იაგო ნაცვლიშვილი 09.04.2015
პარლამენტში ინიცირებულ "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს" მმართველი გუნდის გარდა დადებითად აფასებენ იურისტებიც. მათი აზით, კანონი მაქსიმალურად იცავს არასრულწლოვანთა უფლებებს. სასჯელისას გამოიყენება განრიდებისა და მედიაციის მექანიზმებიც, რაც გულისხმობს იმას, რომ პატიმრობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენება. როგორც კანონპროექტის ავტორები "რეზონანსთან" საუბარში ამბობენ, თუ პროკურორი განრიდებას არ გამოიყენებს, ის ვალდებულია თავისი გადაწყვეტილება დაასაბუთოს.
|
ელზა პაპოშვილი 09.04.2015
ორი პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე კვლავ ძებნაშია. მის დასაჭერად ქვეყნის სამართალდამცველთა მთელი რესურსია მობილიზებული. ვინ არის შალვა აბულაძე?
|
თაია არდოტელი 09.04.2015
გუშინ, მაშინ როცა თბილისის მერი საკრებულოს წინაშე გამოდიოდა, რამდენიმე ათეული "პარტიზანი მებაღე" შენობის წინ შეიკრიბა და თბილისში მწვანე საფარის განადგურების გასაპროტესტებლად მოჭრილი ტოტები მიიტანა.
|
ლიკა ამირაშვილი 09.04.2015
კამპანიაში "ეს შენ გეხება" ჩართული ორგანიზაციები ე.წ. ფარული მოსმენების კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ. ისინი 2-გასაღებიანი სისტემის გაუქმებას მოითხოვენ და მიაჩნიათ, რომ შსს-ს პირად ინფორმაციაზე უშუალო წვდომა არ უნდა ჰქონდეს.
|
თაკო მათეშვილი 09.04.2015
"მოხსენება მოხსენებისათვის" - ასე აფასებენ საკრებულოს დეპუტატები, გარდა "ოცნების" წევრებისა, თბილისის მერის ანგარიშს, რომლითაც იგი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე გუშინ წარდგა და ამბობენ, რომ მისი ტექსტი მეტისმეტად ზოგადი ხასიათის იყო. კონკრეტულად არც ერთი პრობლემის მოგვარების გზებზე არ უსაუბრია და თავი აარიდა ყველა მწვავე კითხვას, რომელიც დაუსვეს.
|
სალომე სარიშვილი 09.04.2015
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, რომელიც აშენდა, როგორც კათოლიკური ეკლესია, მაგრამ ამჟამად მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაშია, უძველეს ფრესკებს აღდგენა ესაჭიროება. ბათუმის კათოლიკური ეკლესიის წინამღვარი მამა გაბრიელე ბრაგანტინი ეჭვობს, რომ ტაძრის რესტავრაციის შემდგომ, შესაძლოა, კათოლიკური ფრესკები მართლმადიდებლურით ჩანაცვლდეს, რაც მისი აზრით, ტაძრის ისტორიას საერთოდ გააქრობს.
|
თეა ბეჟიტაშვილი 09.04.2015
ყვითელი ავტობუსის მძღოლები, მეტროს, დასუფთავების სამსახურისა და "სინათლის ქალაქის" თანამშრომლები, შესაძლოა, აღდგომის შემდეგ გაიფიცონ.
|
მაკა ხარაზიშვილი 09.04.2015
კომერციული ბანკები ანაბრებზე წლიურ საპროცენტო განაკვეთს ამცირებენ. კრედიტები დეპოზიტებზე თითქმის 3-ჯერ ძვირია. სპეციალისტების განცხადებით, მაღალი სპრედით (კრედიტების საპროცენტო განაკვეთებსა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა) საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. სპეციალისტების განცხადებით, სპრედის ასეთი მაღალი მაჩვენებელი იმაზე მიუთითებს, რომ საბანკო ბაზარი ნაკლებად კონკურენტულია.
|
ელზა წიკლაური 09.04.2015
მკვეთრი ვარდნის შემდეგ, ეროვნული ვალუტა უკვე რამდენიმე დღეა, მყარდება. სპეციალისტები კურსის გამყარებას, ერთი მხრივ, ეკონომიკური აქტივობის ზრდას, მეორე მხრივ კი, სებ-ის ხელმძღვანელების სურვილს უკავშირებენ, თუმცა მია-ჩნიათ, რომ მერყევი კურსი ისევ შენარჩუნდება. იმისათვის, რომ სებ-მა მიზნობრივ 5%-იან ინფლაციას მიაღწიოს, ლარი, შესაძლოა, კვლავ გაუფასურდეს.
|
მარი ჩიტაია 09.04.2015
სეპარატისტულ აფხაზეთში პროდუქტის ფასი პიკს აღწევს. ბაზრებსა და ადგილობრივ მაღაზიებში წინასააღდგომოდ სურსათის შეძენა თითქმის შეუძლებელია. მოსახლეობის ინფორმაციით, ბოლო დროს პროდუქტი ისედაც გაძვირებული იყო და სადღესასწაულოდ ფასმა ყველაფერზე მოიმატა.
|
მარიამ აფციაური 09.04.2015
2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საჰაერო მიმოსვლის მხრივ ყველაზე დიდი მოთხოვნა კიევისა და რუსეთის მიმართულებაზე იყო. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კი ეს მონაცემები შეცვალა.
|
ვახტანგ შამუგია 09.04.2015
1989 წლის 9 აპრილის იმ ტრაგიკული ღამიდან უკვე თითქმის 26 წელი გავიდა. მიუხედავად ამისა, ქართველები მუდამ დიდი გულისტკივილით ცრემლმორეულნი ვიხსენებთ ამ საშინელ თარიღს და დაღუპულ თანამემამულეებს. ვიხსენებთ აგრეთვე იმ საბჭოთა ჯარისკაცებსაც, რომლებმაც ასე უმოწყალოდ დაარბიეს მშვიდობიანი დემონსტრაცია და ვცდილობთ გავიგოთ, თუ ვინ იყვნენ ისინი, რა მიზანი ამოძრავებდათ მათ, რას ფიქრობდნენ, როგორ მოქმედებდნენ და გვებადება კითხვა - ნანობენ თუ არა?
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|