მარი ჩიტაია 29.05.2015
2015 წლის პირველი ნახევარი სარეკლამო ბიზნესისთვის რთული აღმოჩნდა. ტელევიზიის გარდა, სარეკლამო აქტივობა კომპანიებმა თითქმის ყველგან შეზღუდეს. განსაკუთრებით ცუდ დღეში აღმოჩნდა რადიო და გარე რეკლამა. ამ მიმართულებით მოთხოვნა თითქმის აღარ არის, რასაც ცარიელი ბილბორდების სიმრავლეც ადასტურებს.
|
მარიამ აფციაური 29.05.2015
იმ ავტომფლობელს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას გზას არ დაუთმობს, 30 ლარის გადახდა მოუწევს. რესპონდენტების უმეტესობა ამ ფაქტს დადებითად აფასებს და ფიქრობს, რომ ძალიან ბევრი მკაცრ მიდგომას იმსახურებს. ზოგიერთი კი ამის აუცილებლობას ვერ ხედავს, რადგან საგზაო მოძრაობას კანონი ისედაც არეგულირებს. "რეზონანსთან" საუბრისას მოქალაქეებმა ისიც აღნიშნეს, რომ ჯარიმის დაწესება სახანძროს გადასწრების შემთხვევაშიც უნდა მოქმედებდეს, რადგან მისი ადგილზე დროულად მისვლა არანაკლებ მნიშვნელოვანია.
|
მაკა ხარაზიშვილი 29.05.2015
"სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ" კანონი ძირეულად იცვლება. სპეციალისტების განცხადებით, თავის დროზე კანონის ინიციატორებმა მათი რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს, ამიტომ 2 წელი დაიკარგა და კოოპერაციული მეურნეობების ეფექტური განვითარება ვერ მოხერხდა. სულ საქართველოში 800-ზე მეტი კოოპერატივია დარეგისტრირებული, მაგრამ უმრავლესობა უმოქმედოა.
|
მაკა ხარაზიშვილი 29.05.2015
"ტავ ურბან საქართველო" თბილისის აეროპორტში კიდევ 12 წელი დარჩება. კომპანიამ დამატებითი ინვესტიციები უნდა განახორციელოს და სექტემბრიდან ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობა დაიწყოს. რაც შეეხება ტარიფის ზრდას, ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ კომპანია ამ საკითხზეც დაიყოლიეს და ტარიფი სამ ეტაპად, მგზავრზე თითო დოლარით გაიზრდება.
|
მარი მგალობლიშვილი 29.05.2015
სუპერთასის ფინალში სათამაშოდ 11 აგვისტოს თბილისში "სევილია" ჩამოვა. ესპანურმა კლუბმა უკრაინული "დნიპრო" მინიმალური ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
|
ია აბულაშვილი 29.05.2015
"ყოველთვის აირჩიე რთული გზა - ამ გზაზე თქვენ კონკურენტი არ გეყოლებათ" - ეს სიტყვები ეკუთვნის გენერალ შარლ დე გოლს, რომელიც ფრანგებისათვის ისეთივე მნიშვნელობის ისტორიული ფიგურაა, როგორც ნაპოლეონი და ჟანა დარკი.
|
თეა ბეჟიტაშვილი 28.05.2015
"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მარცხზე პასუხისმგებლობის არ აღება და პოლიტიკური განახლების სურვილის არქონა - ეს ის მიზეზებია, რომელსაც ზურაბ ჯაფარიძის, პავლე კუბლაშვილის, გოგა ხაჩიძისა და გიორგი მელაძის ოთხეული პარტიის დატოვების მოტივად ასახელებს.
|
ეკატერინე ბასილაია 28.05.2015
სულ მალე მედიაში, საჯარო შეკრებებსა თუ თვით "ფეისბუქსა" და "ტვიტერში" გამოქვეყნებული "მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ" სს წესით დასჯადი გახდება - კერძო პირებს 2 წლით პატიმრობა მიესჯებათ, იურიდიულ პირს კი - ლიკვიდაცია ან ჯარიმა, პლუს საქმიანობის ჩამორთმევა.
|
ია აბულაშვილი 28.05.2015
"ნაციონალური მოძრაობის" დაშლა გარდაუვალია, თუ ისევ კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" თავისი შეგნებული თუ შეუგნებელი მოქმედებით არ გადაარჩინა," - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
|
ელზა პაპოშვილი 28.05.2015
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე "რეზონანსთან" ინტერვიუში "ნაციონალური მოძრაობიდან" 4 წევრის წასვლის შესაძლო მიზეზებზე საუბრობს. მისი აზრით, შეიძლება, საქმე გვქონდეს პროდასავლური კოალიციის ჩამოყალიბების სამზადისთან, რომელიც მომავალ პარლამენტში უნდა შეიკრას.
|
თაია არდოტელი 28.05.2015
"საგანგაშოა, რომ ხელისუფლება მოსამართლეთა დასასჯელად ეფექტური საშუალების გამონახვას ცდილობს"; "ცვლილებების შედეგად შეშინებულ მოსამართლესა და სასამართლოს მივიღებთ"; "გენინსპექცია სასამართლო სისტემაში", - ასე აფასებს მოსამართლეთა ნაწილი სასამართლო რეფორმას, კერძოდ, სასამართლო სისტემაში დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღებას, რომლის ფუნქციაც მოსამართლეთა საქმიანობის გაკონტროლება და გადაცდომის შემთხვევაში საქმის წარმოების დაწყება იქნება.
|
ლიკა ამირაშვილი 28.05.2015
ის ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 14 სექტემბრამდე არ უსრულდებათ, ახალი კანონის მიხედვით სკოლაში ვერ შევლენ. ამის საპასუხოდ განათლების სამინისტრო ბავშვებს "სასკოლო მზაობის პროგრამას" სთავაზობს. პროგრამა 7 - თვიანია და დღეში სამსაათიან მეცადინეობას ითვალისწინებს.
|