თაია არდოტელი 01.06.2015
გლდანის რაიონს მიერთებული დასახლების გიორგიწმინდას, უფრო კონკრეტულად კი სოხუმის ქუჩის მცხოვრებლები "მთელ კვირასთან" ქუჩაზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ. მათი თქმით, გზა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, განსაკუთრებით საშინელი მდგომარეობაა წვიმის დროს, როცა გავლა თითქმის შეუძლებელი ხდება.
|
იაგო ნაცვლიშვილი 01.06.2015
ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს ოდესის გუბერნატორის თანამდებობაზე რაიმე კარგის გაკეთების პოტენციალი არ აქვს. მისივე თქმით, სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე პრაქტიკულად უარის თქმით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც საქართველოში მას პოლიტიკური მომავალი არ ჰქონდა.
|
თეა ბეჟიტაშვილი 01.06.2015
პარლამენტში მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ დარეგისტრირებული კანონპროექტის ბიუროს სხდომაზე განხილვა დღეს არის ჩანიშნული. კანონპროექტის, რომლის ავტორი დეპუტატი გოგა ხაჩიძეა, მარიხუანას (გამომშრალი, ნედლი), კანაფისა და კანაფის ფისის მცირე ოდენობით, გასაღების გარეშე მოხმარება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აღარ გამოიწვევს.
|
ია აბულაშვილი 01.06.2015
ქართველები პარიზში თითქოს მუდმივი თემაა, მაგრამ მართლაც იშვიათია მსოფლიოს რომელიმე ქალაქი გახდეს ისეთი ახლობელი უცხოელისთვის, როგორც პარიზი; განსაკუთრებით, თუ ეს ადამიანი ხელოვანია. სწორედ პარიზი გახდა ჩვენი თანამემამულის, ცნობილი მოქანდაკის და იუველირის გუჯი ამაშუკელის შემოქმედების სარბიელი; ამ ქალაქში აღიარეს იგი "ხელოვნების ოსტატად"; მის მიერ შექმნილი სამკაულები და მითოლოგიურ-რელიგიურ თემაზე გამოქანდაკებული ოქროს და ვერცხლის ნივთები ცნობილ მუზეუმებს და კერძო კოლექციებს ამშვენებს.
|
მამუკა ნაცვალაძე 01.06.2015
ამ კვირის მთავარი სპორტული მოვლენა ბერლინში "ოლიმპშტადიონზე" ჩემპიონთა ლიგის შაბათს დანიშნული ფინალური შეხვედრაა, სადაც კატალონიური "ბარსელონა" ტურინის "იუვენტუსს" შეერკინება. თუკი "ბარსელონას" გასვლა ფინალში არ იწვევდა ეჭვს მისი დამაჯერებელი თამაშის გამო, იტალიელთა გამოჩენა ევროპის ყველაზე პრესტიჟული თასის გათამაშების გადამწყვეტ შეხვედრაში ბევრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.
|
სალომე სარიშვილი 30.05.2015
2016 წლის ბოლოს საქართველოში ბავშვთა ჰოსპისის გახსნა იგეგმება. ესაა დაწესებულება/სახლი, სადაც ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს ფსიქო-სოციალურ და სამედიცინო მზრუნველობას გაუწევენ. ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის მომსახურება უფასო იქნება. ბავშვთა ჰოსპისი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: 24 საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისთვის, დღის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დილიდან საღამომდე საჭირო მომსახურებას მიიღებენ და შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც ბავშვებს ბინაზე მოემსახურება.
|
თაკო მათეშვილი 30.05.2015
15 ივნისიდან "სითი-პარკს" ავტომობილების საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანის უფლება ეზღუდება. თუკი აქამდე მათ დგომა-გაჩერების წესების დამრღვევი ყველა მანქანა პირდაპირ საჯარიმოზე გადაჰყავდათ და შესაბამისად, მძღოლს ადმინისტრაციული ჯარიმის - 10 ლარის გარდა მანქანის გამოხსნის საფასური 60 ლარის გადახდაც უწევდა, კანონის ამოქმედების შემდეგ, კომპანიას ამის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუკი გაჩერებული მანქანა ქმნის საცობს ან საავარიო სიტუაციას, ხელს უშლის ქვეითთა, ან ავტომობილების გადაადგილებას. სხვა შემთხვევაში კი, "სითი-პარკი" ადმინისტრაციულ ჯარიმით შემოიფარგლება და მძღოლიც მხოლოდ 10 ლარს გადაიხდის.
|
ეკატერინე ბასილაია 30.05.2015
"კავკასიის იმარატს" ახალი მეთაური ჰყავს, ის შარიათის მოსამართლე, აბუ უსმან მუჰამედ გიუმრი, იგივე მოჰამედ სულეიმანოვია. "იმარატის" მხრიდან მისი არჩევის ოფიციალურად გამოცხადება ჯერ არ მომხდარა, თუმცა, რუსული მედია რამდენიმე ამბოხებულისა და თავად სულეიმანოვის ნათესავებზე დაყრდნობით წერს, რომ აბუ უსმან მუჰამედი უკვე მოქმედებს, როგორც ამირი, უახლოეს ხანში კი მისი არჩევა ოფიციალურადაც გაცხადდება.
|
თიკო ოსმანოვა 30.05.2015
ავიარეისების შემდეგ რუსული კომპანიები საქართველოს კრინიგზითაც ინტერესდებიან. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საუბარია ჩვენი რკინიგზის სატრანზიტო დერეფნის გამოყენებაზე ტვირთების გადასაზიდად. რაც შეეხება სამგზავროს, აბაშიძის თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას და არც უახლოეს პერსპექტივაში განიხილება.
|
იაგო ნაცვლიშვილი 30.05.2015
ნატოს გაფართოების პოლიტიკა გრძელდება, - ამის შესახებ გუშინ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ისაუბრა. მან დაასახელა კონკრეტული ქვეყანა, რომელიც ალიანსის გაფართოების შემდეგ ეტაპზე პრიორიტეტული იქნება. ეს ქვეყანა მონტენეგროა, რომლის შესახებაც ალიანსმა გადაწყვეტილება წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.
|
ია აბულაშვილი 30.05.2015
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს" და ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში გადავა. მაგრამ პრეზიდენტის ადმინიტრაციის განცხადებით, პრეზიდენტის პოზიცია უცვლელია და მარგველაშვილი შენობის დატოვებას არ აპირებს.
|
თეა ბეჟიტაშვილი 30.05.2015
"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი დელეგაციიდან მინისტრად დანიშვნის გამო თინა ხიდაშელი გავიდა. ამიტომ ჩვენი კვოტა შესავსები იყო, მივიღეთ დადგენილება, რომლის მიხედვითაც ევროსაბჭოს დელეგაციაში მე შევედი. ბატონი დავითი ჩემს სართულზე ზის, უბრალოდ შემოვიდა და აღნიშნულ დელეგაციასთან დაკავშირებით სრულიად ტექნიკურ საკითხებზე ვისაუბრეთ, თუ შეიძლება ამას საერთოდ საუბარი ეწოდოს. სულ რამდენიმე წუთით. პარლამენტი საჯაროა, დავით ბაქრაძესთან საიდუმლო შეხვედრა რომ მდომოდა, არასაჯარო სივრცეში შევხვდებოდი", - ამბობს "რეზონანსთან" საუბარისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მის გუშინდელ შეხვედრაზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერთან.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|