თეა ბეჟიტაშვილი 22.06.2015
 თბილისში სტიქიისგან დაზიანებული ადგილების გაწმენდითი სამუშაოების მონაწილეთა უმეტესობა პირველივე დღიდან მოხალისეები არიან. დედაქალაქის მცხოვრებლები მათ სხვადასხვა საშუალებით ეხმარებიან, ზოგს საკვები და წყალი მიაქვს, ზოგს სამუშაო იარაღი და მედიკამენტები. ზოგ ტაქსისტს მოხალისეები უფასოდ გადაჰყავს. თუმცა, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტიქიის პირველ დღეებში ბევრი ტაქსის მძღოლი მათ ორმაგ საფასურს სთხოვდა, ზოგიერთის თქმით კი ელიავას ბაზრობაზე სამუშაო იარაღებს ფასებიც კი მოუმატეს. "მთელი კვირა" მოხალისეებს ესაუბრა.
|
იაგო ნაცვლიშვილი 22.06.2015
"პროკურატურას არ ჰქონია იმის მცდელობა, რომ 9 თვეში ჩატეულიყო. საქმის მთავარი არსი იყო, რომ ამ საქმემ თავისი პოლიტიკური რეზონანსი გამოიწვია, შედეგი გამოიღო საქმემ, ახლა უკვე აღარ აინტერესებთ რა იქნება. ახლა ეცდებიან, რომ საქმე რაღაცნაირად მიჩქმალონ და რაღაც თემებით გადაფარონ. პროცესის გაწელვა მხოლოდ ამაზე მიანიშნებს", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე, რომელიც 4 სამინისტროს 4 სხვა ყოფილ თანამშმრომელთან ერთად "კაბელების საქმეზე" სასამართლოდან პარასკევს გაათავისუფლეს.
|
მარი მგალობლიშვილი 20.06.2015
მადრიდის "რეალის" ლეგენდარული კაპიტანი და თავდამსხმელი რაულ გონსალესი ახლა ნიუ-იორკის "კოსმოში" თამაშოს. ესპანელმა ფეხბურთელმა "მარკას" ინტერვიუ მისცა, სადაც ის ამერიკულ კარიერაზე და სხვა ბევრ საინტერესო თემებზე საუბრობს.
|
მარი ჩიტაია 20.06.2015
16 ივნისს დიდ ქართველ მწერალს - ოტია იოსელიანს 85 წელი შეუსრულდებოდა... იმერეთი ამ თარიღის აღსანიშნავად საგანგებოდ მოემზადა - დაიგეგმა სხვადასხვა სამეცნიერო და კულტურული ღონისძიება, თეატრალური წარმოდგენები, კონკურსები, მწერლისადმი მიძღვნილი წიგნების პრეზენტაცია... საზეიმო ღონისძიებები 4 დღეს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა თბილისში მომხდარი სტიქიის გამო საიუბილეო კვირეულის ხანგრძლივობა 2 დღით შემოკლდა.
|
თაკო მათეშვილი 20.06.2015
"თავისუფალი დემოკრატები" იმის გარკვევას ელიან, არის თუ არა თინა ხიდაშელის მიერ საფრანგეთში საჰაერო თავდაცვითი სისტემების გადმოცემაზე გაფორმებული დოკუმენტი "იმ შეთანხმების ადეკვატური გაგრძელება", რაზეც ირკალი ალასანია მუშაობდა.
|
თეა ბეჟიტაშვილი 20.06.2015
ინგლისური და რუსული თბილისში ყველაზე გავრცელებული უცხო ენებია. ზოგმა ორივე იცის, ზოგმა კი ერთ-ერთი მათგანი. რაც შეეხება ერთ დროს პოპულარულ გერმანულსა და ფრანგულს, მათი ფლობის მაჩვენებელი მცირდება.
|
ვახტანგ შამუგია 20.06.2015
 საქართველოში, და არა მარტო, მათზე ბევრი რამ დაიწერა, უფრო მეტიც ითქვა, ფოტოები, სადაც მათი შრომაა ასახული, სოციალურ სივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი მოხალისეები არიან. თბილისის რიგითი მცხოვრებლები, მეტწილად ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარი ინიციატივით, ყოველგვარი ე.წ. "საინიციატივო ჯგუფებისა" და ლიდერების გარეშე გამოვიდნენ ქალაქში და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებთან ერთად საკუთარი ქალაქისათვის სტიქიისაგან მიყენებული საშინელი იარების მოშუშებას შეუდგნენ.
|
თიკო ოსმანოვა 20.06.2015
მაშინ, როდესაც დედაქალაქში სტიქიის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ და რამდენიმე ადამიანს კიდევ ეძებენ, ბათუმის ხელისუფლებამ "ტაშფანდურისთვის მოიცალა" და ბოლო ერთ კვირაში ორი საზეიმო ღონისძიება გამართა. უფრო მეტიც "ახალგაზრდობის ფესტივალზე" რუსეთის დროშაც კი აფრიალდა, თუმცა ვინ იყო ამ ორივე ღონისძიების ორგანიზატორი, უცნობია. მერია და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე ამასთან რაიმე კავშირს უარყოფენ. ქალაქის მერი გია ერმაკოვი ამბობს, რომ აღნიშნული ღონისძიებები მერიის მიერ არ იყო ორგანიზებული და არც ნებართვა ჰქონდათ გაცემული.
|
თეა ბეჟიტაშვილი 20.06.2015
მოსახლეობაში გავრცელებულ "წნევას" მედიცინის ენაზე არტერიული წნევა ჰქვია და ძირითადად თავს შუახნის ასაკიდან იჩენს-ხოლმე. მისით გამოწვეული დაავადებები ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
|
ეკატერინე ბასილაია 20.06.2015
იმისათვის, რომ ხელახალი სტიქიის დროს ადამიანური მსხვერპლის და ნგრევისაგან დაცულები ვიყოთ, ვერეს ხეობის შესწავლასა და ახლებურ დაგეგმარებაზე მუშაობა დაიწყო. სახელმწიფო კომისია გუშინ პირველად შეიკრიბა და ხელისუფლება პირობას დებს, რომ ამ დაგეგმარებაში სპეციალისტების შენიშვნებს და არგუმენტებს სრულად გაიზიარებს.
|
მარიამ აფციაური 20.06.2015
სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ სტუდენტებს გამოცდები გადაუწია. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ისიც, რომ წიგნსმოწყვეტილი და ქვეყნის სამსახურში მყოფ მოხალისეებს, შესაძლოა, გამოცდის ჩაბარება გასჭირვებოდათ. შეზღუდვა ხალხმა საკუთარ თავსაც დაუწესა. ძალიან ბევრი სკვერებს, გამწვანებულ, მყუდრო ადგილებს აღარ ეკარება. "რეზონანსის" გამოკითხვამ ისიც აჩვენა, რომ თბილისში მცხოვრებთა ნაწილი ცდილობს ღამით სიარულს მოერიდოს, რისთვისაც ზოგიერთი სამუშაო საათებს მაქსიმალურად ამცირებს და ცდილობს საქმე შებინდებამდე მოასწროს.
|
მაკა ხარაზიშვილი 20.06.2015
2015 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკის ზრდა 3,2%-ია. მთლიან შიგა პროდუქტში წამყვანი დარგებია მრეწველობა და ვაჭრობა. ისევ საკმაოდ დიდი წილი უჭირავს სახელმწიფო მართვას. სპეციალისტების განცხადებით, არსებულ ვითარებაში ეკონომიკის აღნიშნული მატება ნორმალურია, თუმცა პრობლემას მშპ-ს სტრუქტურა წარმოადგენს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|