ლელა ოჩიაური
04.05.2015

გაგა შოთაძე - მუსიკოსი, ფლეიტისტი, დასავლეთ საქართველოში იტალიური ცენტრის პრეზიდენტი, იტალიური პროგრამების კოორდინატორი, იტალიის მთავრობის სამგზის სტიპენდიანტი. სწავლობდა ფლორენციის ლუიჯი ქერუბინის სახელობის კონსერვატორიაში. შემდეგ დაამთავრა იტალიური ენისა და კულტურის ფაკულტეტი და მესამედ - სიენის უნივერსიტეტის საერთაშორისი ტურიზმის ფაკულტეტი დიპლომატიის კურსების ჩათვლით. ახლახან კულტურის სფეროში გაწეული მუშაობისა და დამსახურებისთვის თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდა ხელოვანი და პედაგოგი თურქეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

ელზა პაპოშვილი
02.05.2015

 გია ხუხაშვილი პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. მისი თქმით, მარგველაშვილმა ამ ქმედებით მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემისკენ მოუწოდა. ექსპერტს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩართული კანდიდატურების შერჩევის პროცესში. ის ფიქრობს, რომ მას პირადი პრობლემა წარმოდგენილი კანდიდატურების მიმართ არ აქვს.

თეა ბეჟიტაშვილი
02.05.2015

 რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მეგობრებად ცნობილი რუსი ბაიკერების კლუბის "ღამის მგლების" წევრები უკვე თბილისში არიან. ეს ინფორმაცია "რეზონანსს" რამდენიმე თვითმხილველმა დაუდასტურა. რუსი ბაიკერები შენიშნეს კოლმეურნეობის მოედანზე, ასევე ნაძალადევში, ხუდადოვის ქუჩაზე.

მარი მგალობლიშვილი
02.05.2015

 "ბარსელონას" არგენტინელი თავდამსხმელი ლეონელ მესი ჟურნალისტებს დიდად არ სწყალობს და ინტერვიუებს იშვიათად იძლევა. თუმცა, ორიოდე დღის წინ "ბარსას" მეგოლემ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ინტერვიუ მისცა ესპანელ ჟურნალისტებს და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბა, მათ შორის პირად წარმატებებზეც.

იაგო ნაცვლიშვილი
02.05.2015

 მომავალ კვირას არაფერი შეიცვლება, პრემიერი მთავრობის იმავე შემადგენლობას წარუდგენს პრეზიდენტს, რომელიც ხელის მოწერით დაადასტურებს თავის ნდობას და მინისტრთა კაბინეტს ნდობას საპარლამენტო უმრავლესობაც გამოუცხადებს - ასეთია პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების ვარაუდი მინისტრთა ახალ შემადგენლობაზე.

ლიკა ამირაშვილი
02.05.2015

 პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენა და პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისათვის ნდობის გადმოცხადება ერთი კვირით გადადო. ამ გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობა არ ეთანხმება და თვლის, რომ ჯობდა, მთავრობის დამტკიცება დაჩქარებული წესით მომხდარიყო.

თაკო მათეშვილი
02.05.2015

 გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი თავმჯდომარე, "რესპუბლიკელი" გიგლა აგულაშვილი პრეზიდენტის მიერ მთავრობის დამტკიცების ერთი კვირით გადაწევით გაკვირვებულია და ამბობს, რომ არ ესმის, რისთვის იყო ეს საჭირო.

მარიამ აფციაური
02.05.2015

სამუშაო ადგილების სიმცირეს ქართველი ხალხი ბოლო პერიოდში მუდამ განიცდიდა, თუმცა ამ მხრივ მათი მდგომარეობა ახლა მეტად გართულდა. უკეთესი მომავლის მოლოდინში ძალიან ბევრმა სამსახური დაკარგა. ამას დაემატა ლარის გაუფასურება, მედიკამენტებზე, პროდუქტზე ფასის გაზრდა. ამასობაში მთავრობაც გადადგა. ქვეყანაში მომხდარმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ცვლილებებმა ხალხი პანიკაში ჩააგდო.

მაკა ხარაზიშვილი
02.05.2015

სოფლის მოსახლეობის რაოდენობა 24%-ით შემცირდა. ტენდენცია მზარდია და თუკი ხელისუფლება ამ მიმართულებით სწორ პოლიტიკას არ განსაზღვრავს, რამდენიმე წელიწადში მდგომარეობა კიდევ უფრო საგანგაშო იქნება.

მარი ჩიტაია
02.05.2015

აჭარის რეგიონში თევზის სარეწაო სეზონი ახლახან დასრულდა. ადგილობრივი მეთევზეების ინფორმაციით, ქაფშიის მოპოვებამ რეკორდი მოხსნა. მარტის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მოპოვებული ქაფშიის რაოდენობა 72 ათას ტონას აღწევს, ხოლო სტავრიდა 1000 ტონამდეა.

ელზა წიკლაური
02.05.2015

 მომავალი კვირიდან, შესაძლოა, მედიკამენტები ისევ გაძვირდეს. ფასის ზრდა იმაზე იქნება დამოკიდებული, ეროვნული ვალუტის კურსი იგივე ნიშნულზე დარჩება თუ უფრო მეტად გაუფასურდება. ფარმაცევტულ კომპანიებში ამბობენ, რომ მატება იქნება, მაგრამ არა - საგანგაშო. იანვრიდან დღემდე კი წამლების გარკვეული ნაწილი 12-15%-ით უკვე გაძვირდა.

თეა ბეჟიტაშვილი
02.05.2015

 ჭარბი წონა მხოლოდ მუდმივი კვებისა და ნაკლებად ფიზიკური აქტივობის გამო არ წარმოიქმნება. ზოგჯერ სიმსუქნეს კონკრეტული დაავადება იწვევს. ყველასათვის ცნობილია, რომ წონაში მატება ხელს უწყობს ორგანიზმში სხვადასხვა დაავადების განვითარებას თუმცა არის შემთხვევები, როდესაც წონაში მატებას, კონკრეტული დაავადებები იწვევს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×