მარი ჩიტაია 24.06.2015
ტყეკაფის გამოყოფამ, შესაძლოა, ბულაჩაურში სტიქიური უბედურება გამოიწვიოს. ადგილობრივების ინფორმაციით, რასაც გარესმოს დამცველებიც ადასტურებენ, მდინარე არაგვის ჩამოტანილი ქვა-ღორღით ქუჩაც კი იფარება და ხალხს სახლამდე მისასვლელი გზით სარგებლობა უჭირს.
|
ლიკა ამირაშვილი 24.06.2015
ივლისში თბილისში 25 ბაგა-ბაღი იმუშავებს. იმის გამო, რომ მშობლების დიდი ნაწილი ზაფხულის განმავლობაში მუშაობს, საზაფხულო ბაღების მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.
|
მაკა ხარაზიშვილი 24.06.2015
სახელმწიფო ბიუჯეტი, შეკვეცის ნაცვლად, 27 მილიონი ლარით - 9,902 მილიარდ ლარამდე იზრდება. პარალელურად ხარჯი 140 მილიონით მცირდება, თუმცა გადასახდელები (9,575 მლრდ ლარი) უცვლელი რჩება. მიუხედავად ამგვარი რებუსებისა, სამინისტროში განმარტავენ, რომ საბიუჯეტო ცვლილებები ეკონომიკური ზრდის ახალი 2%-იანი პროგნოზის გათვალისწინებით მომზადდა.
|
თეა ბეჟიტაშვილი 24.06.2015
გუშინ საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსსა და სასულიერო პირებს შორის ევროინტეგრაციის თემაზე შეხვედრა გაიმართა.
|
თეა ბეჟიტაშვილი 24.06.2015
გუშინ საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსსა და სასულიერო პირებს შორის ევროინტეგრაციის თემაზე შეხვედრა გაიმართა.
|
ელზა წიკლაური 23.06.2015
 საბერძნეთს საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმების მისაღწევად სულ უფრო მცირე დრო რჩება. თუ ქვეყნის ხელისუფლებამ და კრედიტორებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, საბერძნეთი თვის ბოლოს ფულის გარეშე დარჩება, რასაც დეფოლტი და, შესაძლოა, საბერძნეთის ევროზონიდან გასვლაც მოჰყვეს. არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ბერძენი ახალგაზრდები ქვეყანიდან გარბიან, მათ გზას მიჰყვება ქართველი ემიგრანტების ნაწილიც.
|
თეა ბეჟიტაშვილი 23.06.2015
"მტაცებლები უკვე შეჩვეულ ადგილებს არ ტოვებენ, მაგრამ ეს ნორმალურ სიტუაციაში ხდება, ექსტრემალურ სიტუაციაში კი ცხოველის ქცევა შეიძლება ისე შეიცვალოს, რომ წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელი გახდეს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე გაქცეული ვეფხვისა და აფთრის მოსალოდნელ ქცევასთან დაკავშირებით.
|
მაკა ხარაზიშვილი 23.06.2015
თბილისურმა წყალდიდობამ საქართველოს ეკონომიკა კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დააყენა. სწორედ სტიქიის გამო სპეციალისტები წელს მშპ-ს დამატებით 1%-მდე შემცირებას ვარაუდობენ. ეს პროცესი დამოკიდებული იქნება მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და უცხოური დახმარებების სიდიდეზე, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს.
|
მაკა ხარაზიშვილი 23.06.2015
თბილისის სტიქიამ მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განხორციელება ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. გარემოს დამცველებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს მთავრობას ხუდონჰესთან და ნამახვანჰესთან დაკავშირებული საფრთხე. არ არის გამორიცხული, სტიქიით შეშინებულმა მოსახლეობამ ამ ენერგეტიკულ პროექტებს უფრო მეტი წინააღმდეგობა გაუწიოს. ენერგეტიკის სამინისტროში კი ჰესების მშენებლობის შეჩერების საფრთხეს ვერ ხედავენ.
|
მარი ჩიტაია 23.06.2015
სამასალე ხის ბაზარი არალეგალურმა ბიზნესმა დაიპყრო. რამდენიმე კერძო კომპანიის გარდა, დედაქალაქამდე მოღწეული სამასალე ხე არალეგალურადაა მოპოვებული, რამაც ფასზეც გავლენა მოახდინა. 2014 წელს გაძვირებული მასალა დღესდღეობით თითქმის ძველ ფასს უბრუნდება.
|
მარი ჩიტაია 23.06.2015
ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის მიმართულებით წელს უმნიშვნელო ზრდაა. საინტერესო ის არის, რომ საქართველოდან სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით ბოლო დროს თითქმის ყველა დასახელების აგრარული პროდუქტი იგზავნება.
|
ელზა წიკლაური 23.06.2015
ავტომობილები, მობილური ტელეფონები, ფეროშენადნობები და ღვინო - ეს არის ის 4 პროდუქტი, რომელთა ექსპორტ-იმპორტი შარშანდელთან შედარებით ყველაზე მატად შემცირდა. შემცირებულია ნავთობპროდუქტების შემოტანაც, თუმცა მხოლოდ ფულად განზომილებაში. იმპორტის საერთო მაჩვენებელის კლება მსოფლიო ბაზარზე "შავი ოქროს" დაბალმა ფასმაც განაპირობა.
|