მაკა ხარაზიშვილი
20.06.2015

"თურქულ ნაკადთან" დაკავშირებით რუსეთში გაურკვევლობაა. რუსული მედია წერს, რომ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ტანერ ილდიზსა და "გაზპრომის" ხელმძღვანელ ალექსეი მილერს შორის ოთხშაბათს გაზსადენთან დაკავშირებით დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა. მიზეზი გახდა ის, რომ ტანერ ილდიზი რუსეთში არ ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი ცდილობს, თურქეთს ამ პროექტში მონაწილეობა გადააფიქრებინოს.

ია აბულაშვილი
20.06.2015

 "პოლიტიკურმა ჯგუფებმა დაინახეს, რომ მათთვის წამგებიანი იქნებოდა ტრაგედიით ზედმეტად სპეკულირება და ალბათ ამიტომაც განსაკუთრებული რადიკალიზმი არ შეიმჩნევა" - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.

იაგო ნაცვლიშვილი
20.06.2015

სტიქიური უბედურებიდან მეექვსე დღეს სპეციალური სამსახურები თბილისში ისევ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ერთი მხრივ, მიდის სტიქიის შედეგის აღმოფხვრის სამუშაო, მეორე მხრივ კი, საგანგებო სამსახურების თანამშრომლები, მონადირეები და დაგეშილი ძაღლები აღურიცხავ მტაცებლებს ეძებენ, რომლებიც არავინ იცის, დაღუპულია და მათი ლეში ზოოპარკის ტერიტორიაზე დაგროვებულ შლამშია, თუ მართლა თავისუფლად დაიარებიან თბილისის მიდამოებში.

რუსა მაჩაიძე
19.06.2015

 თბილისის საკრებულომ მხოლოდ მას შემდეგ უარყო იარაღის ტარების უფლების მოთხოვნა, რაც სოციალურ ქსელებსა თუ მედია-საშუალებებში საკმაოდ მწარე დაცინვის საგანი გახდა. მანამდე კი გავრცელდა დოკუმენტის ასლი, სადაც რამდენიმე დეპუტატი საკრებულოს თავმჯდომარეს თხოვნით მიმართავდა, ეშუამდგომლა პარლამენტთან ამ უფლების მოსაპოვებლად.

ელზა წიკლაური
19.06.2015

 დოლარმა მთელ მსოფლიოში დასუსტება დაიწყო. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად გამყარდა ევრო და დღეს ევრო-დოლარის თანაფარდობა 1,14-ის ნიშნულზეა. გაძლიერდა რუსული რუბლი, აზერბაიჯანული მანათი, სომხური დრამი და თურქული ლირა. დოლარის შესუსტება ჯერჯერობით არ ასახულა არც უკრაინულ გრივნასა და არც ქართულ ლარზე.

იაგო ნაცვლიშვილი
19.06.2015

  სტიქიური უბედურებიდან მეხუთე დღეს თბილისში სპეციალური სამსახურები ისევ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. საგანგებო სამსახურები მთელი ქალაქის მასშტაბით მტაცებელ ცხოველებს ეძებენ, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო კი-სტიქიის დროს დაკარგულ ადამიანებს. გუშინ კიდევ ერთი დაკარგული გოგონა ახალი გზის ტერიტორიაზე იპოვეს, გარდაცვლილი ლიზა ზარანდია აღმოჩნდა. მისი და, ინდირა ზარანდია, ასევე გარდაცვლილი, ორი დღის წინ "მზიურის" ტერიტორიაზე იპოვეს.

ლიკა ამირაშვილი
19.06.2015

ვერეს ხეობის ახლებურად დაგეგმარების მიზნით მთავრობა სახელმწიფო კომისიას ქმნის. კომისიის მთავარი მიზანია ვერეს ხეობაში სტიქიის საშიშროების შესწავლა და ხეობის ახლიდან დაგეგმარება.

მარი ჩიტაია
19.06.2015

 აგრარული პროდუქტი წელს სიძვირით გამოირჩევა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, თითქმის არც ერთ დასახელების საკვები არ გაიაფებულა. შარშანდელთან შედარებით, ხილი და ბოსტნელი 15-20%-ით ძვირია, ზოგ შემთხვევაში კი, ფასი გაორმაგებულია.

მარიამ აფციაური
19.06.2015

"ჩიფსი", "სნიკერსი", "ნესტლეს" შოკოლადები, "მილქი ვეი", გაყინული პროდუქტი, "ანაკომის" სუფი, მაიონეზი, "კეტჩუპი", სწრაფი კვების ობიექტებში დამზადებული საკვები და გაზიანი სასმელები - ეს იმ პროდუქტების მცირე ჩამონათვალია, რის მიღების უფლებასაც მშობლები ხშირად შვილებს არ აძლევენ. ამის მთავარი მიზეზი ის ქიმიური დანამატებია, რითაც ისინია გაჯერებული.

მაკა ხარაზიშვილი
19.06.2015

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მთავრობა მთლიანად დონორების იმედზეა. დონორები კი ჯერ ისევ ფიქრობენ, თუ რა სახის დახმარება გაუწიონ საქართველოს. ფინანსთა სამინისტრო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებას ორი მიმართულებით აწარმოებს - ან ახალი დახმარებები გამოიყოს, ან უკვე განსაზღვრული დაფინანსების მიზნობრიობა შეიცვალოს. გარდა ამისა, უკვე საუბარია სამშენებლო მოთხოვნების შეცვლაზე. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ეს ცვლილება ინვესტორებს არ დააფრთხობს.

თაია არდოტელი
19.06.2015

 იმის გამო, რომ საზოგადოებას დაჩაგრულის იმიჯი მოსწონს, სტიქიის შედეგების აღმოფხვრის პროცესში მთავრობა უკეთ წარმოჩინდა, ვიდრე ოპოზიცია, რადგან დაჩაგრულად სწორედ დღევანდელი მთავრობა გამოჩნდა, - აცხადებს პიარის სპეციალისტი ელდარ პირმისაშვილი.

ელზა პაპოშვილი
19.06.2015

 13 ივნისის ღამეს დატრიალებულ ტრაგედიას, სხვა ადამიანებთან ერთად, სამაშველო სამსახურის თანამშრომლის, ზურაბ მუზაშვილის სიცოცხლეც ემსხვერპლა. როგორც მისი მეგობრები და თვითმხილველი მაშველები ყვებიან, მუზაშვილი იმ ტრაგიკულ დღეს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა თავის მეწყვილე ლევან კალაძესთან ერთად.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×