მარიკა გოგოხია
12.06.2015

ზღვისპირა კურორტებზე დამსვენებლების სიმცირეა. ამ ეტაპზე, შარშანდელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა თითქმის განახევრებულია. სწორედ ამის გამო სასტუმროების მფლობელებმა მომსახურების გაძვირება გადაიფიქრეს.

ეკატერინე ბასილაია
11.06.2015

 უკრაინის ოდესის ოლქში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინის ყველაზე გავლენიან ოლიგარქს, მილიარდერ იგორ კოლომოისკის შორის დააპირისპირების დიდი ტალღის აგორებას ელოდებიან. ამისკენ პირველი ნაბიჯები ორივე მხრიდან უკვე გადადგმულია. კოლომოისკიმ უკვე დააანონსა, სააკაშვილი სულ მალე ოდესას კრემლს ჩააბარებსო და საკუთარ ტელეარხ "1%1"-ზე სააკაშვილის წინააღმდეგ პროპაგანდისტული ფილმიც გაუშვა.

იაგო ნაცვლიშვილი
11.06.2015

 საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სპორტული კომენტატორი სანდრო ცნობილაძე გაათავისუფლა. ეს ცნობა "რეზონანსს" თავად ცნობილაძემ დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, არხიდან საქართველო-პორტუგალიის საფეხბურთო მატჩის დროს დაშვებული შეცდომის გამო გაუშვეს.

თაკო მათეშვილი
11.06.2015

 "დღევანდელი მდგომარეობით ("ოცნებას") პროპორციულ არჩევნებში პრობლემა არ აქვთ. ამიტომ არ მესმის, რისი ეშინით. ვფიქრობ, უბრალოდ არც დამსხდარან და შესაძლო ვარიანტები არც გაუანალიზებიათ, რადგან არ მგონია, მაჟორიტარული სისტემის გაუქმება მათთვის პოლიტიკურად წამგებიანი იყოს," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი, ეკონომიკის ექსპერტი, ყოფილი პრემიერის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი და დასძენს, რომ პროპორციულ არჩევნებზე ზოგიერთი ისეთი ოპოზიციონერი საუბრობს, რომელიც "ნულია და ნულად დარჩება" და როგორი სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, 1%-ს მაინც ვერ გადააჭარბებს.

იაგო ნაცვლიშვილი
11.06.2015

 პრეზიდენტის სტატუსიდან გამომდინარე ვეტო სერიოზულ მოპყრობას საჭიროებს. უკეთესი იქნებოდა, რომ მოხდეს ვეტოს მოდიფიკაცია, - ამის შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს (წვშრკ) დასკვნაშია ნათქვამი.

ლიკა ამირაშვილი
11.06.2015

 ზაფხულის დადგომასთან ერთად, დიეტა კიდევ უფრო აქტუალური ხდება. "რეზონანსმა" გამოკითხვა სხვადახვა ასაკის ქალბატონებში და მამაკაცებში ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდები დიეტას სხეულის სილამაზისთვის მიმართავენ. 35 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის კი კორექციაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. "ეისითისა" ჩატარებულმა კვლევამ ისიც აჩვენა, რომ ყოველი მეორე ადამიანი (52%), ვისაც კი დიეტისთვის მიუმართავს, თავად განსაზღვრავს კვების რაციონს.

მარი ჩიტაია
11.06.2015

სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქტის გაძვირების შეჩერებას ვარაუდობენ. მათი განცხადებით, დღესდღეობით კურსი იმ ნიშნულზეა, როდესაც ფასი მაღლა აღარ უნდა წავიდეს, თუმცა გაიაფებას სავაჭრო სექტორში ჯერჯერობით გამორიცხავენ. ანალოგიური მოსაზრება აქვთ იმპორტიორებსაც, რომელთა აზრითაც, ლარის კურსის 2,2 ნიშნულამდე დაბალანსება ეკონომიკას პრობლემას არ შეუქმნის.

მაკა ხარაზიშვილი
11.06.2015

სახელმწიფო სამსახურებმა პრემიები სახელფასო დანამატებით ჩაანაცვლეს. ზოგიერთ სამინისტროში სახელფასო დანამატები პრემიებს ორჯერაც კი აჭარბებს. საჯარო მოხელეებმა პრემიების რაოდენობა კი შეამცირეს, მაგრამ დანამატები გაიზარდეს და საბოლოო ჯამში, უფრო მეტ ანაზღაურებას იღებენ.

მაკა ხარაზიშვილი
11.06.2015

სახელმწიფო ბიუჯეტი 200 მილიონი ლარით შემცირდება. ხადურის უწყება ამ ფაქტს ადასტურებს. ცვლილებების დაზუსტებულ ვარიანტს ფინანსთა სამინისტრო პარლამენტს დღეს წარუდგენს. სპეციალისტების განცხადებით, უკვე მესამე წელია, სახელმწიფო ბიუჯეტს შესრულების (როგორც ხარჯების, ისე შემოსულობის კუთხით) პრობლემები აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ სამინისტრო ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის სწორად დაგეგმვას ვერ ახერხებს.

მამუკა ნაცვალაძე
11.06.2015

 შაბათს სტარტს აიღებს "მსოფლიო რაგბის" თბილისის თასის გათამაშება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და ურუგვაის ეროვნული ნაკრებები, ასევე მზარდი ირლანდია და იტალია.

თეა ბეჟიტაშვილი
11.06.2015

 "რაც უფრო კარგად ჩანს რუსეთის საფრთხე, მით უფრო მეტად იზრდება იმის შესაძლებლობა, რომ ევროპამ საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოებაზე იზრუნოს და მეტი პასუხისმგებლობა აიღოს, მათ შორის ნატოს ფორმატში," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" თანათავმჯდომარე ელენე ხოშტარია.

ია აბულაშვილი
11.06.2015

 დღეს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, მწერალ რევაზ მიშველაძის საიუბილეო საღამო იმართება. მწერალს 75 წელი უსრულდება და "რეზონანსის" რეადქცია ულოცავს ამ საიუბილეო თარიღს. რევაზ მიშველაძის ენამოსწრეული სიტყვა ყველასთვის ცნობილია და ამიტომაც ვთხოვეთ, სამწერლო ბიოგრაფიიდან რამდენიმე სახალისო ამბავი გაეხსენებინა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×