თეა ბეჟიტაშვილი
18.05.2015

ბოლო დღეებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გადაუღებელი წვიმების გამო ზოგიერთ რეგიონში მეწყრის ჩამოწოლას, ღვარცოფსა და მდინარეების ადიდებას ელოდებიან სპეციალისტები. წვიმიანი ამინდების გაგრძელების შემთხვევაში, ჰიდროლოგები მდინარეების ადიდებასა და წყლის ნაპირებიდან გადმოსვლას არ გამორიცხავენ, რაც მათი თქმით, სასოფლო-სამეურნეო მოსავალს დატბორავს და გაანადგურებს.

თაია არდოტელი
18.05.2015

 სახელმწიფოს მხრიდან გარემოს დაბინძურებისთვის გაზრდილი ჯარიმების ფონზე, განსაკუთრებით აქტუალური და შემაშფოთებელია დედაქალაქის სხვადასხვა უბანში დაზიანებული, მათ შორის ძირგავარდნილი ნაგვის ურნების პრობლემა.

თაია არდოტელი
18.05.2015

 წლების განმავლობაში ქალაქის ერთ-ერთი მთავარი და ხალხმრავალი ქუჩა დაზიანებულია. როგორც წერეთლის გამზირზე მცხოვრები მოქალაქეები "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებენ, მუდმივად ქუჩის შეკეთების მოლოდინში არიან.

თეა ბეჟიტაშვილი
18.05.2015

 ტროტუარებზე პარკირების შეზღუდვა, შემოსავლების გადანაწილების საკითხი, ევაკუაციის შეზღუდვა და ბაზარზე კონკურენტების დაშვება - ეს ის ოთხპუნქტიანი გეგმაა, რომელიც თბილისის მერიამ კომპანია "სიტი პარკს" წარუდგინა და მოსაფიქრებლად დრო მისცა.

თაია არდოტელი
18.05.2015

 "როდის დასრულდება სამუშაოები, რამდენ ხანს უნდა იყოს ასე გადათხრილი აქაურობა?", - მსგავს განცხადებებს ყოველდღიურად მოისმენთ დადიანის ქუჩაზე მოძრავ მიკროავტობუსებში.

თაია არდოტელი
18.05.2015

"თბილისის სამ უნივერსიტეტში გამოკითხული 250 სტუდენტი გოგონადან დაახლოებით 10%-ზე მეტმა თქვა, რომ აბორტი 5-6 ჯერ აქვთ გაკეთებული. გამოკითხულთა 7%-ს კი პირველი აბორტი 14 წლის ასაკში გაუკეთებია," - ამის შესახებ "მთელ კვირასთან" საუბრისას "დემოგრაფიული ფონდის" ხელმძღვანელმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.

მამუკა ნაცვალაძე
18.05.2015

 ლისაბონში "მსოფლიო რაგბის" 20-წლამდელთა ალაფის 2015 წლის გათამაშების მეორე მატჩში უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" ტურნირის მთავარი ფავორიტი ფიჯის 20-წლამდელთა ნაკრები დამაჯერებლად დაამარცხეს 30:13 და ჯგუფში პირველობა დაისაკუთრეს.

ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
16.05.2015

 რაც უფრო ახლოვდება "აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგის სამიტი, სიტუაცია სულ უფრო გაურკვეველი ხდება. მხარეები ვერ თანხმდებიან სამიტის შემაჯამებელი დეკლარაციის ცალკეულ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან პუნქტებზე. საქართველო, უკრაინა და მოლდოვა სულ უფრო ემსგავსებიან სპეციალურად მათთვის მოწყობილი გალიის ტუსაღებს, რომლებსაც წინასწარ შემოუსაზღვრეს, თუ რისი მოთხოვნის უფლება აქვთ და რაზე არც კი უნდა იოცნებონ.

ეკატერინე ბასილაია
16.05.2015

 ერთი კვირის წინ სოხუმში მომხდარი ინციდენტი, რომელსაც საბოლოოდ აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრის გადადგომა მოჰყვა, შესაძლოა აფხაზეთში სერიოზული შიდა დაპირისპირების საფუძველი გახდეს. ყველაფერი კი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ქუჩური გარჩევით დაიწყო - დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას დაცვის წევრმა სოხუმის ცენტრში ორი მილიციელი გალახა, მეორე დღეს კი უკვე მილიციელებმა მასზე შური იძიეს და ასევე სასტიკად სცემეს.

თაკო მათეშვილი
16.05.2015

 ახალი მთავარი პროკურორის არჩევა თუ მთავარი პროკურორის ხელახალი არჩევა - იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება სხვადასხვაგვარად იქნა ინტერპრეტირებული.

თიკო ოსმანოვა
16.05.2015

 უახლოეს მომავალში შინაგან საქმეთა სამინისტრო ორ უწყებად ჩამოყალიბდება. გომელაურის უწყებას უსაფრთხოების სამსახური გამოეყოფა, რომლის ხელმძღვანელსაც პარლამენტი 6 წლის ვადით აირჩევს და როგორც კანონშია ნათქვამი, იგი იქნება აპოლიტიკური და ანგარიშვალდებული როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის წინაშე.

ელზა პაპოშვილი
16.05.2015

 გუშინ დილით გორის რაიონის სოფელ აძვიდან რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული ორი მოზარდი დღის მეორე ნახევარში გაათავისუფლეს. მთელი დღის ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად შსს-ს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა და შიდა ქართლის სამხარეო პოლიციამ დაკავებული მოზარდების გათავისუფლება შეძლეს. ორივე არასრულწლოვანი ერგნეთის საგუშაგოს ტერიტორიაზე სამართალდამცავებს ოსურმა მხარემ გადასცა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×