოსადგურების ტარიფს დაადგენს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ელექტროენერგიის წარმოებაში თბოსადგურების წილი იზრდება, მათი ტარიფის შესაძლო მატება სამომხმარებლო ტარიფზეც იმოქმედებს. საქართველოში ბოლო წლებში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება და დეფიციტის დაბალანსება, ძირითადად, იმპორტისა და თბოსადგურების ძვირი ელექტროენერგიის ხარჯზე ხდება.

მაკა ხარაზიშვილი
01.07.2015

ხუთ თვეში ქვეყნის ეკონომიკა 2,5%-ით გაიზარდა. თუკი ეს ტემპი გაგრძელდა, მთავრობა ახლადშემოთავაზებულ ეკონომიკის ზრდის პროგნოზს გადააჭარბებს. მაისში უფრო მეტი აქტიურობა აღინიშნება დღგ-ს გადამხდელ საწარმოებშიც.

მარი მგალობლიშვილი
01.07.2015

 ლონდონის "არსენალმა" სატრანსფერო ფანჯარა ერთ-ერთი დიდი ტრანსფერით დაიწყო, "მეთოფეებმა" "ჩელსიდან" 33 წლის გოლკიპერი პეტერ ჩეხი გადაიბირეს. ჩეხმა მეკარემ "არსენალთან" ორშაბათს მოაწერა ხელი კონტრაქტს.

თეა ბეჟიტაშვილი
01.07.2015

დღეიდან, 1 ივლისიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ანალოგური მაუწყებლობის ნაცვლად სატელევიზიო არხების მაუწყებლობა ციფრულ ფორმატში გაგრძელდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×