მარიამ აფციაური
06.06.2015

 ჭამა, მოწევა, ყავის დალევა - ეს ის ფაქტორებია, რის გამოც დასაქმებულები ხშირად საქმეს წყდებიან ხოლმე. ზოგიერთ შემთხვევაში კვებისთვის გამოყოფილი დრო იმდენად დიდია, რომ საბოლოოდ გასაკეთებელად მოტოვებული საქმე გაკეთებულს აჭარბებს. დამსაქმებლების აზრით, ასეთი ჩვევები შრომის ნაყოფიერებას უშლის ხელს.

ელზა წიკლაური
06.06.2015

 ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გარშემო წნევა იზრდება. ყოფილი პრემიერი ირწმუნება, რომ თავის დროზე სებ-ის პრეზიდენტი სავალუტო ფონდის წარმომადგენლის თხოვნის გამო არ დაიჭირა. ქადაგიძე ივანიშვილის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. სსფ-ში კი ამბობენ, რომ ორგანიზაცია არასდროს ქვეყნის სამართალწარმოებაზე საკუთარ მოსაზრებას არ გამოთქვამს.

თეა ბეჟიტაშვილი
06.06.2015

 ამბობენ, საუზმე დღის განმავლობაში კვების რეჟიმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, დილას მირთმეული სწორად შერჩეული საუზმე კი ორგანიზმს ეხმარება მიიღოს მისთვის მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერება, რომელიც მას მთელი დღის განმავლობაში ენერგიით უზრუნველყოფს, აუმჯობესებს მეხსიერებას, ხელს უწყობს ყურადღებისა და კონცენტრაციის მოხდენას.

მარი მგალობლიშვილი
06.06.2015

 "რეალის" კაპიტანი სეზონის დასრულების შემდეგ ცარიელ "სანტიაგო ბერნაბეუს" ესტუმრა და კლუბის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა. კასილასმა გაიხსენა ის მომენტი, როდესაც პირველად დადგა ფეხი "ბერნაბეუზე", ისაუბრა მის განვლილ კარიერაზე, კარლო ანჩელოტის წასვლაზე.

თაკო მათეშვილი
05.06.2015

 გასული დღეების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომხდარ სტიქიურ მოვლენებს სპეციალისტები ორი მიზეზით ხსნიან - გლობალური პროცესებით (კლიმატის გლობალური ცვლილება) და ქვეყნის შიგნით ბუნებრივი რესურსების არასწორი გამოყენებით, რაც, "სტიქიას სასათბურე პირობებს უქმნის."

ია აბულაშვილი
05.06.2015

 ნიკო ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა, ეს გადაწყვეტილება ეკუთვნის მის ახალ მფლობელს, ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ტილო რამდენიმე დღის წინ "კრისტის" აუქციონზე მილიონახევარ დოლარად შეიძინა. იმას, რომ წლების წინ დაკარგული ფიროსმანის შესანიშნავი ტილო ქართველ ხალხს დაუბრუნდა, ყველა სიხარულით შეხვდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ თუ ფიროსმანი უცხოელი მეპატრონის ხელში მოხვდებოდა, მისი ცნობადობა უფრო გაიზრდებოდა.

იაგო ნაცვლიშვილი
05.06.2015

 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დევნილების შესახებ გაეროში მიღებულ რეზოლუციას ქართული დიპლომატიის გამარჯვებად აფასებს. ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამი ჰგონია სპეციალისტთა ერთ ნაწილს. თსუ-ს ასოცირებული პროფესორი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ გარკვეული წარმატება ნამდვილად არის, თუმცა დიპლომატიურ გარღვევაზე საუბრის საფუძველი მაშინ გვექნება, თუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაღიარებელთა რიცხვი კიდევ შემცირდება.

იაგო ნაცვლიშვილი
05.06.2015

ზესტაფონის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 10 წლის გოგონა გააუპატიურეს. გაუპატიურებაში ბრალდებულია გოგონას მეზობელი, 43 წლის მამაკაცი, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა. შემთხვევა კვირას, საღამოს საათებში მოხდა.

ელზა პაპოშვილი
05.06.2015

 "გარშემო უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. ბიჭი ყვიროდა, არ მომკლათ, გეხვეწებითო. ყველა სეირს უყურებდა. ბრგე კაცები იქვე იდგნენ და არც გატოკებულან. უყურებდნენ დანით სასტიკად როგორ ჩეხავდნენ და წარბიც კი არავინ შეიხარა," - აცხადებს ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველი.

ელზა პაპოშვილი
05.06.2015

არასამთავრობო ორგანიზაციები ტრანსპორტით ბავშვების გადაადგილებისას უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით მიმართავენ.

ვახტანგ შამუგია
05.06.2015

 რაც დრო გადის, ინტერნეტსივრცეში სულ უფრო მეტი დამადასტურებელი ფაქტი ჩნდება იმისა, რომ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში რუსული მხარე აქტიურ მონაწილეობას იღებდა. სეპარატისტების მხარეს იბრძოდნენ რუსეთის არმიის ოფიცრები. სოციალურ ქსელებში ისინი ახლა აქვეყნებენ საკუთარ მოგონებებსა და ფოტომასალას, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის სხვადასხვა ცხელ წერტილებში მათ "მივლინებას" ასახავს. "რეზონანსმა" მოახერხა და ერთ-ერთ მათგანს, ყოფილ მფრინავს, თადარიგის ოფიცერს, მიხაილ კოტკინს გაესაუბრა. ის 1993 წელს აფხაზეთში, ბომბორას სამხედრო აეროდრომზე მსახურობდა.

ლიკა ამირაშვილი
05.06.2015

 დატბორილი ქუჩები, უსახლკაროდ დარჩენილი რამდენიმე ოჯახი, წაქცეული ხეები და დაზიანებული ელექტრომომარაგება - ეს ის პრობლებია, რომელიც დედაქალაქში ძლიერი წვიმის გამო შეიქმნა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×