მარი ჩიტაია 17.06.2015
სამშენებლო სფეროს კანონმდებლობა შესაძლოა გადაიხედოს. ამის აუცილებლობა ხელისუფლებამ თბილისის ტრაგედიის შემდეგ გააცნობიერა. გარდა ამისა, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ მის სათანადოდ აღსრულებაზეც უნდა იზრუნოს, ვინაიდან არსებული ხარვეზიანი კანონიც კი უგულებელყოფილია.
|
თაკო მათეშვილი 17.06.2015
თავდაცვის ახალი მინისტრის მიერ საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულება, სპეციალისტების თქმით, საქართველოს ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებს მოუტანს. ხელშეკრულების დეტალები ჯერ ცნობილი არაა, მაგრამ სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა მალე "კროტალის" ტიპის საშუალო მანძილზე მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემით გამდიდრდება.
|
თეა ბეჟიტაშვილი 17.06.2015
"სამწუხაროდ, დარღვევებზე მთავრობის მხრიდან არანაირი რეაგირება არ არის, პირიქით, უარეს კატასტროფებს ამატებენ. ახლა თუ "პანორამა-თბილისის" მშენებლობა გაგრძელდა, ცოტა ხანში იგივე ელის სოლოლაკს, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ მეც, გეოლოგებიც, ქალაქის დამგეგმარებლებიც და ა.შ.," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას "პარტიზანი მებაღე" ნატა ფერაძე დედაქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.
|
ელზა პაპოშვილი 17.06.2015
13 ივნისს სტიქიის შედეგად დატრიალებულ უბედურებას, გუშინ საღამოს მონაცემებით, 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
|
იაგო ნაცვლიშვილი 17.06.2015
თბილისში ეპიდემიის გავრცელების რისკი მინიმალურია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ. ამის მიუხედავად, ცენტრი საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და პრევენციის მექანიზმებს სთავაზობს. ცენტრში "რეზონანსს" უთხრეს, იმისათვის, რომ რისკი მთლიანად გამოირიცხოს, საჭიროა სტიქიის დროს გარდაცვლილი ცხოველების გამოყვანა და დამარხვა.
|
სალომე სარიშვილი 17.06.2015
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგის ანგარიში წარადგინეს, სადაც საუბარია 6 ძირითად საკითხზე, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკური ნაწილიდან მათ ყველაზე მწვავედ მიიჩნიეს.
|
მამუკა ნაცვალაძე 17.06.2015
დღეს ავჭალის სარაგბო არენაზე გაიმართება "მსოფლიო რაგბის" თბილისის თასის 2015 წლის მეორე ტურის მატჩები. საქართველოს ეროვნული ნაკრები 19:00 საათზე "მზარდ იტალიას" დაუპირისპირდება, ურუგვაის ეროვნული ნაკრები კი 17:00 საათზე "მზარდ ირლანდიას" შეერკინება.
|
თაკო მათეშვილი 16.06.2015
 ანომალიური, მაგრამ ბუნებრივი - ასე აფასებენ ჰიდრომეტეოროლოგები 14 ივნისის ღამეს მოსულ წვიმას და ამბობენ, რომ იგი განსაკუთრებულად ძლიერი იყო, თუმცა საქართველოს და მათ შორის თბილისს, ბევრად ძლიერი წვიმებიც ახსოვს.
|
ლიკა ამირაშვილი 16.06.2015
მაშველები, პოლიციელები, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, სტუდენტები, უბრალო მოქალაქეები განურჩევლად სქესისა და ასაკისა თბილისის ქუჩების გასუფთავებასა და აღდგენას ცდილობენ, ისევე როგორც დაკარგული ადამიანების მოძიებას.
|
თეა ბეჟიტაშვილი 16.06.2015
ადამიანების სირიაში გადაყვანისა და ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთხი პირი დააკავა, მათ შორის ადამიანი, რომელიც ეჭვმიტანილია იმაში, რომ საქართველოში ამ ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენელია.
|
თიკო ოსმანოვა 16.06.2015
"ვერეს ხეობაში მომხდარი ტრაგედიის დროს მეწყრის ჩამოწოლას ჰქონდა თავისი უარყოფითი ზეგავლენა, მაგრამ ეს უფრო ჰიდროლოგიურ მოვლენასთან შეიძლება დავაკავშიროთ. ძალიან დიდი რაოდენობის წყლის ნაკადი იყო, რომელსაც ღვარცოფული მასა მოჰყვა და რომლის გასატარებლად ინფრასტრუქტურა მზად არ აღმოჩნდა," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ა/ო გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი.
|
მაკა ხარაზიშვილი 16.06.2015
საქართველოში ყოველწლიურად სტიქიისგან მიყენებული ზარალი დაახლოებით 200 მილიონი ლარია. აქ იგულისხმება დაზიანებული ინფრასტრუქტურა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ქონება და სხვა. გეოლოგების განმარტებით, რეგიონში საქართველო განსაკუთრებულად მეწყერსაშიში ზონაა. ამიტომ ტყეების გაჩეხვასა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ხელისუფლება სიფრთხილით უნდა მიუდგეს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|