იაგო ნაცვლიშვილი
06.04.2015

 თბილისში პოლიციელებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი, შესაძლოა, თავად ყოფილი პოლიციელი იყოს - შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი წევრი. როგორც გამოძიებასთან დაახლოებული წყარო "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, გამოძიებას ეჭვი ერთ კონკრეტულ სპეცრაზმელზე აქვს.

თიკო ოსმანოვა
06.04.2015

 ევროკავშირის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებისგან "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის გამარტივებას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაც ითხოვს. მათი აზრით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის ადამიანი სისხლის სამართლით არ უნდა ისჯებოდეს, რაშიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილიც ეთანხმება, რომელმაც 2 წლის წინ ცვლილებაც მოამზადა და ამ დრომდე დამტკიცებას პარლამენტისგან ელოდება. მაშინ საპარლამენტო ორგანომ მხოლოდ პირველი მოსმენით მიიღო, დღეს კი ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ საკითხს საქმიანი მსჯელობის შემდეგ დაუბრუნდებიან.

თაკო მათეშვილი
06.04.2015

 თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას ხმაურიან განცხადებას იმის თაობაზე, რომ ფუნდამენტური თავდაცვითი შესაძლებლობების შეძენაზე ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა მას ხელის მოწერა აუკრძალეს, ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი, გენერალი კობა კობალაძე აფასებს და ამბობს, რომ ალასანიას საკუთარი შესაძლებლობების შესახებ გაზვიადებული წარმოდგენა აქვს. მისი თქმით, ამგვარი მნიშვნელობის მქონე საკთხები კონკრეტული მინისტრის ხელის მოწერით არ წყდება და ეს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთშეთანხმების საგანია.

ელზა პაპოშვილი
06.04.2015

ბესიკ ხარძიანის მკვლელობიდან ერთი კვირის თავზე ოჯახის ადვოკატის მალხაზ სალაყაიას განცხადებით, გამოძიება დასკვნით ეტაპზეა და ოჯახი საქმის გახსნას ყოველდღე ელოდება. გარდაცვლილი ხარძიანის მეგობრებისა და ოჯახის ინფორმაციით, დაკრძალვაზე პროკურატურამ საქმის გასახსნელად 3-დღის ვადა მოითხოვა.

იაგო ნაცვლიშვილი
06.04.2015

 თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ორ სკანდალში გაეხვია. საქართველოსა და საფრანგეთს შორის საჰაერო თავდაცვის მემორანდუმის საკითხის შემდეგ ჯანელიძემ კრიტიკა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო დაიმსახურა. ამის გამო მინისტრი თანაგუნდელებმაც გააკრიტიკეს - ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ თქვა, რომ დაკრძალვის ცერემონიალზე დასწრება არა მარტო მინისტრის, არამედ მთლიანად მთავრობის ვალდებულება იყო.

ქეთა ციცქიშვილი
06.04.2015

 საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და მმართველი გუნდის საქმიანობაზე "ლეიბორისტების" წევრი გიორგი გუგავა გვესაუბრა. მისი თქმით, "ქართული ოცნება" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს გამარჯვებას, თუკი მაჟორიტარული არჩევნების სისტემა შენარჩუნდება.

სალომე სარიშვილი
06.04.2015

 მომღერალი და მუსიკათმცოდნე თამრიკო ჭოხონელიძე ფიქრობს, რომ ახალი თაობის მომღერლებმა ინდივიდუალიზმი და საკუთარი შესრულების მანერა დაკარგეს, რაც დაუშვებლად მიაჩნია. ჭოხონელიძის თქმით, მის კრიტიკაზე საზოგადოება არცთუ პოზიტიურად რეაგირებს, რასაც მომღერალი არასწორ დამოკიდებულებას უწოდებს.

თაია არდოტელი
06.04.2015

 "მშვიდობის პარკი" - ონლაინ თამაში, რომლის მთავარი მიზანი კონფლიქტის ხაზის სხვადასხვა მხარეს მყოფი ქართველი და აფხაზი ბავშვების დაახლოება და გაერთიანებაა. თამაში არასამთავრობო ორგანიზაცია "ელვას" პროექტის ფარგლებში შეიქმნა და როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მისი მიზანია, ახალგაზრდებს ისეთი გარემოს შექმნა ასწავლოს, სადაც ყველა ბედნიერი იქნება.

თაია არდოტელი
06.04.2015

 "განსაკუთრებით გამაღიზიანებელია, როდესაც მიკროავტობუსი ფეხზე მდგომი მგზავრებით "გადაჭედილია", მაგრამ მძღოლი მაინც აჩერებს და ყოფილა შემთხვევა, თითქმის 10-15-მდე ფეხზე მდგომი ადამიანით გვიმგზავრია," - მოქალაქეები "მთელ კვირასთან" საუბრისას ყვითელ მიკროავტობუსებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ.

თაია არდოტელი
06.04.2015

 რამდენიმე წლის წინ გარემონტებულ აღმაშენებლის გამზირზე ბოლო პერიოდში ახალი დაზიანებები ჩნდება. ყველაზე თვალშისაცემი კი ტროტუარის დაზიანებაა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მდგომარეობა ამ მხრივ თანდათან უარესდება.

თაია არდოტელი
06.04.2015

 გაზაფხულის სეზონზე გააქტიურებული წვიმების პერიოდში მოქალაქეები ახალი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ - წყლის გუბეების გამო თბილისის თითქმის ყველა ქუჩაზე ფეხით გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება.

ია აბულაშვილი
06.04.2015

 ჩვენს მკითხველს იმის შესხენება არ სჭირდება, თუ როგორ ებრძოდა კომუნისტური რეჟიმი საუფლო დღესასწაულს და რა მეთოდებს იყენებდა, რომ ახალგაზრდები სააღდგომო ლიტურგიას არ დასწრებოდნენ. მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე საინტერესო მოგონება, რომელიც ჩვენმა რესპონდენტებმა გაიხსენეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×