ელზა პაპოშვილი
13.06.2015

 "თანასწორობის ფრონტის" ლიდერი ირაკლი კაკაბაძე "რეზონანსთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ იწყებს აჯანყებას ხელისუფლებისა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოება ურცხვად მოატყუა და სასწრაფოდ ზომებია მისაღები, რათა ამ ხელისუფლების დამხობა მოხდეს.

თიკო ოსმანოვა
13.06.2015

კრწანისის სასწავლო ცენტრში კიდევ ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მცხოვრები 23 წლის გივი კირკიტაძეა, რომელიც ჯარისკაცებმა ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. "რეზონანსის" ინფორმაციით, თვითმკვლელობის მიზეზი შესაძლოა, აზარტული თამაში გახდა. თავად ოჯახი კი სუიციდის შემთხვევას გამორიცხავს და ექსპერტიზის პასუხს ელოდება.

ია აბულაშვილი
13.06.2015

 აშშ და "დიდი შვიდეულის" ქვეყნები მზად არიან, აუცილებლობის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული დამატებითი სანქციები შემოიღონ - ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში, სადაც წერია, რომ აშშ-სა და "შვიდეულში" მის პარტნიორებს გამიზნული აქვთ რუსეთზე ზეწოლა, ვიდრე მინსკის შეთანხმება სრულად არ შესრულდება, უკრაინის ტერიტორიები კიევის კონტროლქვეშ არ დაბრუნდება და ყველა რუსი ჯარისკაცი და შეიარაღება უკრაინის ტერიტორიას არ დატოვებს.

თეა ბეჟიტაშვილი
13.06.2015

 ავადმყოფობა, მივლინება და ოჯახური მდგომარეობა - ეს ის მიზეზებია, რის გამოც პარლამენტში სხდომის გაცდენა საპატიოდ ითვლება. თუმცა, სულ მალე ოჯახური მდგომარეობის გამო გაცდენა შეიძლება საპატიო მიზეზად აღარ ჩაითვალოს. ამის ინიციატორი კი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია, რომელმაც გუშინ ის დეპუტატები დაასახელა, რომელთაც ამ მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა აქვთ.

ია აბულაშვილი
13.06.2015

 გუშინ თბილისში 73 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი პოლიტოლოგი, საქართველოს სტრატეგიის და საერთაშორისო ურთიერთობის კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი. იგი წლების მანძილზე მოღვაწეობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1991-1996 წლებში იყო საერთაშორისო ურთიერთობათა კათედრის გამგე; 1997-2001 წლებში საქართველოს საგარეო სამინისტროსთან არსებული საგარეო პოლიტიკისა და ანალიზის ცენტრის დირექტორი; მიწვეული პროფესორი აშშ-ს ცნობილ უნივერსიტეტებში, კერძოდ, ემორის უნივერსიტეტში, მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯში და ვუდრო უილსონის სახელობის საზოგადოებრივ და საერთაშორისო საქმეთა სკოლაში.

ლიკა ამირაშვილი
13.06.2015

ზაფხულის დადგომასთან ერთად მზით დამწვრობის შემთხვევებმაც იმატა. სწრაფად გარუჯვის მსურველი ბევრი ადამიანი ამას ძალზე უარყოფით შედეგებამდე მიჰყავს. სპეციალისტები რუჯის მიღების შემთხვევაში დროის სწორად გადანაწილებას გვირჩევენ.

მარიამ აფციაური
13.06.2015

 დედაქალაქში გზებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჯანჯლება მძღოლების უკმაყოფილებას იწვევს. რესპონდენტების უმეტესობას პრეტენზია ქალაქ თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან აქვს. ისინი მერისგან მეტ აქტიურობას, ტემპის მომატებას ითხოვენ. მათ "რეზონანსთან" საუბრისას იმ უარყოფით მხარეზეც ისაუბრეს, რასაც გადათხრილი ქუჩები უქმნის. ერთ-ერთი საწვავზე გაზრდილი ხარჯია.

ელზა წიკლაური
13.06.2015

საბიუჯეტო პრობლემების ფონზე, სახელმწიფო უწყებები ქამრებს, შემოჭერის ნაცვლად, უფრო აფართოებენ. სამინისტროები პრემიებს სახელფასო დანამატებით ანაცვლებენ და საბოლოო ჯამში, უფრო მეტ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე პრემიების გამოწერისას. რეგიონებში კი არც პრემიის გამოწერას ერიდებიან და არც სახელფასო დანამატისას. 2012-14 წლებში თვითმმართველობებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 100 მილიონ ლარზე მეტი გაიცა.

მარი ჩიტაია
13.06.2015

წელს თხილი კიდევ უფრო გაძვირდება. პროდუქტის ექსპორტიორები ფიქრობენ, რომ მოსავლის განადგურება ფასზე საგრძნობ გავლენას მოახდენს. ჯერჯერობით ჭირს პროგნოზი, რა ეღირება თხილი სამომხმარებლო ბაზარზე და გასცდება თუ არა ფასი 15 - ლარიან ნიშნულს, რასაც მოსახლეობა სეზონის ბოლოსთვის ვარაუდობდა.

მარი ჩიტაია
13.06.2015

ტურისტულ სეზონს კვების ობიექტების დიდი ნაწილი მოუმზადებლად შეხვდა. გარდა იმისა, რომ გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული პრობლემა ამ ეტაპზეც მოუგვარებელია, სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის მხრივ კვების ობიექტებში ვითარება საკმაოდ რთულია.

თეა ბეჟიტაშვილი
13.06.2015

 ზაფხულის დადგომასთან ერთად დიეტის დაცვის მსურველთა რაოდენობამაც იმატა. თუმცა, ბევრი თვითნებურ დიეტას მიმართავს და ამით ორგანიზმს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. დიეტოლოგების თქმით, თვითნებური დიეტების დაცვა სხვადასხვა დაავადების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს.

მარი მგალობლიშვილი
13.06.2015

 დიეგო ფორლანმა ურუგვაის ეროვნულ ნაკრებში ბოლო მატჩი 11 მარტს გამართა და სანაკრებო კარიერაც დაასრულა. უკვე სამი თვეა, რაც ურუგვაელი ფეხბურთელი ისვენებს. გამოცდილი თავდამსხმელი ბურთს ახლა იაპონიაში აგორებს და თავის გამოცდილებას იაპონელ ფეხბურთელებს უზიარებს. ფიფას ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში ფორლანი განვლილ კარიერაზე საუბრობს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×