იაგო ნაცვლიშვილი
11.06.2015

11 აგვისტოს საქართველოს დედაქალაქში ევროპის სუპერთასია დაგეგმილი, რომელშიც ერთმანეთს ორი ესპანური გუნდი - ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, კატალონიური "ბარსელონა" და უეფას თასის მფლობელი ანდალუზიური "სევილია" - დაუპირისპირდება. ბილეთების გაყიდვა ჯერ არ დაწყებულა.

თეა ბეჟიტაშვილი
10.06.2015

 სულ მალე დიდუბის პანთეონი ოფიციალურად დაიხურება. იმის გამო, რომ პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დასაკრძალად ადგილი ფიზიკურად არ არის, აშენდება ახალი პანთეონი. იმის გასარკვევად, თუ სად გაიხსნება ახალი პანთეონი, სარეკომენდაციო საბჭოა შექმნილი, რომლის თავმჯდომარე თბილისის მერი დავით ნარმანიაა.

ელზა პაპოშვილი
10.06.2015

 დეპუტატი და იურისტი შალვა შავგულიძე "რეზონანსთან" ინტერვიუში საქართველოში მოქმედ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე საუბრობს. მისი თქმით, ლაშა მახარაძის მკვლელობაზე მიმდინარე სასამართლო პროცესს, სადაც ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლეს, ხელისუფლება ამ ინსტიტუტის გასაუქმებლად იყენებს. შავგულიძე ამბობს, რომ სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას.

ია აბულაშვილი
10.06.2015

 "საქართველოს ნომერ პირველი პრობლემა ეს არის პოლიტიკური ბაზარი, სადაც არ არსებობს პროგრესული პოლიტიკური ძალა," - აცხადებს ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

თაკო მათეშვილი
10.06.2015

თავდაცვის ახალი მინისტრის ამბიციები და მოლოდინი თუ გამართლდა, ერთ წელიწადში მაპ-ს მივიღებთ. ხიდაშელის თამამ განცხადებებს საქართველოში მიესალმებიან და ამბობენ, რომ ნატო-სთან დაახლოების მიძინებული საკითხის გამოცოცხლება ცალსახად პოზიტიური ფაქტია, თუმცა იმასაც დასძენენ, რომ ამის მიღწევა იოლი არ იქნება.

თიკო ოსმანოვა
10.06.2015

მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ ყატარის ყველაზე პოპულარული ქალბატონი, ყოფილი ემირის მეორე მეუღლე და ამჟამინდელი ემირის დედა, მოზა ნასერ ალ მისნედი, რომელიც უფრო შეიხა მოზას სახელით არის ცნობილი, არაოფიციალური ვიზიტით საქართველოს ესტუმრა.

ელზა პაპოშვილი
10.06.2015

 ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ლიკა ამირაშვილი
10.06.2015

 ეკონომიკა, ბიზნესი, იურიდიული, ფსიქოლოგია და ჟურნალისტიკა - ეს ის პროფესიებია, რომლებსაც ქართველი აბიტურიენტები ყველაზე ხშირად ირჩევენ, რისი მიზეზიც, როგორც სპეციალისტები ამბობენ, დასაქმების შემთხვევაში მაღალი ანაზღაურების ხიბლია.

თაია არდოტელი
10.06.2015

"შვედ და ქართველ შშმ პირთა ფოტოების გამოფენის მთავარი მიზანი საზოგადოებისთვის იმის თქმაა, რომ ამ ადამიანებმა თანასწორ და ღირსეულ პირობებში უნდა იცხოვრონ," - განაცხადა საქართველოში შვედეთის ელჩმა მარტინა ქვიქმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაერო-ს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის იმპლემენტაციასა და მონიტორინგთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე.

მამუკა ნაცვალაძე
10.06.2015

 ამ შაბათს ავჭალის სარაგბო სტადიონზე "მსოფლიო რაგბის" თბილისის თასის წლევანდელ გათამაშება დაიწყება. საქართველოს დედაქალაქს ესტუმრებიან ურუგვაის ეროვნული ნაკრები, მზარდი ირლანდიისა და მზარდი იტალიის ნაკრებები, რომლებიც "ბორჯღალოსნებთან" ერთად სამი დღის განმავლობაში - 13, 17 და 21 ივნისს გაითამაშებენ საპატიო თასს.

ელზა წიკლაური
10.06.2015

 33%-იანი მკვეთრი ვარდნის შემდეგ ეროვნული ვალუტა უკვე რამდენიმე დღეა ყოველდღიურად მყარდება. 18 მაისიდან დღემდე ლარი 9 თეთრით მოძლიერდა. სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის შეძენა უკვე 2,25 ლარად არის შესაძლებელი. ლარის გამყარების ობიექტურ მიზეზს ვერ ხედავენ სპეციალისტები. მათი აზრით, კურსის დასტაბილურება, შესაძლოა, მთავრობის მკვეთრ რეაქციას უკავშირდებოდეს. კომერციულ ბანკებზე მიტანილი ეჭვის შემდეგ, მათ დოლარზე მოთხოვნა შეამცირეს.

მაკა ხარაზიშვილი
10.06.2015

უცხოურ ინვესტიციებში დიდი ჩავარდნაა. ინვესტორებმა განსაკუთრებით დამამუშავებელ მრეწველობას აქციეს ზურგი, სადაც საინვესტიციო ვარდნა 41 მილიონი დოლარია. საერთო ჯამში კი, წლის პირველ კვარტალში უცხოური კაპიტალდაბანდებების მოცულობამ ერთბაშად 34%-ით იკლო. ეკონომისტები იმედს მომდევნო თვეებზე ამყარებენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×