იაგო ნაცვლიშვილი 04.04.2015
საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით დავა დასრულებულია „როვნულ ფორუმსა“ და „ოცნებას“ შორის დავა დასრულებულია. „ფორუმში“ ცხადებენ, რომ მათ თავისი კანდიდატურა უკან გაიწვიეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა კოალიციის ერთიანობას საფრთხე დამუქრებოდა.
|
ეკატერინე ბასილაია 04.04.2015
თბილისის მერია საკრებულოსაგან უკვე შედგენილი და დამტკიცებული ბიუჯეტის შეცვლას ითხოვს, სადაც ოპოზიცია სხვადასხვა საკითხთან ერთად ძირითადად ორ საკითხს აპროტესტებს. ერთია ბიუჯეტიდან მე-20 მუხლის ამოღების მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც მერიას აღარ ექნება ვალდებულება, რომ გარკვეულ პროექტებთან დაკავშირებით ნებართვის მისაღებად წარდგეს საკრებულოს კომისიების წინაშე და მეორე - ყოფილი ვიცე-მერის ალექსანდრე მარგიშვილის ახლად შექმნილი ცენტრისათვის 40-მდე საშტატო ერთეულისა და 1.8 მილიონი ლარის გამოყოფა.
|
თეა ბეჟიტაშვილი 04.04.2015
სამედიცინო მონაცემებით, მიოკარდიუმის ინფარქტით ყოველ ასი ათას მოსახლეზე 20-29 წლამდე ასაკის 8 ადამიანი ავადმყოფდება, 30-39 წლის ასაკში - 76 ადამიანი, ხოლო 40-დან 49 წლამდე ასაკში - 213 ადამიანი. ეს არის პასუხი კითხვაზე, თუ რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ სირბილი.
|
ლიკა ამირაშვილი 04.04.2015
საბავშვო ბაღებში ბავშვთა მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა - ამის შესახებ სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშშია საუბარი. კვლევების მიხედვით, აღმზრდელების 30% მიიჩნევს, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ბავშვისთვის საკვების შემცირება, ხოლო ხოლო 75% კი - თამაშის უფლების შეზღუდვა მიზანშეწონილია.
|
თაია არდოტელი 04.04.2015
საბერძნეთში მყოფი 4 ქართველი მეზღვაური სამშობლოში დასაბრუნებლად დახმარებას ითხოვს. ისინი აცხადებენ, რომ დაახლოებით წელიწადნახევარია ხელფასი არ მიუღიათ.
|
მამუკა ნაცვალაძე 04.04.2015
დღეს ტულუზაში, "ერნესტ ვალონზე" ქართული რაგბის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართება. ევროპის 18-წლამდე ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის ფინალში ჭაბუკი "ბორჯღალოსნები" საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.
|
თიკო ოსმანოვა 04.04.2015
35 წლიანი იზოლაციის შემდეგ დასავლეთმა ირანისათვის სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. ასეთი შედეგით დასრულდა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შვეიცარიაში მიმდინარე მოლაპარაკება, რომელიც 8 დღეს გრძელდებოდა.
|
ელზა პაპოშვილი 04.04.2015
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც საქართველოსა და საფრანგეთს შორის ჩაშლილ შეთანხმებას შეისწავლის. მისი თქმით, ამ შეთანხმების წყალობით საქართველოს საკუთარ საჰაერო სივრცეზე სრული კონტროლის დამყარება შეეძლო და ეს შანსი ხელიდანაა გაშვებული.
|
სალომე სარიშვილი 04.04.2015
დავით ბააზოვის სახელობის ებრაელთა ისტორიის მუზეუმი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ე.წ. ლაილაშის ბიბლიისა და რამდენიმე ებრაული ხელნაწერის გადაცემას სთხოვს. მუზეუმის ხელმღვანელობა ამტკიცებს, რომ ებრაელთა ისტორიული მუზეუმის გაუქმებამდე უნიკალური ხელნაწერები სწორედ მათთან ინახებოდა, ამიტომ ისინი მუზეუმს უნდა დაუბრუნდეს. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ისტორიკოსი ბუბა კუდავა კი ფიქრობს, რომ უნიკალური ექსპონატების ცენტრის საცავიდან გატანა უმნიშვნელოვანესი კოლექციის რღვევას გამოიწვევს, რაც დაუშვებლად მიაჩნია.
|
მაკა ხარაზიშვილი 04.04.2015
დღეს მოსახლეობისთვის უმთავრესი პრობლემა ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა. მათგან დიდ ნაწილს ვალი დოლარში აქვს აღებული - ზოგს ბანკიდან, ზოგს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან ან კერძო იპოთეკარებიდან. ვალუტის გაუფასურებამ საქართველოს მოქალაქეები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. გარდა ამისა, გაიზარდა პროდუქტის ფასი, საიჯარო გადასახადი და სხვა უამრავი რამ.
|
მაკა ხარაზიშვილი 04.04.2015
დაუბეგრავი მინიმუმის მიღებას დასაქმებულები უკვე 4 დღეა ელიან, მაგრამ ჯერ არავის მიუღია. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ ჩარიცხვა მომავალი კვირიდან დაიწყება. თანხა უბრუნდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც სიღარიბის ზღვართან ახლოს არიან.
|
ელზა წიკლაური 04.04.2015
სავალუტო კრიზისის შედეგად დედაქალაქში რამდენიმე მცირე სავაჭრო ობიექტი უკვე დაიხურა და თუ სიტუაცია არ გამოსწორდა, გამორიცხული არ არის, რომ მცირე მაღაზიების ბედი დიდმა სუპერმარკეტებმაც გაიზიარონ. ამ დროისთვის დედაქალაქში 12-ზე მეტი სუპერმარკეტის ქსელი მოქმედებს, რაც სპეციალისტთა აზრით, 1,4-მილიონიანი ქალაქისთვის არაბუნებრივად ბევრია. დროთა განმავლობაში მათი განვითარების პრობლემა გაჩნდება. ეს კი სავაჭრო ობიექტებს კრიზისამდე და შემდგომ უკვე დახურვამდე მიიყვანს.
|