ელზა წიკლაური 12.05.2015
საქართველოში უცხოურ ვალუტაში გადაყვანილი პენსიის ოდენობა შემცირდა. თუ ლარის დევალვაციამდე საშუალო პენსია 85 დოლარი იყო, დღეს ის უკვე 64 დოლარს შეადგენს და რეგონში უმდაბლესი მაჩვენებელია. საშუალო ხელფასით კი მხოლოდ სომხეთსა და მოლდოვას ვუსწრებთ. საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოში პენსია საშუალო ხელფასის მხოლოდ 17,1%-ს შეადგენს და ის პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
|
მარი ჩიტაია 12.05.2015
საზაფხულო სეზონის წინ ესთეტიკური ცენტრების მომსახურებაზე მოთხოვნამ მოიმატა. დედაქალაქის სოლარიუმებში აცხადებენ, რომ კლიენტების რაოდენობა ერთბაშად გაორმაგდა, რაც მიმდინარე პერიოდისთვის ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა, შარშანდელთან შედარებით, მნიშვნელოვანი ზრდა არ შეინიშნება.
|
თაკო მათეშვილი 12.05.2015
რუსეთმა ტანკებით ბრძოლას იდეოლოგიური ომი დაუმატა, რომელსაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ევროპასა და ამერიკაში აწარმოებს - ამ მოსაზრებას გამოთქვამენ პოლიტოლოგები ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას და დასძენენ, რომ ჰიბრიდული ბრძოლა ბევრად უფრო საშიში და ეფექტურია, ვიდრე ჩვეულებრივი ომები, რომლებიც რუსეთ-საქართველოს შორის არაერთხელ ვიხილეთ.
|
იაგო ნაცვლიშვილი 12.05.2015
"სამწუხაროდ, რიგის სამიტზე პროგნოზი დამაიმედებელი აღარ არის. გამოქვეყნდა ევროკომისიის დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველომ 15 პუნქტიანი მოთხოვნიდან კარგად მხოლოდ შვიდი შეასრულა. დარჩენილი 8 მოთხოვნიდან ოთხი ნაწილობრივ არის შესრულებული და ოთხი ნახევრად. იცით, რომ ნახევრად შესრულებული მოთხოვნები ევროკავშირს არ აკმაყოფილებს.
|
თიკო ოსმანოვა 12.05.2015
ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონშიც აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით სოხუმში გაიმართა ქართველი რეჟისორის რეზო ჩხეიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, სადაც ნაჩვენები იყო "ჯარისკაცის მამის" ფერადი ვერსია.
|
თეა ბეჟიტაშვილი 12.05.2015
"შავი ზღვის სანაპირო რუსებს, როგორც ნატოსთან დაპირისპირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლაცდარმი, ძალიან სჭირდებათ, ამიტომ ისინი ყველანაირად ეცდებიან ყირიმზე სახმელეთო გასასვლელის მოპოვებას", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ მაისაია ნატოს გენერალური მდივნის განცხადებაზე პრორუსი სეპარატისტების მოსალოდნელი შეტევის განახლების შესახებ.
|
მარი მგალობლიშვილი 12.05.2015
მადრიდის "რეალიდან" "მილანში" გადაბარგებულ დიეგო ლოპესს იტალიაში არც თუ კარგი სეზონი ჰქონდა. თუმცა, "როსონერიდან" ყველაზე გამორჩეული სწორედ ლოპესი გახლდათ.
|
ელზა წიკლაური 12.05.2015
აღწერის შედეგებმა სიღარიბის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაზარდა. თუ აქამდე საარსებო შემწეობას 9% იღებდა, მოსახლეობის საერთო რაოდენობის შემცირების ფონზე, ეს მაჩვენებელი უკვე 11%-მდე გაიზარდა. 1,6 მლნ ადამიანი კი, ანუ მოსახლეობის დაახლოებით 44% თვლის, რომ ღარიბია და სახელმწიფო დახმარება სჭირდება. ძველი აღწერისას ეს მაჩვენებელი 36% იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში თითქმის ყოველი მეორე ღარიბი, ყოველი მეათე კი ღატაკია.
|
თაია არდოტელი 11.05.2015
"ყურადღებას მოგვაქცევს ვინმე, თუ ელბაქიძის ისტორია რომ განმეორდება, მერე გელოდოთ?! რამდენიმე დღეა გზა გადაკეტილია, მაგრამ სამუშაოები არ მიმდინარეობს. ნელ-ნელა ინგრევა გზა. იქნებ რაიმე გააკეთოთ, სანამ ჩავედით მოსახლეობა ამ ორმოში!!!!!!! მანქანების მოძრაობა გაუქმებულია, თუ ასე გაგრძელდა და გამაგრება არ ჩაუტარდა, მალე სახლებს მოადგება ეს მიწა, ჩაინგრევა და საერთოდ, უბინაოდ დავრჩებით," - რამდენიმე დღის წინ ბარნოვის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები ბარნოვის ქუჩის #2-ში შექმნილ მძიმე მდგომარეობას აპროტესტებდნენ და დახმარებას ითხოვდნენ.
|
ეკატერინე ბასილაია 11.05.2015
2008 წლის აგვისტოში რუსულმა ავიაციამ გორი დაბომბა. 7 წლის შემდეგ კი, 9 მაისს, გორის ცენტრში ქართველებმა რუსული დროშები ააფრიალეს. თუკი აქამდე პრორუსული ძალები ძირითადად მხოლოდ ანტიდასავლური პროპაგანდით იყვნენ დაკავებული, 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნის გარდა, მათი მხრიდან რუსეთის ახალი იმპერიული ამბიციების ხმამაღალ მხარდაჭერად იქცა.
|
თეა ბეჟიტაშვილი 11.05.2015
ორიოდე დღის წინ კანკალით, თავის ტკივილით, სუნთქვის გაძნელებითა და სისუსტის შეგრძნებით კარალეთის საჯარო სკოლიდან გორის ბავშვთა საავადმყოფოში ათი მოსწავლე გადაიყვანეს. შემთხვევა დილის საათებში, სკოლაში გაკვეთილის მიმდინარეობისას მოხდა.
|
ვახტანგ შამუგია 11.05.2015
9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავის აღნიშვნამ თბილისში შედარებით მშვიდად ჩაიარა. ვაკის პარკში იყო ექსცესები, რომლის შედეგადაც პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, თუმცა სერიოზული დაპირისპირება არ ყოფილა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|