მაკა ხარაზიშვილი
25.04.2015

 ლარის გაუფასურების 16-წლიანი რეკორდი მოიხსნა. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 1 დოლარი 2,2844 ლარი ღირს. გუშინ შუადღემდე ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა რამდენჯერმე შეცვალეს კურსი. მოსახლეობაში მაშინვე გაჩნდა პანიკა, რომ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მკვეთრად დაეცემოდა.

სალომე სარიშვილი
25.04.2015

 "ძალიან მაინტერესებს, რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის, რომ საბურთალოს სასაფლაოებთან სპორტის სასახლის მშენებლობა ნორმალურია. მაშინ ფილარმონია მუხათგვერდში ავაშენოთ და ეგაა. ესაა ფაცი-ფუცისა და არაკომპეტენტურობის შედეგი. ნარმანია ყიფიანს დააბრალებს ამ მშენებლობას თუ პირიქით, ამით არაფერი იცვლება. ფულს ვიხდით იმაში, რაც მერე ისევ გადასატანი გაგვიხდება, ვერ ვხვდები, ასეთ რაღაცებს რატომ ვაკეთებთ," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი.

ლიკა ამირაშვილი
25.04.2015

ახალი სასწავლო წლიდან პედაგოგთა კარიერული ზრდის ახალი სქემა ამოქმედდება. ამ სქემის მიხედვით, მასწავლებლები 4 კატეგორიად დაიყოფიან და სხვადასხვა კრიტერიუმებით შეფასდებიან.

მარიამ აფციაური
25.04.2015

ლარის გაუფასურებამ სტუდენტებს ცხოვრება ძალიან გაურთულა. როგორც ისინი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, ლარის გაუფასურების შემდეგ მათი ყოველთვიური ხარჯი დაახლოებით 80 ლარით გაიზარდა. ზოგიერთ მათგანს ბინა დოლარში აქვს ნაქირავები. სწორედ ამიტომ ახლა უკვე ბევრად მეტის გადახდა უწევთ. ამას ემატება ქსეროქსის, სახელმძღვანელოების, გზისა და საკვების ხარჯიც.

მარი ჩიტაია
25.04.2015

 ენერგოსადისტრიბუციო კომპანიების მოთხოვნას - ტარიფი გადაიხედოს, მთავრობა არ იზიარებს. ქვეყნის პრემიერი ღიად აცხადებს, რომ მოსახლეობას "ხელოვნურად ძაბავენ" და გადასახადის გაძვირების არანაირი წინაპირობა ამ ეტაპზე არ არსებობს. მის აზრს იზიარებს ენერგეტიკის მინისტრიც.

თაკო მათეშვილი
25.04.2015

 ეროსი კიწმარიშვილის საქმეში გამოძიება ორი პირის კვალზე მუშაობს. ერთი მათგანის ვინაობა, რომელიც ოჯახმა "არაქართული გარეგნობის მქონედ" დაახასიათა, ჯერ დასადგენია. მეორეს იდენტიფიცირება კი უკვე მოხერხდა და იგი რამდენჯერმე დაიკითხა კიდეც.

მარი ჩიტაია
25.04.2015

ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში ღორის ხორცის იმპორტმა 184%-ით მოიმატა, ხოლო შინაური ფრინველის მაჩვენებელი 100%-ით გაიზარდა. ბაზარზე განსაკუთრებით ჭარბადაა უკრაინული პროდუქცია. ამ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის გამო, ადგილობრივი ნაწარმი მკვეთრად იაფდება, შესაბამისად, ბიზნესმენები მისი იმპორტით ძალიან ინტერესდებიან.

თეა ბეჟიტაშვილი
25.04.2015

 გაზაფხულის დადგომასთან ერთად თითქმის ყველა ტიპის ალერგიული დაავადება მწვავდება. ალერგიას "ცივილიზაციის დაავადებასაც" უწოდებენ, მისი გამომწვევი მიზეზი ყველა ადამიანში ინდივიდუალურად ვლინდება. ვარაუდობენ, რომ დღეს ალერგია მსოფლიოს მოსახლეობის 12-15%-ს აწუხებს.

მარი მგალობლიშვილი
25.04.2015

 "ბაიერნის" ყოფილი თავდამსხმელი როი მაკაი სამშაბათს მიუნხენს ესტუმრა და ჩემპიონთა ლიგის მატჩსაც დაესწრო. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი "ბაიერნის" ღირსებას 2003-07 წლებში იცავდა და მის შემადგენლობაში 100 გოლზე მეტი აქვს გატანილი.

მაკა ხარაზიშვილი
24.04.2015

 საქართველოს რეგიონებში შეიძლება ელექტროენერგია გაძვირდეს. გაზგამანაწილებელი კომპანიების შემდეგ ტარიფის გაზრდას ელექტროენერგიის დისტრიბუტორი კომპანიებიც ითხოვენ. მიზეზი ლარის გაუფასურება და ელექტროენერგიის იმპორტის გაზრდაა. შარშან ქვეყანაში 852 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია შემოვიდა, 2015 წლის პროგნოზით იმპორტი 901 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზრდება.

სალომე სარიშვილი
24.04.2015

 კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაზე ნომინაცია - "სამი სახეობის ქართული ანბანის კულტურა", იუნესკოს (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) მარტის ბოლოს უკვე წარუდგინა, თუმცა ნომინაციის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანას თან გარკვეული პროცედურები ახლავს, რომელზეც იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფი წელიწადნახევრის განმავლობაში მუშაობს.

იაგო ნაცვლიშვილი
24.04.2015

 "ძალიან უცნაურ ვითარებაში ვართ. პარლამენტის ორი შენობა გვაქვს, ერთის მშენობლობა 350 მილიონი ლარი დაჯდა, ახლა უკვე პრეზიდენტის რეზიდენციის ორი შენობა გვექნება, რომლის მარტო გარემენტება 26 მილიონი ლარი დაჯდა, თორემ მისი ღირებულება გაცილებით მეტია. ვფიქრობ, რომ თუ ყაირათიანად მივუდგებით ჩვენს სიტუაციას, ურიგო არ იქნება, მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირებიც.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×