მამუკა ნაცვალაძე
30.04.2015

 კოლორიტულმა იუპ კლოპმა დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელის რანგში თავისი ბოლო "დერ კლასიკერი" მოიგო. გერმანიის თასის გათამაშების ნახევარფინალში "ალიანც არენაზე" პენალტების სერიით ჩემპიონობაგანაღდებული "ბაიერნი" მშრალად დაამარცხა 2:0 და ფინალში თამაშის უფლება გაინაღდა.

ეკატერინე ბასილაია
29.04.2015

 სამთავრობო კაბინეტი პრემიერ ღარიბაშვილის გუნდის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, გარემოს დაცვის მინისტრმა დატოვა. კიდევ ერთი მინისტრის წასვლა და პარლამენტში მთავრობის ნდობის საკითხი დადგება, თუმცა, პოლიტოლოგების განცხადებით, პროცესი არა რომელიმე რიგითი მინისტრის, არამედ თვით პრემიერის შეცვლისკენ მიდის და ამ მთავარი ცვლილების განხორციელება ახლა მხოლოდ დროის ამბავია.

მარი ჩიტაია
29.04.2015

 2-3 დღეში თბილისის სუპერმარკეტებში თითქმის ყველა დასახელების პროდუქტი გაძვირდება. მიზეზად მაღაზიების მენეჯერები ლარის დაღმავალ კურსს ასახელებენ. სავაჭრო ობიექტების უმეტეს ნაწილში აცხადებენ, რომ დისტრიბუციის სამსახურებმა პროდუქტის მორიგი გაძვირების შესახებ წინასწარ გააფრთხილეს.

იაგო ნაცვლიშვილი
29.04.2015

 მმართველი გუნდი და ოპოზიცია ჯერჯერობით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ მოდელზე ისევ ვერ თანხმდებიან. ოპოზიცია რეგიონულ-პროპორციულ სისტემას ითხოვს. მმართველ გუნდში კი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ. ამბობენ, რომ მაჟორიტარული სისტემის ასე ხელაღებით გაუქმება სწორი არ იქნება, თუმცა დასძენენ, ცვლილება აუცილებელია. არც იმას გამორიცხავენ, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარი დაუჭირონ. საპარლამენტო უმრავლესობა ხელისუფლების პოზიციას უახლოეს პერიოდში გააცნობს საზოგადოებას.

თაკო მათეშვილი
29.04.2015

 ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სხდომებიდან დაბრუნებული გუგული მაღრაძე სტრასბურგში მათ საქმიანობას აფასებს და იმ მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობს, რომელთაც მოხსენებებში შეეხო და გამოხმაურებაც ჰპოვა.

ია აბულაშვილი
29.04.2015

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე და მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე "რეზონანსი" მთავრობის კანცელარიის ყოფილ უფროს პეტრე მამრაძეს ესაუბრა.

თაია არდოტელი
29.04.2015

 "გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ ღარიბაშვილი საპარტნიორო ფონდის დირექტორად გადაიყვანონ, მის ადგილზე სერგეენკო დანიშნონ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოაცხადონ. ამისთვის კი საჭიროა, მთავრობაში შვიდი მინისტრი იყოს, რომელიც პარლამენტისგან დამტკიცებული არ არის. უკვე ექვსი ასეთი მინისტრია და თუ ყიფიანიც დაემატება, უკვე შვიდი იქნება," - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ, რომელიც "ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარესთან, გოჩა ჯოჯუასთან და "რეფორმატორების" ლიდერთან, ირაკლი ღლონტთან ერთად 26 მაისიდან საპროტესტო აქციებს იწყებს.

თეა ბეჟიტაშვილი
29.04.2015

 ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სწრაფი რეაგირების ძალებს 13 ათასიდან 30 ათას კაცამდე ზრდის. ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ამის მიზეზი ევროპაში უსაფრთხოების გარემოს რადიკალური ცვლილებაა, რასაც რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებს უკავშირებს.

ელზა წიკლაური
29.04.2015

 ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყანა სავალუტო კოლაფსამდე მიიყვანა. ლარს გუშინ ვეღარც სებ-ის 40-მილიონიანმა სავალუტო ინტერვენციამ უშველა და მკვეთრად გაუფასურდა. მთავრობაში ეროვნული ვალუტის შესუსტებას ისევ გარე ფაქტორებს უკავშირებენ. პარლამენტი ობიექტური მიზეზების დასადგენად მომავალ კვირას მთავრობის ეკონომიკურ გუნდს და სებ-ის ხელმძღვანელს იბარებს.

მაკა ხარაზიშვილი
29.04.2015

2004-12 წლებში ტერორითა და შანტაჟით ქონება 5634 ადამიანს დაათმობინეს. ოფიციალურად ეს ყველაფერი სახელმწიფოს ჩუქების ხელშეკრულებით აქვს გაფორმებული. ბიზნესმენები კი აღნიშნავენ, რომ ქონება საკუთარი ნებით არავის დაუთმია, თითოეული მოქალაქე სახელმწიფო ტერორის მსხვერპლი გახდა.

მამუკა ნაცვალაძე
29.04.2015

 უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას, დიდი ალბათობით, ერთ-ერთი გამორჩეული ტრანსფერი იტალიელი მარკო ვერატის მადრიდის "რეალში" გადასვლა იქნება. როგორც მადრიდული "მარკა" იუწყება, "სამეფო კლუბის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს უკვე მოსთხოვა ფრანგული "პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველის შეძენა.

ელზა წიკლაური
28.04.2015

 საქართველოს მოსახლეობა სოციალურ დეფოლტს უახლოვდება. ლარის დევალვაციისა და ინფლაციის შედეგად გაზრდილი ხარჯის გამო, მოქალაქეების დიდი ნაწილი საბანკო კრედიტებს უკვე ვეღარ უმკლავდება. 2015 წლის პირველ 3 თვეში ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა 74 მლნ ლარით, ანუ 29,4%-ით გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში აღებული კრედიტებისა კი - 44,4%-ით.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×