თაია არდოტელი 06.05.2015
კანონის უხეში დარღვევით სამსახურიდან გათავისუფლებული 70 ადამიანი და პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული 23 მოქალაქე - ეს შედეგი აჩვენა საჯარო სკოლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელმა კომისიამ.
|
სალომე სარიშვილი 06.05.2015
შორეთის სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი გააჩნია, კრიტიკულ მდგომარეობაშია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ძეგლის ფოტოებმა სრულიად სოციალური ქსელის ყურადღება მიიპყრო. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ძეგლს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა ამ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მისი რეაბილიტაციის საპროექტო გეგმა უკვე მზადაა.
|
ელზა პაპოშვილი 06.05.2015
სამართალდამცველებმა საქართველოს 4 ქალაქის მასშტაბით - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და ზუგდიდი - 40 პირი პორნოგრაფიული მასალის "გავრცელება-რეკლამირების" ბრალდებით დააკავეს. თუმცა იურისტთა ნაწილი საკანონმდებლო ხარვეზებზე ამახვილებს ყურადღებას და ფიქრობს, რომ შესაბამისი საკონონმდებლო ბაზის არარსებობის გამო ამ ადამიანების დაკავება სამართლებრივად გაუგებარია.
|
თაკო მათეშვილი 06.05.2015
"უნდა მოვიფიქროთ, კიდევ რითი შეიძლება დასავლეთისათვის საჭიროები გავხდეთ," - ამბობს პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე რიგის სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინზე საუბრისას და დასძენს, რომ ევროპას ახლა მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს და ჩვენთვის, მარტივად რომ ვთქვათ, არ სცხელა.
|
იაგო ნაცვლიშვილი 06.05.2015
ქართულ ფეხბურთში მორიგი სკანდალია. შსს-ს თანამშრომლებმა გარიგებულ მატჩებში მონაწილეობისთვის 8 პირი დააკავეს, მათ შორის პირველი ლიგის ორი მოქმედი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი და ტოტალიზატორის წარმომადგენელი.
|
მარი ჩიტაია 06.05.2015
დასავლეთ საქართველოში თხილის ფასმა 12 ლარამდე მოიმატა. დიდი ალბათობით, არსებული ფასი წლის ბოლომდე შენარჩუნდება. ხალხს მოტივაცია არ აკლია, რომ თხილის მოშენებით კიდევ უფრო დაინტერესდეს.
|
მაკა ხარაზიშვილი 06.05.2015
რამდენიმე დღეში საწვავი კიდევ 5 თეთრით გაძვირდება. ნავთობიმპორტიორები მიზეზად საწვავზე საერთაშორისო ფასის ზრდას და ლარის კურსის მკვეთრ გაუფასურებას ასახელებენ. არსებული ფასის შენარჩუნება კი იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი 1 ლარი დოლართან მიმართებაში 2,2 ლარის ნიშნულამდე გამყარდება.
|
ელზა წიკლაური 06.05.2015
საქართველოში ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება 2018 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდება, მანამდე კი სპეციალისტები ხელისუფლებას იმპორტზე ევრო-4-ის სტანდარტის დაწესებას ურჩევენ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ვეღარ შემოვა 2005 წლამდე გამოშვებული მანქანები.
|
ლიკა ამირაშვილი 06.05.2015
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს წითელას, წითურასა და ყბაყურას საწინააღმდეგო აცრებისკენ მოუწოდებს. მათი ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე წითელას 11 ათასზე მეტი შემთხვევაა დარეგისტრირებული. 29 წლამდე მოქალაქეებისთვის აცრები უფასოა.
|
თეა ბეჟიტაშვილი 06.05.2015
ტურისტული სეზონის გახსნასთან ერთად თბილისის ქუჩებში ტურისტების რაოდენობის ზრდა შეინიშნება. მათ ძირითადად დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში შეამჩნევთ. მათ რაოდენობას არ უჩივიან ბარებისა და რესტორნების მენეჯერები.
|
თაკო მათეშვილი 05.05.2015
9 მაისს ვაკის პარკთან მისულ რუს ბაიკერებს ქართველი ბაიკერები დახვდებიან, რათა ისინი პარკში არ შეუშვან. საქართველოს მოტოკლუბის პრეზიდენტი ვახტანგ შენგელაია ამბობს, რომ ისინი ვეტერანებთან შეხვედრასა და უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მისვლას არ იმსახურებენ და ამით მხოლოდ და მხოლოდ ხალხს გააღიზიანებენ.
|
თიკო ოსმანოვა 05.05.2015
"რესპუბლიკელებისადმი" დადებითი განწყობის მიუხედავად "თავისუფალი დემოკრატები," პარლამენტში მთვარობისთვის ნდობის გამოცხადებას არ აპირებენ.
|