ელზა პაპოშვილი 13.05.2015
საქართველოს სასტუმროების უმრავლესობაში არ არსებობს უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები და მათი ძირითადი ნაწილი ადვილად აალებადი მასალებით არის მოპირკეთებული - ამის შესახებ "რეზონანსთან" ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების ექსპერტები საუბრობენ, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყანაში არ ფუნქციონირებს სამსახურები, რომელთაც სამშენებლო და სახანძრო უსაფრთხოება ევალებათ.
|
თიკო ოსმანოვა 13.05.2015
დამოუკიდებლობის 97-ე წლისთავიც სამხედრო აღლუმის გარეშე ჩაივლის, თუმცა, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, იქნება სახალხო დღესასწაული. თვითმმართველ 12 ქალაქში გაიმართება მთელი რიგი საზეიმო ღონისძიებები. თბილისში ყველა სამინისტრო წარმოდგენილი იქნება საკუთარი პროექტებით. საღამო გალაკონცერტით და ტრადიციული ფეიერვერკით დასრულდება.
|
მაკა ხარაზიშვილი 13.05.2015
სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე მიყიდვის შესახებ კანონპროექტი ისევ ჰაერშია გამოკიდებული. პარლამენტში ჯერ პროექტის საბოლოო ვერსიაზეც კი ვერ შეჯერებულან. კანონის დამტკიცებამდე უცხოელები მიწას უპრობლემოდ იძენენ.
|
ელზა წიკლაური 13.05.2015
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის დევალვაციაზე კომენტარს ისევ არ აკეთებს და ამბობს, რომ დეტალებზე მომავალ კვირას პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას ისაუბრებს. მანამდე კი ქადაგიძის ქმედებებს კანონმდებლები ისევ აკრიტიკებენ. დეპუტატთა აზრით, ლარის დევალვაციის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეროვნული ბანკის დაგვიანებული რეაქცია გახდა.
|
მაკა ხარაზიშვილი 13.05.2015
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური ფორუმი დაიწყო. საქართველოს დედაქალაქი 4 ათასზე მეტ ადამიანს მასპინძლობს. აღნიშნული ფორუმის ფარგლებში, ევრობანკი 5-წლიან სამოქმედო სტრატეგიას დაამტკიცებს. საქართველოს კი ეძლევა საშუალება, წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობა ეკონომიკის განვითარების კუთხით.
|
მარი ჩიტაია 13.05.2015
ქვეყანაში მომსახურება გაძვირდა. სხვადასხვა სფეროში ფასმა 5-10%-ით მოიმატა. კომპანიებში აცხადებენ, რომ რთული გადაწყვეტილება ლარის გაუფასურების გამო მიიღეს.
|
ია აბულაშვილი 13.05.2015
სახელმწიფო დუმაში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა განაახლოს კუბასთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა და ასევე დაიწყოს მუშაობა ლურდოსის რადიოლოკაციური ცენტრის აღდგენასთან დაკავშირებით, რომელიც მდებარეობს კუბის დედაქალაქ ჰავანასთან ახლოს.
|
მარი მგალობლიშვილი 13.05.2015
დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებითი მატჩი გაიმართება, სადაც ფინალის საგზურისთვის მადრიდის "რეალი" და ტურინის "იუვენტუსი" იბრძოლებენ. შეგახსენებთ, რომ ამ კლუბების პირველ შეხვედრაში "სამეფო კლუბი" სტუმრად 1:2 დამარცხდა.
|
მარი ჩიტაია 12.05.2015
ქართული ავეჯის ექსპორტს პრობლემა აქვს. ადგილობრივი ნაწარმი უმეტესწილად აზიის ქვეყნებში იყიდება, თუმცა ბოლო დროს მოთხოვნა შემცირდა, რის გამოც კომპანიებმა ექსპორტი შეამცირეს, ზოგმა საერთოდაც გაურკვეველი პერიოდით შეაჩერა.
|
მაკა ხარაზიშვილი 12.05.2015
ყაზახეთიდან, რომელიც საქართველოსთვის ერთ დროს მთავარი ინვესტორი ქვეყანაც კი იყო, ინვესტიციები მკვეთრად მცირდება. გახშირდა შემთხვევა, როდესაც ყაზახურ კომპანიებში სხვადასხვა სახის პრობლემა იქმნება. სპეციალისტები მიუთითებენ, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ყაზახური მენეჯმენტის ბრალია.
|
ნატა გიორგაძე 12.05.2015
საქართველოში, შესაძლოა, ბუნებრივი აირის ტარიფი შემცირდეს, ელექტროენერგიის კი გაიზარდოს. დენის გაძვირების შემთხვევაში, როგორც ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, მთავრობა სუბსიდირებას განახორციელებს. ამასთან, კალაძე ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით კომპანიების განაცხადს ლარის გაუფასურებით ხსნის, თუმცა ამბობს, რომ "არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს".
|
მაკა ხარაზიშვილი 12.05.2015
ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. შესაბამისად, საზოგადოება აღნიშნულთან დაკავშირებით უფრო მეტ განმარტებას ითხოვს. ეროვნულმა ბანკმა პასუხისმგებლობა მოიხსნა და ამბობს, რომ იგი მხოლოდ ფინანსურ სტაბილურობასა და ინფლაციაზეა პასუხისმგებელი. მიზნობრივი ინფლაცია კი 5%-ია, სტატისტიკის ეროვნული სამსახური კი 3%-ზე ნაკლებს აჩვენებს. იყო თუ არა სწორი, როდესაც საქართველო ინფლაციის "თარგეთირების" მოდელზე გადავიდა ან რამდენად სწორად განისაზღვრა 5%-იანი ინფლაციური ზღვარი?
|