მამუკა ნაცვალაძე 23.06.2015
დასრულდა "მსოფლიო რაგბის" თბილისის თასი 2015-ის გათამაშება. ტურნირი, რომელშიც ოთხი გუნდი - საქართველოსა და ურუგვაის ეროვნული ნაკრებები, ასევე მზარდი იტალია და ირლანდია მონაწილეობდა, ირლანდიელი ახალგაზრდების ტრიუმფით დასრულდა. კელტებმა სამივე შეხვედრა ბონუს ქულით მოიგეს და ღირსეულად მოირგეს თბილისის თასის ტრიუმფატორის მანტია.
|
თიკო ოსმანოვა 23.06.2015
საქართველოს ხელისუფლება ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ახლა უკვე კატეგორიულად ითხოვს. თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, მომავალი წლის ვარშავის სამიტზე მაპი უნდა მივიღოთ. მისივე თქმით, ეს ტონი არ შერბილდება. ხიდაშელის კატეგორიულობა ქართველი პოლიტოლოგებისთვის მისაღებია, თუმცა რამდენად გაჭრის ეს ტონი ბრიუსელში, არ იციან.
|
იაგო ნაცვლიშვილი 23.06.2015
"შესაძლოა, მე ბევრი შეცდომა დავინახე ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ მთავარი და პრინციპული, რაც დავინახე, იყო ის, რომ ხელისუფლება მოქმედებდა ადამიანური ფაქტორებით. თუ ოპოზიციამ დაინახა შეცდომები, მაშინ მოსულიყვნენ და სადაც სუსტი რგოლები იყო, იქ დამდგარიყვნენ და ხელი გაენძრიათ საქვეყნო საქმისთვის", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.
|
აკაკი გვიმრაძე 23.06.2015
42 ქვეყნის 80-მდე დელეგაციამ და დაახლოებით 500-მა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა მსოფლიოსა და ტრადიციული რელიგიების ლიდერების მე-5 ფორუმზე, რომელიც ტრადიციისამებრ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში 3 წელიწადში ერთხელ იმართება.
|
მამუკა ნაცვალაძე 22.06.2015
მადრიდის "რეალს" ახალ საფეხბურთო სეზონში ესპანელი რაფაელ ბენიტესი გაწვრთნის, რომელმაც "სამეფო კლუბის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე იტალიელი კარლო ანჩელოტი შეცვალა. "ლივერპულის", "ჩელსისა" და "ნაპოლის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ესპანელებთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც მისი წლიური ჯამაგირი 4 მილიონი ევრო იქნება.
|
რუსა მაჩაიძე 22.06.2015
 მკვლელი შენობები - ასეთია სპეციალისტების მიერ ბოლო პერიოდის იმ ინფრასტრუქტურული პროექტების დახასიათება, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ადამიანებისთვის საფრთხის შემცველები აღმოჩნდნენ. ეს მიზეზები კი არც ისე ბევრია - ისინი ან არასწორად არის აშენებული, ან არასათანადო ადგილას ან ექსპლუატაციის ვადა აქვს გასული. ასეთი ნაგებობები კი საქართველოში ძალიან ბევრი აღმოჩნდა.
|
ლიკა ამირაშვილი 22.06.2015
ქალის მიმართ უკანონო თვალთვალი, სატელეფონო ან ელექტრონული საშუალებებით კომუნიკაცია, რომელსაც სისტემატური ხასიათი აქვს, ორ წლამდე პატიმრობით დაისჯება. ახალი კანონი ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახური ძალადობის პრევენციის მიზნით, იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა. იურისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქალის მიმართ თვალთვალის ცალკე კანონად გამოყოფა არაგენდერულია.
|
თიკო ოსმანოვა 22.06.2015
რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთის რკინიგზის აღდგენით კვლავ აქტიურად დაინტერესდა, თუმცა, რომელ ფორმატში მოხდება ამ თემის განხილვა გაურკვეველია. ოფიციალური მოსკოვი და თბილისი ამასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ავრცელებენ.
|
ია აბულაშვილი 22.06.2015
13-14 ივნისს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზებზე, დაშვებულ შეცდომებზე და მათი გამოსწორების გზებზე "მთელი კვირა" ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძეს ესაუბრა.
|
ელზა პაპოშვილი 22.06.2015
თბილისის საკრებულოს წევრმა შალვა ოგბაიძემ "მთელ კვირასთან" ინტერვიუში ვერეს ხეობაში ახალი გზის რეაბილიტაციასა და ყვითელი მიკროავტობუსების პრობლემის შესახებ ისაუბრა. გზის აღდგენა აუცილებელია, თუმცა მისი რეკონსტრუქცია და სახეცვლილება უნდა მოხდეს.
|
თაკო მათეშვილი 22.06.2015

3 გარდაცვლილი თანამშრომელი, 80 დაღუპული ცხოველი და 300-მდე ფრინველი, განადგურებული ინფრასტრუქტურა - ვოლიერები, შენობები, ტექნიკა-დანადგარები, ავტომობილები, რამდენიმე მილიონის ზარალი, 24 - საათიან რეჟიმში მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოები და გაურკვეველი მომავალი - ასეთია თბილისის ზოოპარკი სტიქიიდან ერთი კვირის შემდეგ.
|
სალომე სარიშვილი 22.06.2015
თბილისში 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულ ბავშვებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ახლა უკვე ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მთელი ზაფხულის განმავლობაში ოდესაში დასვენებას სთავაზობს. სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ ისიც განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე უკრაინული მხარე თბილისის მერიას დაუკავშირდება, თუმცა, თავად მერიაში ამბობენ, რომ მათთან ამ საკითხზე კომუნიკაცია ჯერჯერობით არავის ჰქონია. ამ ინიციატივის დეტალებზე ინფორმაციას არც "ნაციონალურ მოძრაობაში" ფლობენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|