მაკა ხარაზიშვილი 05.05.2015
აღწერის შედეგებმა საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებელი თავდაყირა დააყენა. მოსახლეობის შემცირების ფონზე ქვეყანას სტატისტიკურად უფრო მეტი უმუშევარი ეყოლება, სამაგიეროდ, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიგა პროდუქტის მაჩვენებელი დაახლოებით 736 დოლარით გაიზრდება. მნიშვნელოვნად შეიცვლება საერთაშორისო სარეიტინგო მაჩვენებლები. ირკვევა, რომ ყველა ფუნდამენტური კვლევა, რომლებსაც ეკონომისტები აკეთებდნენ, არასწორ სტატისტიკურ მონაცემებს ეფუძნებოდა.
|
თეა ბეჟიტაშვილი 05.05.2015
ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლებისთვის ამერიკული ჯავშანტექნიკა საქართველოში პირველად ჩამოვა. სამხედრო აღჭურვილობა ბულგარეთის საპორტო ქალაქ ვარნადან ვაზიანის საწვრთნელი ბაზისკენ უკვე დაიძრა. ამის შესახებ ინფორმაცია ნატოში აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ სოციალურ ქსელში გაავრცელა და თან ფოტოც დაურთო.
|
თეა ბეჟიტაშვილი 05.05.2015
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კვირას თავის ყოველკვირელ გადაცემა "2030"-ში "პანორამა თბილისის" მშენებლობაზე ისაუბრა, თქვა, რომ ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც ძველი თბილისის იერსახეს არ დააზიანებს და აუცილებლად უნდა განხორციელდეს.
|
მაკა ხარაზიშვილი 05.05.2015
ბოლო 10 წლის განმალობაში საქართველოში 11 მილიარდ დოლარამდე ინვესტიცია შემოვიდა. ერთი შეხედვით, ამ რაოდენობის კაპიტალს ქვეყნის ეკონომიკა ბევრად წინ უნდა წაეწია, ვიდრე ამჟამადაა. რეალურად კი ქვეყანაში არც უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირებულა და არც სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესებულა. სპეციალისტების ნაწილი თვლის, რომ საქართველოში, ძირითადად, სპეკულაციური ინვესტიციები შემოდიოდა, რომელიც მოსახლეობის ცხოვრების დონეზე არ აისახა.
|
თეა ნადირაძე 05.05.2015
აგერ უკვე რამდენიმე წელია, ვისმენთ საუბარს პროფესიული განათლების პრიორიტეტულობაზე. ყველას კარგად გვახსოვს, ჯერ კიდევ ლომაიას მინისტრობის დროს, დასავლეთის დაფინანსებით, პროფესიული კოლეჯების ინფრასტრუქტურების შექმნა და ევროკავშირის ექსპერტების ჩართვით ხარისხიანი სწავლებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება.
|
მარი ჩიტაია 05.05.2015
კერძო სკოლებში მოსწავლეთა კონტინგენტი მცირდება. პრობლემის აცილების მიზნით ზოგიერთ სკოლაში ფასების შეცვლისთვის ემზადებიან. ჯერჯერობით უცნობია, რამდენით გაიზრდება გადასახადი. დირექტორთა ინფორმაციით, სავალუტო კრიზისის გამო, დოლარში აღებული კრედიტები გაუძვირდათ და შემოდგომიდან, თუ კურსი არ დასტაბილურდება, სწავლა გაძვირდება.
|
მარი ჩიტაია 05.05.2015
საქართველოში სეზონური მუშახელი გაძვირდა. იაფი მუშის შოვნა თითქმის ყველგან ჭირს, რადგან დღიური გასამრჯელოს ფასმა ზოგიერთ რეგიონში 50 ლარამდეც კი მოიმატა.
|
ელზა წიკლაური 05.05.2015
საქართველოში ახალი საწარმოების რეგისტრაციის მაჩვენებელი შემცირდა. საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,4%-ით ნაკლები საწარმო დარეგისტრირდა. სპეციალისტები რეგისტრაციის შემცირების მთავარ მიზეზებად ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას და საწარმოთა დიდ რაოდენობას ასახელებენ.
|
ელზა წიკლაური 05.05.2015
ლარის კურსთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისია იქმნება. მანამდე კი სავალუტო კრიზისის წარმოქმნაში ეროვნულ ბანკს ღიად აკრიტიკებს ყოფილი პრემიერი და აცხადებს, რომ ლარის გაუფასურებაში მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ მას მიუძღვის. სებ-ის პასუხისმგებლობაზე საუბრობს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც. ანალიტიკოსები კი სამართალდამცავებს ეროვნული ბანკის ქმედებების შესწავლას სთხოვენ.
|
მარი მგალობლიშვილი 05.05.2015
ტურინის "იუვენტუსმა" სკუდეტო მოიპოვა და ჩემპიონობა იზეიმა, თუმცა ზეიმმა დიდხანს არ გასტანა, რადგან იტალიელებს დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ელით "რეალის" წინააღმდეგ. ზეიმის შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელი თუ ფეხბურთელები კომენტარებისას მხოლოდ ლიგის მატჩზე აკეთებდნენ აქცენტს.
|
მამუკა ნაცვალაძე 04.05.2015
ხვალ "იუვენტიუს სტეიდიუმზე" ტურინში გაიმართება ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ნახევარფინალის პირველი შეხვედრა. იტალიური "ბებერი ქალბატონი" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება. ეს იქნება "იუვენტუსის" დაბრუნება ნახევარფინალში 12 წლის შემდეგ.
|
მამუკა ნაცვალაძე 04.05.2015
გიორგი ცაბაძის სახელობის სტუდია "ციცინათელა" ქართული ესტრადის კლასიკოსის 90 წლისთავს საგანგებოდ მომზადებული პროგრამით შეხვდა. თავიდანვე უნდა ითქვას - ხაშურის კულტურის სახლში გამართული კონცერტის რამდენიმე ნომერი შესრულების დონით იმდენად მაღალი რანგის გახლდათ, რომ ნებისმიერ საკონცერტო დარბაზს დაამშვებდა.
|