ელზა პაპოშვილი
16.04.2015

"კავკასიიდან ახალგაზრდების სირიაში და ერაყში გაყვანის მთავარი კორდინატორი ჩვენთვის კარგად ცნობილი ჩეჩენი "ბოევიკი" ახმედ ჩატაევია, რომელიც საქართველოში, პანკისის ხეობაში ცხოვრობს. ის მერაბიშვილის მოთხოვნით უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს მხარეს 2010 წელს გადასცა.

მაკა ხარაზიშვილი
16.04.2015

იურიდიული პირებისთვის გაზის გაძვირების ვადა ახლოვდება. სახელმწიფო სუბსიდირების ხარჯზე ტარიფის გაზრდის საკითხი სწორედ 1-ელ მაისამდე გადაიდო. "რეზონანსის" ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკება გრძელდება და, სავარაუდოდ, სუბსიდირების ხარჯზე ტარიფის გაზრდის ვადა ისევ გადაიწევს. არსებული ტარიფის შენარჩუნება კი სახელმწიფო უკვე 15 მილიონი ლარი დაუჯდა.

მაკა ხარაზიშვილი
16.04.2015

 საავიაციო საკითხებზე რუსეთსა და საქართველოს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკება დასრულდა. სამინისტროში განაცხადეს, რომ მიღებული გადაწყვეტილებით ყველას ინტერესი დაკმაყოფილდა, მათ შორის, ქართული ავიაკომპანიების. "ჯორჯიან ეარვეიზში" კი აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობამ ქართული ავიასივრცე რუსეთს გადააბარა და ამ საკითხით ქვეყნის პარლამენტი უნდა დაინტერესდეს.

მარიამ აფციაური
16.04.2015

 სიღატაკეში მყოფ ბავშვებს დანამატის სახით 10 ლარი დაენიშნებათ. ეს, სავარაუდოდ, 2015 წლის მეორე ნახევარში მოხდება. ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ამ საკითხზე გაეროს ბავშვთა ფონდი მუშაობს. ახალ მეთოდოლოგიას რესპონდენტების უმეტესობა წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს და იმედოვნებს, რომ ეს ცვლილება სიღარიბეში მყოფ ბავშვთა რაოდენობას გაანახევრებს. გამოჩნდნენ ოპონენტებიც. მათი აზრით, ლარის გაუფასურების, მედიკამენტებზე და პროდუქტზე ფასის ზრდის ფონზე, ამ სახის დახმარება არც ისე ეფექტური იქნება.

მარი ჩიტაია
16.04.2015

ბოლო 5 წელიწადში საქართველოში სიმინდის იმპორტმა დაახლოებით 300%-ით, ხოლო ექსპორტმა - 200%-ით მოიმატა. რაც შეეხება ადგილობრივი მარცვლეულის ფასს, ტენდენცია საპირისპიროა. 1 ფუთი სიმინდი ქართულ ბაზარზე, შარშანდელთან შედარებით, 33%-ით არის გაიაფებული.

სალომე სარიშვილი
16.04.2015

 კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ სირიაში საბრძოლველად ახალგაზრდების გადაბირების თვალსაზრისით, პანკისის ხეობასთან ერთად, ჩართულია ქვემო ქართლი და აჭარა, ამიტომ ფიქრობს, რომ ახლა ეს რეგიონები პრიორიტეტულია. მისივე თქმით, პროცესი, რომელიც 20 წლის წინათ დაიწყო, უკვე ძალიან ღრმადაა წასული, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნისთვის სერიოზული საფრთხის შემცველია. ამბობს, რომ ამ პრობლემის გადაჭრაში ყველა უწყება უნდა ჩაერთოს, რომელსაც ახალგაზრდებთან უშუალო შეხება აქვს.

ლელა ოჩიაური
16.04.2015

 სუსტი შუქით განათებული დარბაზი. დაბალი მაგიდები და სავარძლები. შავ-თეთრი სანათები. წითელი ხალიჩა და დიდი თათების შავი ნაკვალევი. ანაბეჭდები კედლებზე. ნაირ-ნაირი, ძირითადად, შავი, თეთრი და წითელი, დახვეწილი ფერთა გამა - თითოეულ კუთხეში თუ ობიექტსა და ერთიანად. ყვავილების თაიგულები და ბანერები - ახალგაზრდა ქალის სახე და ვარდისფერი ფლაკონი, პანტერას სახის რელიეფური გამოსახულეყით. შავ-თეთრი სანათები და მდიდარი სურნელი. ერთმანებში არეული ცოცხალი ყვავილების, უცხო სანელებლებით შეკმაზული კერძებისა და მთავარი - დომინატი სუნამოს არომატი.

მამუკა ნაცვალაძე
16.04.2015

 გაიმართა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი დღის პირველი მატჩები. "იუვენტუს სტედიუმზე" ტურინში "იუვენტუსმა" საეჭვო პენალით მოუგო ფრანგულ "მონაკოს" 1:0, "ვისენტე კალდერონზე" კი მადრიდული დერბი ადგილობრივ "ატლეტიკოსა" და მადრიდის "რეალს" შორის ნულოვანი ფრით დასრულდა.

მარი ჩიტაია
15.04.2015

 საქართველოში ავტომობილების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და 1 მილიონს გადააჭარბა. 2014 წლის მდგომარეობით, მათი რიცხვი 960 000-ს შეადგენდა. გამოდის, რომ ყოველ მეოთხე ადამიანს მანქანა ჰყავს და 1 ოჯახში მინიმუმ 1 მანქანა მაინც არის.

თაკო მათეშვილი
15.04.2015

 "ვისურვებდი, მომავალ არჩევნებზე სხვა ტიპის კოალიცია გვეხილა. ის უკვე ერთიანი ფასეულობების პლატფორმაზე უნდა დაფუძნდეს - ერთიანი ხედვითა და პროგრამით," - ამბობს პოლიტოლოგი, საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებებლი გია ხუხაშვილი საშინაო პოლიტიკასა და კოალიციაში არსებულ სიტუაციაზე საუბრისას და დასძენს, რომ ისეთი გაერთიანება, როგორიც "ქართული ოცნებაა", მხოლოდ ნეგატიური მიზნით - ვიღაცის დასამარცხებლად გამოიყენება, ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვას კი რიგი მიზეზების გამო ვერ ახერხებს.

იაგო ნაცვლიშვილი
15.04.2015

 რიგის სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე საქართველოში ჩამოსულმა დანიის, შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერეს. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა, თუმცა აქვე აღნიშნეს, რომ ეს მეტწილად საქართველოზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად შეასრულებს ევროკავშირის მხრიდან დაკისრებულ ვალდებულებებს. მინისტრების განცხადებით, ქვეყანამ უნდა გააგრძელოს რეფორმები, ხაზი გაუსვეს სასამართლო სისტემის რეფორმას და მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ეკატერინე ბასილაია
15.04.2015

ის გეგმა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი 1 სექტემბრიდან გალის ქართულ სკოლებში ქართული ენის სწავლების რუსულით ჩანაცვლებას აპირებს, ერთი თვის წინ თავად დე ფაქტო პრეზიდენტის მიერ გალის მოსახლეობასთან შეხვედრისას საჯაროდ გაცხადდა, თუმცა საქართველოს ხელსუფლების მხრიდან რატომღაც დღემდე ამ საკითხზე რეაგირება არ მომხდარა. გუშინ კი განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადეს, რომ რისკი არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე გალში ქართული სწავლების აკრძალვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ დასტურდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×