ელზა პაპოშვილი
11.04.2015

 ეროვნული მასშტაბით განხორციელებული ერთკვირიანი ტოტალური ძებნის შედეგად 2 პოლიციელის მკვლელობისთვის ძებნილი, 38 წლის შალვა აბულაძე მისი მშობლიური ბორჯომის სიახლოვეს დააკავეს.

ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
11.04.2015

 ანკარაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცმა განაცხადა, რომ ევროპას აშფოთებს თურქეთში ავტორიტარიზმის ტენდენციები.

ლიკა ამირაშვილი
11.04.2015

 რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 2015 წლის სტრატეგიაში წერს, რომ საჭიროა საჯარო სკოლებში რელიგიის საგანი ისწავლებოდეს. ამჟამად საჯარო სკოლებში რელიგიის ისტორია ისტორიის საგნის ფარგლებში ისწავლება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რელიგიის ცალკე საგანად დამატება ჯერჯერობით არ იგეგმება.

თეა ბეჟიტაშვილი
11.04.2015

 ქართულ ბაზარზე რძის ნაწარმში დარღვევები გამოვლინდა. ჩატარებული კვლევის შედეგად 4 სახეობის კარაქზე მითითებული მონაცემები და შიგთავსის შემადგენლობა ერთმანეთს არ დაემთხვა.

იაგო ნაცვლიშვილი
11.04.2015

 სპორტის სამინისტრო და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი ისევ ვერ თანხმდებიან. დეპუტატებს დასმულ კითხვებზე მინისტრისგან პასუხი დღემდე არ მიუღიათ, მინისტრი კი მზადყოფნას გამოთქვამს ნებისმიერ კითხვას არგუმენტირებული პასუხი გასცეს.

მარიამ აფციაური
11.04.2015

 მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა, ავტომობილებით გადატვირთული გზები, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, ხედი - ეს ის ძირითადი მიზეზებია, რის გამოც თბილისელები ცხოვრებას ქალაქგარეთ, თუმცა მის სიახლოვეს არჩევდნენ. ჩვენ მიერ ჩატარებული მცირე გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა ისიც, რომ რამდენიმე ადგილას უძრავი ქონების ფასი თბილისის ზოგიერთ უბანთან შედარებით უფრო დაბალია.

მაკა ხარაზიშვილი
11.04.2015

 სააღდგომოდ გააქტიურებული ვაჭრობის მიუხედავად პატარა მაღაზიებში მოთხოვნა მაინც მცირეა. გარეუბნებში წვრილი მაღაზიები გაკოტრების საფრთხის წინაშე არიან. თუმცა, სპეციალისტების აზრით, ეს არის გარდაუვალი პროცესი, რომელიც ყველა განვითარებულმა ქვეყანამ გაიარა - მსხვილი სუპერმარკეტების ქსელებმა პატარა მარკეტები შთანთქა.

მარი ჩიტაია
11.04.2015

 აღდგომის დღესასწაულმა კვერცხის ბიზნესი გამოაცოცხლა. მეფრინველეობის ქარხნებში აცხადებენ, რომ ბოლო დროს კვერცხისა და ფრინველის ხორცის რეალიზაციამ მნიშვნელოვნად მოიმატა. ადგილობრივ ბაზარზე ამ ბიზნესის გამოცოცხლება დიდწილად იმპორტის შემცირებას უკავშირდება.

მარი ჩიტაია
11.04.2015

 ბოლო ერთ თვეში საქართველოში ოქრო დაახლოებით 10-15%-ით გაძვირდა. შეიძლება ითქვას, რომ წელს გამონაკლისი შემთხვევაა, როცა ძვირფასულობის ქართული ბაზარი საერთაშორისო ტენდენციას ადეკვატურად პასუხობს. როგორც წესი, ოქროს ფასი საქართველოში თვითდინებაზეა და საერთაშორისო ბაზრის მოვლენებს იშვიათად ეხმიანება. ისიც მაშინ, როცა ფასი, კლების ან ზრდის თვალსაზრისით, რადიკალურად იცვლება.

თეა ბეჟიტაშვილი
11.04.2015

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დაბინძურებული საკვებითა და წყლით გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად 2 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება. მათ შორის ბევრი ბავშვია.

მარი მგალობლიშვილი
10.04.2015

 "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა უეფას ოფიციალურ გვერდს ინტერვიუ მისცა, სადაც ის "სამეფო კლუბზე" საუბრობს. ფრანგი ფეხბურთელი იხსენებს 2002 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილ გოლს - სწორედ ზიდანის გოლის წყალობით მოიგო მაშინ "რეალმა" მეცხრედ ლიგა.

თაკო მათეშვილი
10.04.2015

 ხელისუფლების პირობას იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციელის მკვლელობის გამო კრიმინალურ სამყაროს უმკაცრესი პასუხი გაეცემა, იურისტები, უფლებადამცველები და ექსპერტები უსაფრთხოების საკითხში აკრიტიკებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ "უმკაცრეს პასუხში" პოლიციისათვის უფლებების გაზრდა, ან რამე დამატებითი ღონისძიებების გატარება არ იგულისხმება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×