თაკო მათეშვილი
21.05.2015

 საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქო პროექტის" დამფუძნებელი, ფსიქოლოგი და სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა საქართველოში პროფესიონალ მკვლევართა ასოციაციის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის, რომლის მიზანიც ჩატარებული კვლევების შემოწმება და საეჭვო თუ სადავო საკითხების დადგენა იქნება. ისინი დადებენ დასკვნას, თუ რამდენად სწორი მეთოდით ჩატარა ესა თუ ის კვლევა და შესაბამისად, რამდენად სანდოა ის. ამბობს, რომ მსგავსი ასოციაციები ევროპაში დიდი ხანია, არსებობს.

მარი ჩიტაია
21.05.2015

 საქართველოს სოფლის მეურნეობა ახალი გამოწვევის წინ აღმოჩნდა. დიდია ალბათობა, რომ ეკოლოგიურად სუფთა სოიოს მოყვანის ნაცვლად, ქვეყანა გენმოდიფიცირებული პროდუქტის მწარმოებელი გახდეს. ასეთი საფრთხე დიდი რაოდენობით გენმოდიფიცირებული სოიოს თესლის იმპორტმა შექმნა.

ია აბულაშვილი
21.05.2015

"მავანმა და მავანმა დაიბრიყვეს ქალაქის მერი, რადგან იგი ინტელიგენტი ადამიანია და არ შეუძლია ისე ებრძოლოს კრიტიკოსებს, როგორც მას ებრძვიან," - აცხადებს დავით ნარმანიას 15-კაციანი მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი, მწერალი რევაზ მიშველაძე.

ვასო კაპანაძე
21.05.2015

 სტოკჰოლმი-თბილისი

შვედეთის სამეფოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ზრუნვა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ინტეგრირება სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. 2030 წლისთვის სტოკჰოლმი შესაძლოა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და ხელმისაწვდომ დედაქალაქად იქცეს ყველასთვის, განურჩევლად სოციალური თუ ფიზიკური ბარიერისა.

სალომე სარიშვილი
21.05.2015

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე იმ დაავადებების რისკზე საუბრობს, რომელიც ზაფხულის სეზონს ახლავს თან. მისი თქმით, სიცხესთან ერთად ხშირია პარაზიტებითა და მწერების კბენით გამოწვეული დაავადების საშიშრობა, ამიტომ იმნაძე მოსახლეობას სიფრთხილისა და დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. როგორც მან "რეზონანსს" უთხრა, ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ყირიმ-კონგოს ცხელების საშიშროებაა მოსალოდნელი, რომელიც უშუალოდ ტკიპებთან კონტაქტითა და კბენით ჩნდება.

ლიკა ამირაშვილი
20.05.2015

 გვალვა, წყალდიდობა, წყალმოვარდნები, ღვარცოფები, მეწყრის გააქტიურება - ეს ის სტიქიური მოვლენებია, რომელიც კლიმატის ცვლილების შემთხვევაში გააქტიურდება. როგორც "რეზონანსთან" გარემოს დაცვის სამინისტროს კლიმატური ცვლილებების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლაზრიევი ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო გლობალური დათბობის პროცესებში არ ჩაერევა, კატასტროფულ შედეგებამდე მივა. მისი თქმით, ბოლო 20 წელიწადში დედამიწის ტემპერატურამ საშუალოდ 0,8 გრადუსით მოიმატა.

თაკო მათეშვილი
20.05.2015

 რიგის სამიტისათვის სამზადისი ფაქტობრივად დასრულებულია. ლატვიის დედაქალაქში უკვე ევროკავშირის ყველა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება. საქართველოდან სამიტს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება. რიგასა და ბრიუსელში იმყოფებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიცა და პარლამენტარებიც.

იაგო ნაცვლიშვილი
20.05.2015

 "რუსეთი დაინტერესებულია, რომ ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში განსახილველი საკითხების განხილვა გადაიტანოს ისეთ ჭრილში, თითქოს საქართველოს სალაპარაკო აქვს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, როგორც დამოუკიდებელ ქვეყნებთან. ეს არის მისი ამოცანა, რასაც ვერ ასრულებს სწორედ იმიტომ, რომ ეს ფორმატი არის საერთაშორისო", - ამბობს "რეზონანსთან" ინტერვიუში საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე.

მარი ჩიტაია
20.05.2015

საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემოდგომიდან გაძვირდება. ცვლილება ძირითადად მიკროავტობუსებს და ტაქსებს შეეხება. დედაქალაქის წამყვან ავტოსადგურებში აცხადებენ, რომ ტარიფის გადახედვას არ გეგმავენ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მგზავრებს ტარიფი არ გაუძვირდებათ.

თეა ბეჟიტაშვილი
20.05.2015

 "რამდენი პროცენტითაც განხორციელდება ეს პროექტი, იმდენი პროცენტით განიმუხტება საცობი თბილისში", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარე დავით მესხიშვილი საცობების განმუხტვის ახალ პროექტზე, რომელიც 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ თბილისის მერიას შესთავაზა.

სალომე სარიშვილი
20.05.2015

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ და ითხოვენ სამეცნიერო საბჭოს მათთან ერთად დირექტორის თავად არჩევის უფლება დაუბრუნდეს. მმართველ გუნდში ცენტრის თანამშრომლების მოთხოვნას მიესალმებიან და აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტში უახლოეს მომავალში წარდგებიან.

ია აბულაშვილი
20.05.2015

 ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში უკიდურესად დაძაბულ ვითარებას ეხმაურება რუსთაველის პრემიის ლაურეატი, კინორეჟისორი გიორგი შენგელაია, რომელიც თვლის, რომ საპროტესტო აქცია აბსოლუტურად დემოკრატიული და მისაღებია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×