თაია არდოტელი
04.06.2015

 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის, თედო კობახიძის ინიციატივით, 2-3 თვეში ახალი კანონპროეტი მომზადდება, რომელიც უპატრონო სასაფლაოების დალაგება-მოვლის საკითხის რეგულირებას შეეხება.

მარი ჩიტაია
04.06.2015

 საქართველო დიდ ქართველ მწერალს, ოტია იოსელიანს უმეტესწილად, სიმართლის პირში მთქმელ, უღალატო და სამართლიანი ადამიანის სახელით იცნობს... ამ ქვეყნიდან წავიდა უპრეტენზიოდ, როგორც თავისევე გმირი სერაფიონი... მიწასთან ახლოს, თავისივე ხელით აგებულ სახლში ცხოვრობდა და სამარადჟამო განსასვენებელიც იქვე ჰპოვა.

მარი ჩიტაია
04.06.2015

ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს უკვე ცოტათი ჩამორჩება. 2015 წლის მაისში, წინა წლის მონაცემებთან შედარებით, ინფლაციამ 3.5% შეადგინა. ეს ბოლო პერიოდის რეკორდია.

მარიამ აფციაური
04.06.2015

ზაფხულის სეზონს სამთო კურორტების ნაწილი ინფრასტრუქტურული პრობლემებით ხვდება. უგზოობა, სანაგვე ურნების, ნარჩენების გასატანად სპეციალური სამსახურის არარსებობა, კანალიზაცია-გაყვანილობის პრობლემა - ეს ის ჩამონათვალია, რაც ადგილობრივებს აწუხებს.

თეა ბეჟიტაშვილი
04.06.2015

 სახალხო დამცველის ინიციატივის მიხედვით, 16-დან 18 წლამდე პირების ქორწინებაზე თანხმობის წესი, შესაძლოა, შეიცვალოს. თუ აქამდე არასრულწლოვანებს ქორწინების რეგისტრაცია მშობლების თანხმობით შეეძლოთ, უჩა ნანუაშვილის წინადადებით, 16-დან 18 წლამდე პირების ქორწინებაზე თანხმობის გაცემა მხოლოდ სასამართლოს შეეძლება. ამ წინანადადებით სახალხო დამცველმა პარლამენტს უკვე მიმართა.

სალომე სარიშვილი
04.06.2015

ორგანიზაცია "ტფილისის ჰამქარი" აბანოთუბანში მდებარე მირზა შაფის ქუჩის განვითარების პროექტს აპროტესტებს. მათი განცხადებით, აღნიშნული პროექტი ისტორიულ ზონაში განაშენიანებასა და ურბანულ იერსახეს დაარღვევს, რაც ორგანიზაციას დაუშვებლად მიაჩნია. როგორც "რეზონანსს" ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ, ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმა განუცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ინვესტორი 14 - სართულიანი შენობის აშენებას გეგმავს, რაც ძეგლთა დაცვის პრინციპებთან აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის.

მამუკა ნაცვალაძე
04.06.2015

 ამ შაბათს ბერლინში "ოლიმპშტადიონზე" საფეხბურთო გურმანთ დიდი მატჩი ელის - ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსელონა" ტურინის "იუვენტუსს" დაუპირისპირდება. ისტორიას ბევრი შთამბეჭდავი ფინალი ახსოვს, მათ შორის ბოლო წლების გადამწყვეტი შეხვედრებიდან სტამბულის ფინალია გამორჩეული - 2005 წელს "მილანი" ინგლისურ "ლივერპულს" "ათათურქზე" დაუპირისპირდა.

თაკო მათეშვილი
03.06.2015

 გვიანი ხილი - ასე უწოდებენ ხელისუფლების წარმომადგენლები და პოლიტოლიგები ასოცირების ხელშეკრულებასა და მისგან მიღებულ პროგრესს და ბუნებრივად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ კონკრეტული სარგებელი თუ ცვლილებები ქვეყანაში ჯერ არ იგრძნობა.

თიკო ოსმანოვა
03.06.2015

 "საბაჟო ადმინისტრირების შესახებ 2011 წელს დადებული ხელშეკრულების ამოქმედება და რუსეთის ციხეებიდან ქართველების გათავისუფლება", - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლის განხილვაც ივნისის ბოლოს პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორ კარასინის შეხვედრის მორიგი რაუნდის დროს მოხდება.

იაგო ნაცვლიშვილი
03.06.2015

 "მოქალაქეობა მოვალეობათა ერთობაა და არა შეღავათთა ერთობლიობა. როცა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მოქალაქეობას უყურებს როგორც პრივილეგიას, ეს ნიშნავს რომ ის აცდენილია ჭეშმარიტი მოქალაქეობის გაგებას", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი.

თეა ბეჟიტაშვილი
03.06.2015

 "2015 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, უკრაინიდან 287-მა თავშესაფრის მაძიებელმა მოგვმართა, ერაყიდან - 146-მა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს უფროსი ირაკლი ლომიძე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შესახებ.

სალომე სარიშვილი
03.06.2015

 გელათის სამონასტრო კომპლექსზე რეაბილიტაციის პროცესი განახლდა - პროექტი გრძელვადიანია და ტაძრის სრულ რეკონსტრუქციას გულისხმობს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×