რუსა მაჩაიძე
15.06.2015

  თბილისში შაბათ ღამით მოსულმა დიდმა წვიმამ ქალაქის ცენტრში წყალდიდობა გამოიწვია, რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. მოვარდნილი წყლის მასა პირდაპირ ავტომაგასტრალიდან იტაცებდა მანქანებს შიგ მსხდომი ადამიანებითურთ. პრაქტიკულად, მთლიანად განადგურებულია ზოოპარკი და რამდენიმე სასაფლაო ვერასა და საბურთალოზე. დაინგრა შენობები, განადგურდა გზები, ასობით ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.

იაგო ნაცვლიშვილი
15.06.2015

 შესაძლოა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში ოფიციალურად დაბრუნდეს. ამის შესახებ ინფორმაციები მედიაში პერიოდულად ვრცელდება. მის შესაძლო დაბრუნებაზე საუბრობენ პოლიტიკის სპეციალისტებიც. ყველა მათგანი თანხმდება, რომ მას პოლიტიკაში დაბრუნებისკენ ერთადერთმა რამ შეიძლება უბიძგოს - ქვეყანაში შექმნილმა კრიზისმა.

თაკო მათეშვილი
15.06.2015

 ბაქოში ერთ სუფრასთან მჯდომ ირაკლი ღარიბაშვილსა და ვლადიმირ პუტინს შორის არანაირი საუბარი არ გამართულა. როგორც ფოტო და ვიდეო მასალიდან ჩანს, ორი ქვეყნის პირველი პირები ერთმანეთის თითქმის გვერდიგვერდ - სამიოდ სკამის დაშორებით ისხდნენ, თუმცა პრემიერის პრესსამსახურში ირწმუნებიან, რომ მათ შორის კომუნიკაცია ელემენტარულ დონეზეც კი არ შემდგარა.

ლიკა ამირაშვილი
15.06.2015

 გაურკვეველ ვითარებში გარდაცვლილი პრემიერის, ზურაბ ჟვანის ძმა, პარლამენტარი გოგლა ჟვანია "მთელ კვირასთან" საუბარში აცხადებს, რომ გამოძიების დროს გარკვეული სირთულეები გამოჩნდა, რამაც გამოძიების გაჭიანურება გამოიწვია.

თიკო ოსმანოვა
15.06.2015

მერიასა და "სიტი პარკს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეცვლასთან დაკავშირებით დაწყებული მოლაპარაკებები, შესაძლოა, ჩიხში შევიდეს. ყოველ შემთხვევაში, მერიის 4 მოთხოვნიდან კომპანია ორს არ იზიარებს. თუმცა, მთავარ მოთხოვნაზე, რომელიც მძღოლებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია, შეთანხმება მიღწეულია და იგი დღეიდან შედის ძალაში - აკრძალულ ადგილას გაჩერებულ მანქანას "სიტი პარკი" მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიყვანს საჯარიმო სადგომზე, თუ იგი მოძრაობას აფერხებს.

ვახტანგ შამუგია
15.06.2015

 7 ივნისს თურქეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. შედეგი ყველასათვის მოულოდნელია - მმართველი პარტია "სამართლიანობისა და განვითარებისათვის", რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ამჟამინდელი პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი მეთაურობს, საპარლამენტო უმრავლესობის გარეშე დარჩა.

თეა ბეჟიტაშვილი
15.06.2015

კათოლიკური ეკლესია მზადაა, გადახედოს აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის თარიღს, რათა კათოლიკეებმა და მართლმადიდებლებმა ერთად აღნიშნონ ქრისტეს აღდგომა. ამის ინიციატორი რომის პაპი ფრანცისკეა. მისი თქმით, კათოლიკური ეკლესია მზად არის, საეკლესიო კალენდარში შესაბამისი ცვლილება შეიტანოს.

მამუკა ნაცვალაძე
15.06.2015

 არაერთ საიუბილეო და შემოქმედებით საღამოზე ვყოფილვარ, თუმცა ის, რაც წყნეთში, ჰამლეტ გონაშვილის სახელობის 29-ე ხელოვნების სკოლის პედკოლექტივის მიერ მოწყობილ გიორგი და კახა ცაბაძეების შემოქმედებით საღამოზე მოხდა, არასდროს შემხვედრია - იდგა პატარა ქართველი - 9 წლის გიორგი თათულაშვილი და კახა ცაბაძის "აღსარებაზე" გულამოსკვნილი ტიროდა.

თაია არდოტელი
15.06.2015

 დედაქალაქში ქუჩების დასუფთავებისთვის მერიის სამსახურის მუშაობისა და ქუჩაში ნაგვის გადაყრაზე გაზრდილი ჯარიმების მიუხედავად, დღის სხვადასხვა პერიოდში მაინც შევხვდებით ქუჩებში ნაგვის კერებს. გადავსებული ურნები, გვერდით მიმოფანტული ნარჩენები, ქუჩებში დატოვებული ნაგავი, ურნასთან დაგდებული ნარჩენები - ეს სურათი ბოლო პერიოდში თბილისის ქუჩებისთვის დამახასიათებელი გახდა.

თაია არდოტელი
15.06.2015

ჭავჭავაძის გამზირზე მცხოვრები მოქალაქეები "მთელ კვირასთან" დაზიანებული ტროტუარის შესახებ საუბრობენ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, უკვე წლებია, რაც ტროტუარი ამ მდგომარეობაშია. მეტიც, ერთ-ერთმა ქალბატონმა როგორც აღნიშნა, ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწალი გამზირზე, რაც გააკეთეს მას შემდეგ ასეა აყრილი.

ეკატერინე ბასილაია
13.06.2015

 იყიდის თუ არა საქართველო ფრანგული წარმოების თანამედროვე, "ასტერ-30"-ის ტიპის საზენიტო-საჰაერო კომპლექსს, რომელსაც 120 კილომეტრზე თვითმფრინავის ჩამოგდება შეუძლია, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ივნისის ბოლოს საფრანგეთთან იმ ხელშეკრულების ხელმოწერა მოხდება, რისი ჩაშლის საშიშროებაზეც გასული წლის ნოემბერში ექსმინისტრი ირაკლი ალასანია საუბრობდა და საფრანგეთში ვიზიტისას ხელმოწერის გადადებაზე სატელეფონო მითითებას მინდია ჯანელიძეს აბრალებდა.

იაგო ნაცვლიშვილი
13.06.2015

 აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისათვის კატეგორიულად მიუღებელია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შეთავაზება, რომ აფხაზეთის მცხოვრებლებმა ზუგდიდში ცე ჰეპატიტზე უფასოდ იმკურნალონ. ამის შესახებ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა ანძორ გოოვმა განაცხადა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×