მარიამ აფციაური
27.06.2015

 ტემპერატურის მატებასთან ერთად, მატულობს საკვებით მოწამვლის რისკი. სწორედ ამიტომ საზოგადოების ნაწილი ზაფხულში საკუთარ თავს გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს და კვების რაციონიდან იღებს ისეთ პროდუქტს, რომლებიც მალფუჭებადია. ძირითადად ეს არის ხორცპროდუქტები, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი და კონსერვები.

მაკა ხარაზიშვილი
27.06.2015

 "ეროვნულ ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც საზედამხედველო სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. ნახევრად ცარიელ დარბაზში უმრავლესობას ოპონირებას ძირითადად ნაციონალურ მოძრაობა უწევდა.

თეა ბეჟიტაშვილი
27.06.2015

 ზაფხულში მზის სხივების გადაჭარბებული რაოდენობის გამო კანის დაცვა და განსაკუთრებული მოვლა უფრო მეტად მნიშვნელოვანია. მზე, მტვერი, ზღვის მარილი - ის, რაც სახის კანს აღიზიანებს, თუმცა სახის კანის გარდა მზის სხივებისგან დაცვა მთელ სხეულს ესაჭიროება.

მარი მგალობლიშვილი
27.06.2015

 "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ნახევარმცველმა ანდრეას პერეირამ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა. ჯერ კიდევ ტურნირის მიმდინარეობისას გამოცემა "ინსაიდ იუნაითედმა" მოახერხა მასთან ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერა.

ეკატერინე ბასილაია
26.06.2015

 სირიისა და ერაყის შემდეგ ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფო" გააქტიურებას ჩრდილოეთ კავკასიაში იწყებს, ყოველ შემთხვევაში - დეკლარაციის დონეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერორიზმის საფრთხე საქართველოს საზღვრებს უახლოვდება.

თაია არდოტელი
26.06.2015

"უეფას სუპერთასზე დასასწრები ბილეთები საქართველოსა და უცხოეთში ცალ-ცალკე გაიყიდება. 24000 ბილეთი საქართველოს, ხოლო 6000 - უცხოელი მოქალაქეებისთვის," - ამ გადაწყვეტილებით დასრულდა გუშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფასა და "ბილეთები.გე"-ს შორის მოლაპარაკება. ამასთან, ფეხბურთის ფედერაციაში ვერ ამბობენ, თუ როდის დაიწყება საქართველოში ბილეთების გაყიდვა.

იაგო ნაცვლიშვილი
26.06.2015

 ოპოზიცია საარჩევნო კოდექსის შესაცვლელად ბრძოლას განაგრძობს, - ამის შესახებ "რეზონანსთან" "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ ისაუბრა. პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ამ თემაზე არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერფრაქციული შეხვედრა გუშინაც გაიმართა. ამბობს, რომ ბრძოლის მექანიზმები ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ოპოზიციაში საპროტესტო აქციებზეც საუბრობენ, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არის.

ია აბულაშვილი
26.06.2015

აშშ-ის სენატმა საქართველოში ახალი ელჩი დაამტკიცა. ამერიკელი დიპლომატი იან კელი საქართველოში მეუღლესთან ერთად სექტემბერში ჩამოვა. როგორც "რეზონანსთან" საუბრისას პეტრე მამრაძემ განაცხადა, იან კელი პოსტსაბჭოთა სივრცის სპეციალისტია, ძალიან დიდი გამოცდილებით.

თიკო ოსმანოვა
26.06.2015

სინოპტიკოსები წელსაც ანომალიურ სიცხეებს ვარაუდოებენ. ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის უფროსის, სვეტლანა ნიორაძის თქმით, ზაფხული საშუალოსთან შედარებით ცხელი იქნება. მისი თქმით, ცალკეულ დღებში საშუალო ტემპერატურა 40 0 მდე დაფიქსირდება, ამიტომ იგი საზოგადოებას მთაში დასვენებას ურჩევს. დავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კი ბევრი სითხის მიღებას და ღია ფერის სამოსის გამოყენების რჩევას იძლევიან.

თაკო მათეშვილი
26.06.2015

 "ზღვაში წვეთი" - ასე აფასებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აშშ-ის მიერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სამხედრო ტექნიკის განლაგების შესახებ ინფორმაციას და ამბობს, რომ იმის გათვალისწინებით, თუ რას უპორისპირებს ამას რუსეთი, ძალები არათანაბარია.

ელზა პაპოშვილი
26.06.2015

 11 წლის ბიჭმა ხარაგაულის რაიონის სოფელ ხუნეში და-ძმის თვალწინ, სავარაუდოდ, თავის ჩამოიხრჩო. ჯერჯერობით უცნობია, ბავშვმა ეს გამიზნულად გააკეთა, თუ თამაშის დროს უბედური შემთხვევა მოხდა.

თაკო მათეშვილი
26.06.2015

 იურისტი ლევან ალაფიშვილი მართლსაჯულების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებსა და იმ საკანონმდებლო პაკეტს აფასებს, რომელიც მთავრობამ ახლახან დაამტკიცა და აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრი ცდილობს ზოგიერთი საკუთარი ინიციატივა ნინო გვენეტაძისად "გაასაღოს".


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×