ელზა პაპოშვილი 22.04.2015
მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელით და მედია საშუალებებით ერაყსა და სირიაში მცხოვრები ქრისტიანი ასირიელების, იგივე ასურელების, გინდათ - აისორების, სასტიკი დევნისა და წამების ამსახველი ფოტო და ვიდეოკადრები გავრცელდა, საქართველოს მოსახლეობის ნაწილმა, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დაიწყეს საუბარი იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ ხალხის დახმარება.
|
ელზა პაპოშვილი 22.04.2015
გურჯაანის გამგეობაში მიმდინარე დაპირისპირება მაჟორიტარი დეპუტატის კაბინეტის დალუქვით დასრულდა. მისი სამუშაო ოთახის შესასვლელში კი ცოცხი და საპროტესტო პლაკატებია გამოკრული.
|
ეკატერინე ბასილაია 22.04.2015
ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი მეამბოხეების ჯგუფის, "კავკასიის იმარატის" მეთაური ალიასხაბ კებეკოვი, იგივე ალი აბუ მუჰამად ად-დაღესტანი, მოკლულია და, როგორც ექსპერტები აცხადებენ, მის ადგილს, დიდი ვარაუდით, ახლა ბევრად უფრო რადიკალი მეთაური დაიკავებს. პოლიტოლოგები არც იმას გამორიცხავენ, რომ "კავკასიის იმარატს" "ისლამური ხალიფატი", იგივე ისის-ი, დაიქვემდებარებს და თუკი ეს მართლაც მოხდება, კავკასიაში უფრო სისხლიან ამბებს პროგნოზირებენ.
|
მარი ჩიტაია 22.04.2015
ამინდის გამო რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოების დაწყება ჭიანურდება. პრობლემა ამ მხრივ განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოშია. იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში მოსახლეობა მიწის დამუშავებას ვერ ახერხებს. ადგილობრივების ინფორმაციით, მიწის დახვნის პროცესი შუა მაისამდე, ხოლო თესვა თვის ბოლომდე გადაიწევს.
|
მაკა ხარაზიშვილი 22.04.2015
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი საბანკო ბიზნესია. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, პირველ კვარტალში კომერციული ბანკების შემოსავალი 988 მლნ ლარამდე გაიზარდა, ხოლო წმინდა მოგება 101 მილიონ ლარამდე. სპეციალისტების განცხადებით, ბანკების მოგების ზრდას ლარის გაუფასურებამაც შეუწყო ხელი.
|
ელზა წიკლაური 22.04.2015
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი კიდევ ერთხელ შეიცვალა. დავით ნარმანიასა და ელგუჯა ხოკრიშვილის შემდეგ, "გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის" გამო, პოსტი დავით შავლიაშვილმაც დატოვა. სამინისტროს მისი მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი ჩაიბარებს. იგი ბოლო 2,5 წლის განმავლობაში რეგიონული ინფრასტრუქტურის სამინისტროს რიგით მე-4 მინისტრი იქნება.
|
თეა ბეჟიტაშვილი 22.04.2015
"დღეს ბავშვებსა და მოზარდებში ჭარბი წონის გავრცელების მაჩვენებლები თითქმის გასამმაგდა. ზედმეტი კილოგრამები ბავშვებში მთელ მსოფლიოში ეპიდემიად იქცა," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ბავშვთა ენდოკრინოლოგი მარინა გორდელაძე.
|
თაკო მათეშვილი 21.04.2015
ნატოში გაწევრიანებამდე, რომელიც საკმაოდ შორეული პერსპექტივაა, საქართველოსნაირ პატარა და პრობლემურ რეგიონში მდებარე ქვეყანას დაცვა და უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, რომლის მიღწევაც რამდენიმე გზით შეიძლება - ამ მოსაზრებას გამოთქვამენ ჩვენთან საუბრისას პოლიტოლოგები და იმ შესაძლო მოდელებზეც საუბრობენ, რომელთა არჩევითაც საქართველოს თავის დაცვა შეუძლია.
|
თიკო ოსმანოვა 21.04.2015
ორი რეზიდენცია უფლებაჩამორთმეული პრეზიდენტისთვის - ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენცია, რომლის რეკონსტრუქციისთვის 26-მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, დღეიდან ექსპლუატაციაში შევიდა, თუმცა, გიორგი მარგველაშვილი მასში შესვლას არ აპირებს და ამ საკითხის წამოწევას მის დისკრედიტაციად აფასებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კი ამბობს, რომ რეზიდენციის შემდგომ ბედზე ხელისუფლება იმსჯელებს.
|
იაგო ნაცვლიშვილი 21.04.2015
"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გარიგება მოხდა ადეიშვილსა და ივანიშვილს შორის. ყოფილ პრემიერს არაერთხელ გამოუხატავს სიმპათიები ადეიშვილის მიმართ. გარდა ამისა, ახლანდელი და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს ფინანსური შეთანხმება.
|
თეა ბეჟიტაშვილი 21.04.2015
"დღეს მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ვლადიმირ პუტინი არ აღიარებს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებს, მაგრამ მას შეუძლია ეს რეგიონები ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოიყენოს უკრაინისთვის დესტაბილიზაციის ფაქტორად ისე, რასაც იგი ახორციელებდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებამდე," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების შესაძლო აღიარების შესახებ.
|
მარი მგალობლიშვილი 21.04.2015
"მილანისა" და "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი, კაკა დღეს აშშ-ს ქდთ-ის ლიგაში "ორლანდოს" ღირსებას იცავს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ამერიკულ გუნდში უკვე ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლიც გაიტანა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|