ელზა პაპოშვილი
18.04.2015

 შალვა აბულაძე პოლიციელების თავდასხმასა და მკვლელობაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის კატეგორიულად უარყოფს "გლოკის" სისტემის იარაღის ქონას, საიდანაც ორი პოლიციელი იქნა მოკლული.

მარი ჩიტაია
18.04.2015

რძის პროდუქტების მწარმოებლები ბიზნესოპერატორებს კონკურენციას ვერ უწევენ. ყველაზე დიდ პრობლემას ფერმერები ყველის რეალიზაციისას აწყდებიან. მათი განცხადებით, ბაზარი სავსეა უხარისხო, რძის ფხვნილისგან დამზადებული ყველით, რომელიც სიიაფის გამო კარგად იყიდება, ხოლო ნატურალურ პროდუქტს მყიდველი რეალურად არ ჰყავს.

მარიამ აფციაური
18.04.2015

დედაქალაქის მობინადრეთა უმეტესობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობით უკმაყოფილოა. ისინი ამხანაგობებს "თაღლითობაში" ადანაშაულებენ. განსაკუთრებით პრობლემებია ახალაშენებულ ბინებში, სადაც მოსაწესრიგებელი ბევრია, ხოლო ვითარება - დაურეგულირებელი. ამიტომ თბილისის მერიას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობის გაკონტროლებას სთხოვენ.

ელზა წიკლაური
18.04.2015

ლარის დევალვაცია კერძო დაზღვევაზეც აისახა. კომპანიების ნაწილმა მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ფასის მატების გამო, პოლისები დაახლოებით 12-დან 17%-მდე გააძვირა. ნაწილი კი ჯერჯერობით ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს აკვირდება და გადაწყვეტილებას ამის შესაბამისად მიიღებს.

თეა ბეჟიტაშვილი
18.04.2015

 მუდმივი დაღლილობა, თავის ტკივილი, უძილობა, ორგანიზმის გამოფიტვა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი - აღნიშნული სიმპტომები ბოლო პერიოდში ფართოდ გავრცელებული ქრონიკული დაღლილობის სინდრომს (ქდს) ეკუთვნის.

მარი მგალობლიშვილი
18.04.2015

 ანდრეა პირლომ უეფას ჩემპიონთა ლიგაზე 110 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 35 წლის ფეხბურთელმა მსოფლიო საკლუბო ტიტული ორჯერ მოიგო, თუმცა ეს "მილანთან" ერთად იყო. წლების შემდეგ "იუვეს" ნახევარმცველს სურს, რომ კვლავ აწიოს ჩემპიონთა ლიგის თასი.

თეა ბეჟიტაშვილი
18.04.2015

 ამერიკელი ინსტრუქტორები უკვე უკრაინაში არიან. ინფორმაცია ამის შესახებ თავად აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ჯეფრი პაიეტმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გაავრცელა და ამერიკული ბრიგადის აეროპორტში ყოფნის ფოტოც დაურთო.

თიკო ოსმანოვა
17.04.2015

 მაისში მთავრობაში, შესაძლოა, მორიგი საკადრო ცვლილებები განხორციელდეს და რამდენიმე მინისტრს თანამდებობის დატოვება მოუწიოს. "ოცნებაში" მინისტრების პასუხისმგებლობაზე უკვე ალაპარაკდნენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებებს გამორიცხავს, თუმცა მინისტრების მუშაობით უკმაყოფილებას არ მალავს.

თაკო მათეშვილი
17.04.2015

 პანკისში მიმდინარე პროცესები რიგის სამიტსა და უვიზო რეჟიმის მიღების გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს - ასე პასუხობენ სკეპტიკოსებს ხელისუფლებაში და ამტკიცებენ, რომ ეს ორი თემა ერთმანეთისაგან გამიჯნულია.

იაგო ნაცვლიშვილი
17.04.2015

 ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა, უნდა აწარმოონ აქტიური კომუნიკაცია ევროკავშირის იმ წევრ სახელმწიფოებთან, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ საქართველოს მომავალს, - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი.

თეა ბეჟიტაშვილი
17.04.2015

 "ყოველთვის სახიფათოა, როდესაც ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა საბრძოლო საშუალებები, იქნება ეს თვითმფრინავები, წყალქვეშა ნავები თუ წყალს, ზედა ხომალდები, ერთმანეთთან სახიფათო სიახლოვეს აღმოჩნდებიან", - ამბობს "რეზონანსთან საუბრისას ჟურნალ "არსენალის" რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ბოლო პერიოდში რუსული საფრენი აპარატების მიერ ნატოს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცის სიახლოვეს განხორციელებულ მანევრებთან დაკაშირებით.

ელზა პაპოშვილი
17.04.2015

საქართველოს თავშესაფრის მოთხოვნით ბოლო 2 წელიწადში ძირითადად უკრაინიდან, ერაყსა და სირიიდან ჩამოსულმა მოქალაქეებმა მიმართეს. მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ირაკლი კოკაიას განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე საქართველოს თავშესაფრის მოთხოვნით ამ ქვეყნებიდან სულ 2014-მდე ადამიანმა მიმართა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×