ია აბულაშვილი
25.05.2015

 1992 წლის 24 ივნისს ედუარდ შევარდნაძემ და ბორის ელცინმა სოჭში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში "დაგომისის ხელშეკრულების" სახელით შევიდა. ხელშეკრულება ითვალისწინებდა საკონტროლო კომიისის შექმნას. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე ცხინვალში ეუთოს სადამკვირვებლო მისია განთავსდა.

სალომე სარიშვილი
25.05.2015

 "ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება: პერსპექტივები და გამოწვევები," - ამ თემაზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით 22 და 23 მაისს თბილისში მე-10 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკოსების, გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისგან ფორუმის შექმნას, რაც ევროინტეგრაციის საკითხებზე ინტენსიურ დიალოგს ხელს შეუწყობს.

თეა ბეჟიტაშვილი
25.05.2015

 კლიენტების სიმცირე, გაძვირებული პროდუქტი, გარემოვაჭრეების მომრავლება - ნავთლუღის ბაზრის გამყიდვლები "მთელ კვირასთან" საუბარში ამ საკითხებს უჩივიან და ამბობენ, რომ ლარის კურსის ცვლილებამ მყიდველის რაოდენობა შეამცირა.

სალომე სარიშვილი
25.05.2015

"ცოცხალ ორგანიზმებზე გენმოდიფიცირებული პროდუქტების გავლენა ჯერ კიდევ 1994-96 წლებში გამოჩნდა, როდესაც ასეთი პროდუქტების დანერგვა დაიწყო. სწორედ მაშინ გაჩნდა მონაცემები იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენდა გენმოდიფიცირებული ინგრედიენტების შემცველი პროდუქტები ადამიანის ორგანიზმზე. პირველი რეაქციები გახლდათ ალერგია და ინტოქსიკაცია, რასაც მომდევნო წლებში კიდევ უფრო საგანგაშო ეფექტები მოჰყვა," - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ა/ო "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" პროგრამების კოორდინატორი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი გიორგი მაღრაძე.

ელზა პაპოშვილი
25.05.2015

 "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეს კორუფციაში ადანაშაულებს. ბაღათურიას განცხადებით, ის დოკუმენტები, რომელიც მას გააჩნია, ცხადყოფს, რომ კახი კალაძეს ენერგეტიკის სფეროში კომერციული ინტერესები აქვს და ამ ფაქტზე, ბაღათურიას მტკიცებით, პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო.

ზვიად მახარაძე რიგა-ბრიუსელი
23.05.2015

 გუშინ რიგაში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე ევროკავშირმა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას უფრო მეტი მხარდაჭერა, მეტი ფინანსური დახმარება აღუთქვა, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, პარტნიორ ქვეყნებს წევრობის პერსპექტივაზე უარი ეთქვათ.

თაკო მათეშვილი
23.05.2015

მოულოდნელი არაფერი მომხდარა, ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც ველოდით - ასე აფასებენ ქართველი პოლიტოლოგები რიგის სამიტსა და მიღებულ დეკლარაციას. მათივე თქმით, რიგაში კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირია, დანარჩენი კი დროის საკითხია.

ელზა წიკლაური
23.05.2015

მთავრობის წლევანდელი საინვესტიციო თამასა ერთი მილიარდი დოლარია. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აცხადებს, ხელისუფლებას ასეთი მოლოდინის საფუძველს ქვეყანაში ბოლო პერიოდში გამართული რამდენიმე ბიზნესფორუმი აძლევს. უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით ოპტიმისტური პროგნოზი აქვთ ეკონომისტებსაც. მათი აზრით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებამ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა განახორციელა, გამორიცხული არ არის, რომ საინვესტიციო მონაგარმა 1,5 მლრდ-საც კი გადააჭარბოს.

მაკა ხარაზიშვილი
23.05.2015

 ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანაზე უკვე მუშაობს. დაზუსტებული მონაცემები პარლამენტში კვარტალის ბოლოს შევა. ამასთან, მთავრობამ ეკონომიკური ზრდის ახალი პროგნოზიც უნდა წარმოადგინოს. სპეციალისტების ვარაუდით, ბიუჯეტი, დაახლოებით, 5%-ით შემცირდება.

მაკა ხარაზიშვილი
23.05.2015

 ეროვნულ ბანკს საბანკო ზედამხედველობის ფუნქციას ხელმეორედ ჩამოართმევენ. ხელისუფლება ჩქარობს და ეს საკითხი პარლამენტმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოაგვაროს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი სებ-ის პრეზიდენტისადმი ხელისუფლების უნდობლობა გახდა.

თეა ბეჟიტაშვილი
23.05.2015

 მსოფლიოს ახლომხედველობის ეპიდემია მოედო, რომელიც ბოლო პერიოდში ბავშვებში უფრო ვითარდება. ახლომხედველობის ანუ მიოპიის დროს ადამიანი ახლოს მდებარე საგნებს კარგად ხედავს, ხოლო შორეულს ცუდად. ახლომხედველობა ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს, მაგრამ ყველაზე ხშირად ის 7-12 წლის ბავშვებს აღმოაჩნდებათ ხოლმე. გარდატეხის პერიოდში ახლომხედველობა, როგორც წესი, ძლიერდება.

მამუკა ნაცვალაძე
23.05.2015

 ხვალ ლისაბონში, ჟამორის სარაგბო არენაზე, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის (ყოფილი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი) საგზურის მოსაპოვებლად იასპარეზებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×