ელზა წიკლაური 16.06.2015
კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირების დეპოზიტების საერთო მაჩვენებელი მცირდება. მოსახლეობის დიდი ნაწილი მოკლევადიან ანაბარს ხსნის და ცდილობს, რომ ბანკებს საკუთარი ფული დიდხანს არ ანდოს. შესაბამისად, ბოლო 5 თვის განმავლობაში ერთ წლამდე დეპოზიტების მოცულობა 6%-ით გაიზარდა, ერთი წლის ზემოთ განთავსებული ანაბრის რაოდენობა კი 16,7%-ით შემცირდა. ლარის დევალვაციით ხალხს შიში გაუჩნდა და ცდილობს თავისი დანაზოგი საფინანსო ინსტიტუტებს არ ანდოს.
|
ელზა წიკლაური 16.06.2015
"ინტელექტბანკის" დამფუძნებლები საკუთარი ქონების დაბრუნებას და იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ, რომელთა უშუალო მონაწილეობით აღნიშნული ბანკი ჯერ გაკოტრებულად გამოცხადდა და უკვე შემდგომ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გასხვისდა. ბანკის საქმეში მთავარ პასუხისმგებელ პირებად კი ეროვნული ბანკის მაშინდელ პრეზიდენტს რომან გოცირიძეს და დროებით ადმინისტრატორს გიორგი ქადაგიძეს ასახელებენ.
|
მაკა ხარაზიშვილი 16.06.2015
გაზრდილი ფასების ფონზე ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი ერთ წელიწადში მხოლოდ 15 ლარით გაიზარდა. სტატისტიკოსების აზრით, ოჯახის არსებობისთვის თვეში 287 ლარი საკმარისია. ამ საკითხზე აბსოლუტურად სხვა მოსაზრება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს.
|
მაკა ხარაზიშვილი 16.06.2015
სახელმწიფო ბიუჯეტში 1 მილიარდ ლარზე მეტი თანხა თითქმის გაუმჭვირვალეა. ბიუჯეტის 12%-ს "სხვა ხარჯები" შეადგენს, რომელიც ლავირების შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, საზოგადოება ვერ ხედავს სად იხარჯება და რა შედეგი მოაქვს ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში გაწერილ მილიარდ ლარს.
|
მარი ჩიტაია 16.06.2015
ნაყინის ბიზნესში არსებული მდგომარეობა არაერთგვაროვნად ფასდება. კომპანიებში აცხადებენ, რომ ივნისის პირველი ნახევარი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კარგი გაყიდვით გამოირჩევა. მწარმოებლები მდგომარეობას მეტ-ნაკლებად სტაბილურად აფასებენ და გაყიდვის გაუმჯობესებაზე საუბრობენ, რასაც სავაჭრო ქსელების უმეტეს ნაწილში არ ადასტურებენ.
|
მარი ჩიტაია 16.06.2015
ავტომობილების ქართული ბაზრით თურქები დაინტერესდნენ. ბოლო ერთი თვეა, რაც თურქი გადამყიდველები რუსთავის ავტობაზრობაზე გამოჩნდნენ. მათ საქართველოში ავტომობილების სიიაფე იზიდავთ. დილერების ინფორმაციით, თურქების გააქტიურებამ მოვაჭრეებს იმედი ჩაუსახა.
|
ელზა წიკლაური 16.06.2015
კომერციული ბანკები, ნავთობკომპანიები, სამშენებლო და ფარმაცევტული კომპანიები, ტექნიკის და საკვები პროდუქტის მაღაზიები, მცირე საწარმოები - ყველა თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გაერთიანდა. ზოგი დაზარალებულებს ფულით ეხმარება, ზოგი - საკვებით, ზოგი კი - ტექნიკით.
|
მარი მგალობლიშვილი 16.06.2015
საქართველოს ნაკრების ნახევამცველმა ვაკო ყაზაიშვილმა "ჯვაროსნებში" ადგილი დაიმკვიდრა. ქართველი სპორტსმენი ჰოლანდიური "ვიტესის" შეუცვლელ ფეხბურთელადაც ჩამოყალიბდა, მას გოლები ისეთი გუნდებისთვის აქვს გატანილი, როგორიცაა "აიაქსი", "ალკმაარი" და "ფეიენოორდი". გთავაზობთ ყაზაიშვილთან ინტერვიუს, რომელიც უეფას ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა.
|
ზურაბ მაჭარაძე, (ბრიუსელი) 15.06.2015
მოლდოვასა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების ამოქმედების პირველ 4 თვეში მოლდოვადან ევროკავშირში ექსპორტი 10%-ით გაიზარდა. ოფიციალური კიშინიოვის პოლიტიკა ახლა იმისკენაა მიმართული, რომ ეს შეღავათები დნესტრისპირეთში მოქმედ კომპანიებზეც გავრცელდეს.
|
სალომე სარიშვილი 15.06.2015
სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარე ახალქალაქის ციხე-სიმაგრე უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. ციხე-ნაქალაქარი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია და მე-11 საუკუნით თარიღდება, თუმცა, მიუხედავად მისი სტატუსისა, დღეს ის მიტოვებული და გავერანებულია.
|
თაია არდოტელი 15.06.2015
ბარათაშვილის ხიდზე დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები და 7 თვით გართულებული სატრანსპორტო მოძრაობა მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც მერიაში აცხადებენ, მართალია, სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში მოძრაობა შეიზღუდება, თუმცა, იმისათვის, რომ გადაადგილების პრობლემა შემსუბუქდეს, მოძრაობა ეტაპობრივად გადაიკეტება.
|
მამუკა ნაცვალაძე 15.06.2015
თბილისში, ავჭალის სარაგბო არენაზე სტარტი აიღო მსოფლიო რაგბის თბილისის თასის მესამე გათამაშებამ, სადაც "ბორჯღალოსანთა" გარდა მონაწილეობენ ურუგვაის ეროვნული ნაკრები, მზარდი იტალია და ირლანდია.
|