ზვიად მახარაძე (ბრიუსელი) 11.05.2015
საქართველოს განსაკუთრებული მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს 21-22 მაისს რიგაში დაგეგმილი ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტისაგან და ზოგადად, არცერთი სხვა სამიტისგან, რადგანაც ეს არის წინასწარ მომზადებული შეხვედრა, სადაც დაუგეგმავი, სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება. ამის შესახებ საუბრობს "მთელი კვირისათვის" მიცემულ ინტერვიუში ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე.
|
იაგო ნაცვლიშვილი 11.05.2015
საქართველოში ლგტბ თემის წარმომადგენლები 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაგეგმილ ღონისძიებებს ასაიდუმლოებენ. შეგახსენებთ, რომ 2 წლის წინ 17 მაისს მათ მიერ თბილისში აქციის გამართვის მცდელობა დარბევასა და მასობრივ არეულობაში გადაიზარდა.
|
თაკო მათეშვილი 11.05.2015
"ფაქტია, რომ კოალიციიდან "თავისუფალი დემოკრატების" გასვლის შემდეგ "რესპუბლიკელების" ძალაუფლების არეალი გაფართოვდა", - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი კოალიციაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას და დასძენს, რომ "რესპუბლიკელები" იღებენ იმას, რასაც ითხოვენ.
|
ლიკა ამირაშვილი 11.05.2015
9 მაისს ვაკის პარკში სამართალდამცველებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ჭანტურია დააკავეს. დაკავების მიზეზი ის გახდა, რომ მან პარკში მყოფ ერთ-ერთ მამაკაცს "გეორგიევსკის ლენტი" ჩამოხსნა.
|
თეა ბეჟიტაშვილი 11.05.2015
წინა კვირას აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე ფეხით მოსიარულეთა ხიდი ჩაინგრა. ხიდს სატვირთო მანქანა დაეჯახა, რკინის კონსტრუქცია მოწყვიტა და ამის შედეგად ხიდი ჩამოინგრა. მერიის წარმომადგენლები საფეხმავლო ხიდის ჩანგრევაში ხიდის გაუმართაობის შესაძლებლობას გამორიცხავენ.
|
თაია არდოტელი 11.05.2015
უკვე წლებია ხევსურეთის ქუჩის მცხოვრებლები სხვადასხვა ხელისუფლებისაგან გზის გაკეთების დაპირებას იღებენ, თუმცა, პრობლემა კვლავ გადაუჭრელია.
|
თიკო ოსმანოვა 11.05.2015
21-22 მაისს აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტმა შესაძლოა, აქციის ფონზე ჩაიაროს. მანიფესტანტები სხვადასხვა ქვეყნის 400-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იქნებიან, რომლებიც საქართველოსთვის, მოლდოვასთვის და უკრაინისთვის ევროპერსპექტივას მოითხოვენ. ამასთან დაკავშირებით კოალიცია "ეროვნული პლატფორმის" ორგანიზებით ერთობლივი მიმართვაც მომზადდა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებს გაეგზავნათ.
|
მამუკა ნაცვალაძე 11.05.2015
ხვალ ლისაბონში სტარტს აიღებს მსოფლიო ალაფის გათამაშება რაგბიში, რომელზეც 20 - წლამდელი ქართველი "ბორჯღალოსნები" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის (ყოფილი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი) საგზურის მოსაპოვებლად იასპარეზებენ.
|
თაია არდოტელი 11.05.2015
საცობის პრობლემა დედაქალაქში ჯერჯერობით გადაუჭრელია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა პიკის საათებში. მუდმივი საცობები, გაწამებული მძღოლები და მგზავრები დედაქალაქის გზებზე - ეს სურათი ფაქტობრივად ყოველდღურად შეგვიძლია ვნახოთ. საცობების პრობლემას ემატება დასუფთავების სამსახურის მანქანების მოძრაობა, განსაკუთრებით საღამოს, რაც მოძრაობის დამატებით შეფერხებას იწვევს.
|
მარი მგალობლიშვილი 09.05.2015
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად "ბარსელონასთან" 0:3 დამარცხდა და განმეორებითი შეხვედრისთვის თავი საკმაოდ ცუდ დღეში ჩაიგდო. თუმცა, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ტიაგო ალკანტარა აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არაფერია დაკარგული.
|
იაგო ნაცვლიშვილი 09.05.2015
დღე მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავს აღნიშნავენ. რუსული მედიის ინფორმაციით, მასშტაბურ საზეიმო ღონისძიებაზე 68 ქვეყნის ხელმძღვანელობას დაუგზავნეს მოსაწვევები, თუმცა ამაზე დადებითი პასუხი მხოლო 30 ქვეყნიდან მიიღეს.
|
თიკო ოსმანოვა 09.05.2015
საქართველომ 15 მოთხოვნიდან 7 სრულად შეასრულა, დანარჩენი კი - ნაწილობრივ, თუმცა "შემდგომი პროგრესის პერსპექტივით" - ასეთი შეფასებაა გაკეთებული საქართველოს მიერ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკაშირებით ევროკომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაში.
|